7 სიგნალი იმის შესახებ, რომ სწორედ თქვენ ანგრევთ საკუთარ ურთიერთობებს
- 06.07.2017
1. თუ დამოკიდებული ხართ გაჯეტებზე
თუ ყოველ თავისუფალ დროს „ყვინთავთ“ სმარტფონში, შესაძლებელია, ეს დამოკიდებულებაა. არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ ელევიან სმარტფონებს, განიცდიან სირთულეებს ურთიერთობებში. ეცადეთ გადაერთოდ სხვა საქმეებზე. ინტერნეტში ყოფნის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ სპეციალური დანართები. მაგალითად, Rescue Time.
2. თუ არ შეგიძლიათ პრიორიტეტების განსაზღვრა
თუ თქვენ ძალიან დაძაბული გრაფიკი გაქვთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო არ გყოფნით, მაშინ ისიც ჩართეთ მნიშვნელოვანი საქმეების სიაში. ურთიერთობებში რომანტიკის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ მეთოდი „2/2/2“: 2 კვირაში ერთხელ იარეთ პაემანზე საყვარელ ადამიანთან ერთად, 2 თვეში ერთხელ უქმეებზე გადით ქალაქგარეთ, 2 წელიწადში ერთხელ კი გაემგზავრეთ ერთად შვებულებაში.
3. თუ არ ეუბნებით მხარდაჭერის სიტყვებს
სიტყვა „მადლობა“ ისეთი ბანალური გვეჩვენება, რომ ხანდახან გვავიწყდება მისი თქმა. მაგრამ არ უნდა ჩათვალოთ, რომ თუ თქვენი მამაკაცი რაღაცას აკეთებს თქვენთვის, ეს ასეც უნდა იყოს. მამაკაცებს ქალებზე ნაკლებად არ სჭირდებათ მხარდაჭერა და კეთილი სიტყვა. უმნიშვნელო რაღაცეებისთვისაც კი მადლობა გადაუხადეთ თქვენს რჩეულს.
4. თუ ფორმალურად ურთიერთობთ
საყვარელი ადამიანების ურთიერთობები განსხვავდებიან გულწრფელობითა და გახსნილობით. გაუზიარეთ ერთმანეთს განვლილი დღის წვრილმანები და ემოციები, უსმინეთ ერთმანეთს. თუ რაღაც არ მოგწონთ პარტნიორში, ისაუბრეთ ამაზე მშვიდად და დაყვედრების გარეშე.
5. თუ ბრაზდებით წვრილმანების გამო
ნუ ეცდებით გადააკეთოთ ახლობელი ადამიანი. საკუთარი თავისებურების წყალობით ის ზუსტად იმას წარმოადგენს, ვინც გიყვართ. თუ სიტუაცია იწვევს ძლიერ გაღიზიანებას, შეეკითხეთ საკუთარ თავს, რატომ. იქნებ საქმე კბილის პასტაში სულაც არ არის? საკუთარ ნახევარს კი მიეცით საშუალება დამოუკიდებლად დაინახოს საკუთარი ქმედებების შედეგი.
6. თუ არ შეგიძლიათ მოილაპარაკოთ
ყვირილს, შანტაჟს, იგნორირებას ხშირად იწვევს ჩვენი გადაჭარბებული მოლოდინი. არის თუ არა ის თქვენს ურთიერთობებში? ნუ მიიყვანთ სიტუაციას კრიტიკულ მომენტამდე, ეცადეთ განიხილოთ ის უფრო ადრე. როცა განიხილავთ რაიმე მნიშვნელოვანს, შეეხეთ პარტნიორს - მასე ის უფრო ადვილად იგრძნობს , რომ თქვენ მასთან ერთად ხართ. დაიმახსოვრეთ წესი: ერთი პრობლემა - ერთი საუბარი. კამათის დროს გადით ცოტახნით ოთახიდან, როცა დამშვიდდებით - საუბარი გამოვა უფრო ნაყოფიანი.
7. თუ არ ენდობით
თუ ნამდვილად ახლო ურთიერთობები გსურთ, ამოდით იქედან, რომ თქვენი შეყვარებული გულწრფელია თქვენს წინაშე. ნუ მოსთხოვთ ანგარიშს თქვენს გარეშე გატარებული დროის შესახებ, ნუ ათვალიერებთ მის ტელეფონს ან ფოსტას, ნუ აიძულებთ თავი იმართლოს. თანაც ცარიელ ეჭვებს შეუძლია აიძულოს თქვენი პარტნიორი გააკეთოს ის, რაზეც ეჭვიანობთ. იფიქრეთ კარგზე.
თემები: სიყვარული, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="adme.ru">adme.ru</a>