ჯანმრთელობა

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

1. ჯესიკა ალბა

„ორი ქალიშვილის შემდეგ მე მოვიმატე როგორც ყველა დედამ. სახლიდან მხოლოდ ორმაგი კორსეტით გამოვდიოდი, რომელიც მიჭერდა, მაგრამ ფიგურა იდეალურად გამოიყურებოდა. ძალიან ვოფლიანდებოდი მასში, ის საშინლად მოუხერხებელი იყო. და ეს იყო დამატებითი სტიმული მიმეხედა კვებისთვის და მევარჯიშა: ვოცნებობდი მომეშორებინა ზედმეტი წონა“.

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

2. გვინეტ პელტროუ

„იმისათვის რომ ფილმის გადაღებისთვის ზედმეტი წონა დამეკლო, გავაორმაგე ვარჯიშის რაოდენობა და დავჯექი უმკაცრეს დიეტაზე. ყოველ დილით ვსვამდი საზიზღარ ზღვის კომბოსტოს წვენს, სადილად ვჭამდი დაბალნახშირწყლებიან სენდვიჩს, ვახშამზე კი - ზღვის კომბოსტოს სუპს 30 გრამ ინდაურის ხორცთან. თუ მომინდებოდა წახემსება - ვსვამდი ზღვის კომბოსტოს წვენის კიდევ ერთ ჭიქას. არ ვიცი, როგორ გაუძელი ამას!“

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

3. ჯენიფერ ენისტონი

ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ფიგურის მფლობელი აღიარებს, რომ ჩვილი ბავშვივით იკვებება. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. „მე ვიცავ ე.წ. ბეიბი-დიეტას: რესტორნებში სადილების ან ვახშმების გამოკლებით, ვიმზადებ ბავშვის ფაფებს, ვჭამ ხორცისა და ბოსტნეულის ორგანულ პიურეს. ისინი არ შეიცავს მარილს, არც შაქარს, არც სანელებლებს, სამაგიეროდ მდიდარია უჯრედისით, ამიტომ აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას და წმენდენ ორგანიზმს ტოქსინებისგან. ერთი თვე ასეთ დიეტაზე - და შეიძლება თავს ჩიზქეიქის ნება მისცე. მაგრამ მხოლოდ ერთი!“

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

4. ენ ჰეტეუეი

„ფანტინის როლის გამო ფილმში „განკიცხულები“, რომლისთვის „ოსკარი“ მივიღე, თვეზე მეტი ვიკვებებოდი წყალზე მომზადებული შვრიის ფაფის ორი ულუფით დღე-ღამეში. „ოსკარი“ რომ არა, მე ალბათ ცხოვრების ბოლომდე გავიხსენებდი ამ საშინელ და უაზრო კოშმარს“.

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

5. კრისტინა აგილერა

„მე ვიცავ „ფერად“ დიეტას: ყოველ დღე შეიძლება ჭამა მხოლოდ ნატურალური პროდუქტის და მხოლოდ ერთი ფერის. მაგალითად, თუ გადავწყვიტე, რომ ორშაბათი იქნება „თეთრი“ დღე, ვჭამ თეთრ ლობიოსა და უმ ყვავილოვან კომბოსტოს. სამშაბათი შეიძლება იყოს წითელი: ჭარხალი, მარწყვი, ცოტაოდენი ხორცი და წითელი ბულგარული წიწაკა. და ასე შემდეგ“.

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

6. ელიზაბეტ ჰერლი

„მე არ მიყვარს დიეტები, მაგრამ მიდრეკილება მაქვს სიმსუქნისკენ. ამიტომ კვირაში ერთხელ ვაწყობ განტვირთვის დღეს: ვიკვებები მხოლოდ მწვანე სალათის სუპით. მე მასე ვუწოდებ თბილ წყალში მოცურავე დამდუღრებულ სალათის ფურცლებს“.

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

7. ბიონსე

„Dreamgirls“ კლიპის გადაღებამდე მივხვდი, რომ წონის დაკლება მჭირდება. და სადღაც ამოვიკითხე სუპერ რეცეპტი: ერთმანეთში გადაურიოთ ლიმონის ან ლაიმის წვენი, ნეკერჩხლის სიროფი და დაფქული კაიენის წიწაკა, გავხსნათ წყალში და მივიღოთ 12-ჯერ დღე-ღამეში. მე დავიკელი 10 კგ 2 კვირაში, მაგრამ დავიფიცე, რომ მეტი არასოდეს, არასოდეს აღარ ავიგდებ აბუჩად საკუთარ თავს!“

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

8. ჯესიკა სიმპსონი

„მშობიარობის შემდეგ საკუთარი თავი უზარმაზარ ბეჰემოტად მეჩვენებოდა. და წესად შემოვიღე 45-წუთიანი ძალისმიერი ვარჯიშის გარდა ყოველდღიურად გავიარო 10 000 ნაბიჯი. ასჯერ ვფიქრობდი ყველაფრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ვშიშვლდებოდი, ვდგებოდი სარკის წინ და ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „აი ასე გინდა გამოიყურებოდე?“

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

9. პადმა ლაკშმი

„როცა დავიწყე შოუ Top Chef-ის წაყვანა, პირველივე თვეს ავკრიფე 5 კგ. იმისათვის რომ დამეკლო, დავდიოდი ოფისში და უკან კიბეებზე მე-17 სართულიდან ფეხით ჩამოვდიოდი...“

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან

10. სნუკი

„მიზნად დავისახე რომ 50 კგ-ს უნდა ვიწონი. დავიწყე ორცხობილის ჭამა: დღე-ღამეში 90 კკალ 6 პეჩენია და 2 ლ წყალი. და მეტი არაფერი. და ამან იმუშავა და სასწაულად დავიკელი წონაში!“

დაიკელით წონაში როგორც ვარსკვლავებმა - 10 რჩევა ჰოლივუდის მსახიობებისგან



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>