პროდუქტები ჰიალურონის მჟავის მაღალი შემცველობით - მიირთვით და გაახალგაზრდავდით!
- 11.07.2017
1. ბულიონი - ჰიალურონის მჟავის მიმწოდებელი
მას შეიძლება სილამაზის კერძი უწოდოთ. ბულიონთან ერთად თქვენ ორგანიზმს მიეწოდება არა მხოლოდ ჰიალურონის მჟავა, არამედ კოლაგენიც. ამ კერძისთვის უკეთესია აიღოთ ხორცი, რომელშიც ძვალი შეადგენს ხორცის მოცულობის ნახევარზე მეტს. ეს მნიშვნელოვანია. თუ თქვენ აპირებთ ბულიონის მომზადებას მფრინველის ხორცისგან, არავითარ შემთხვევაში არ მოაშოროთ კანი. ის ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავას.
2. ყურძენი - მხოლოდ კანიანად
სწორედ ყურძნის კანი შეიცავს ჰიალურონატის მაქსიმალურ რაოდენობას. ყურძნის კანი არაფრით არ ავნებს თქვენს ორგანიზმს, აი სარგებელს კი უდიდესს მოგიტანთ.
3. წითელი ღვინო - მხოლოდ ნატურალური
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოგიწოდებთ დალიოთ ყოველდღე, მაგრამ 1-2 ბოკალი კვირაში ძალიან კარგი იქნება. წითელი ღვინოც ასევე შეიცავს ჰიალურონს, ვინაიდან დამზადების პროცესში ყურძენი იწურება კანიანად. აირჩიეთ მხოლოდ ხარისხიანი ნატურალური ღვინო.
4. ყველი ტოფუ და სოიოს რძე - მხოლოდ შემოწმებული მწარმოებლისგან
სოიოს გადამუშავებისას პროდუქტები შეიცავს არა მხოლოდ ჰიალურონს, არაედ ფიტოესტროგენებსაც, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს გამოიმუშაოს საკუთარი მჟავა.
ყველი ტოფუში და სოიოს რძეში ისინი საკმაოდ ბევრია, ვიდრე სხვა პროდუქტებში. ეცადეთ შეიძინოთ პროდუქტები მხოლოდ შემოწმებული მწარმოებლისგან, რომელიც არ იყენებს გენმოდიფიცირებულ სოიოს.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, ნაოჭები
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>