LIFE

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

ჩვენ დროში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც „ფეისბუქის“ ანგარიში არ აქვს, თუმცა მისი ყველა შესაძლებლობა ცოტამ იცის.

გთავაზობთ „ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტს, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით:

1. წაიკითხეთ დამალული მესიჯები - „ფეისბუქს“ აქვს ორი „ინბოქსი“. ერთი მათგანი არის შეტყობინებებისთვის, რომლებსაც იღებთ ადამიანებისგან რომლებიც სოციალურ ქსელში თქვენი მეგობრები არ არიან. იმისთვის, რომ წაიკითხოთ ეს შეტყობინებები დააკლიკეთ შეტყობინებების განყოფილებას, შემდეგ აირჩიეთ „Message Requests“, ხოლო შემდეგ „See Filtered Requests”.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

2. შეამოწმეთ ხომ არ დაგრჩათ სადმე თქვენი ანგარიში ჩართული - თუ გაინტერესებთ გამოხვედით თუ არა „ფეისბუქიდან“, რომელიც მეგობრის კომპიუტერით გქონდათ ჩართული, შედით პარამეტრებში, დააკლიკეთ უსაფრთხოებას(security), შემდეგ კი მონიშნეთ „Where You’re Logged in”. ახლა თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ყველა „ბრაუზერი“ საიდანაც შესულხართ „ფეისბუქში“. თუ სადმე დაგრჩათ ჩართული და გსურთ რომ გამოხვიდეთ, უბრალოდ უნდა დააკლიკოთ “End activity“.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

3. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ანგარიშს ვერ გატეხავენ - თუ რაიმე ეჭვი გაქვთ თქვენი ანგარიშის დაცვის სისტემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ “Login Approvals”,რომელსაც ნახავთ Security-ს განყოფილებაში. როდესაც „ფეისბუქში“ სხვა მოწყობილობიდან შეხვალთ, დაცვის სისტემა მოგთხოვთ პაროლს, რომელსაც „ფეისბუქი“ ტელეფონზე გამოგიგზავნით. შესაბამისად, თუ ვინმე თქვენი ანგარიშის გატეხვას ეცდება, ტელეფონზე პაროლი მოგივათ და ამით მიხვდებით, რომ ვიღაც ანგარიშის გატეხვას ცდილობდა.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

4. აირჩიეთ თქვენს ანგარიშზე პასუხისმგებელი მეგობარი - „ფეისბუქი“ გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ სანდო ადამიანი, რომელიც პასუხისმეგებელი იქნება თქვენს ანგარიშზე თუ მოკვდებით. ამისთვის Security-ს განყოფილებაში აირჩიეთ „Trusted Contacts”. ეს ადამიანი ვერ შეძლებს რაიმის გამოქვეყნებას, ვერც მესიჯების წაკითხვას. ის არის უფლებამოსილი შეცვალოს თქვენი პროფილის ფოტო და რეაგირება მოახდინოს მეგობრობის თხოვნაზე.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

5. ნოსტალგია - ზოგჯერ გვსურს ძველ ფოტოებს გადავხედოთ, გავიხსენოთ ძველი მიმოწერა მეგობრებთან. ამის გასაკეთებლად სულაც არაა საჭირო „სქროლვა“. უბრალოდ მეგობრის პროფილზე იპოვეთ „See Friendship”.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

6. გადახედეთ თქვენს ძველ აქტივობებს - „ფეისბუქი“ გაძლევთ შესაძლებლობას, ნახოთ თქვენი ძველი „ლაიქები“, კომენტარები, პოსტები. უბრალოდ, უნდა მონიშნოთ “View Activity Log”.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

7. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ხედავენ ის ადამიანები თქვენს პროფილს, რომლებიც თქვენი „ფეისბუქ“ მეგობრები არ არიან - ამისთვის დააკლიკეთ სამ წერტილს თქვენს პროფილზე მარჯვნივ, შემდეგ მონიშნეთ “View As”.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

8. კომუნიკაცია პირისპირ - „ფეისბუქი“ გაძლევთ შესაძლებლობას არა მხოლოდ წერილობითი შეტყობინებები გაგზავნოთ, არამედ განახორციელოთ ვიდეოზარები. შეტყობინებების ფანჯარაში, მარჯვნივ, ვიდეოკამერაზე დაკლიკებით თქვენ მეგობართან დაკავშირებას ვიდეოზარის საშუალებით შეძლებთ.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

9. აირჩიეთ ვისი, ან რომელი გვერდის პოსტების ნახვა გსურთ პირველ რიგში - „ნახეთ პირველად“ (See First) და ახლო მეგობრები (Close Friends) - ეს განყოფილებები მონიშნეთ მეგობრის პროფილზე, თუ გსურთ რომ მათი აქტივობა არ გამოგეპაროთ. ყველა მათ აქტივობაზე თქვენ შეტყიბინება მოგივათ.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით
„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით

10. შეინახეთ პოსტები - „ფეისბუქი“ სავსეა სხვადასხვა ინფორმაციით. შეიძლება არ გაქვთ თავისუფალი დრო, მაგრამ რაღაც ძალიან გაინტერესებთ. შეგიძლიათ შეინახოთ სასურველი ბმული და მას თავისუფალ დროს გაეცნოთ. დაკლიკეთ შესაბამის პოსტზე ზედა მარჯვენა კუთხეში და შემდეგ მონიშნეთ „Save Post”, ან „Save Link. თქვენ შეგიძლიათ შენახული პოსტები ნახოთ მთავარ გვერდზე, მარცხნივ, განყოფილებაში - “Saved”.

„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით
„ფეისბუქის“ 10 სასარგებლო პარამეტრი, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>