ჯანმრთელობა

დაამარცხე ვირუსები საკვებით

დაამარცხე ვირუსები საკვებით

დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად მედიკოსებმა და დიეტოლოგებმა 10 საკვები პროდუქტი გამოავლინეს, რომელთა მიღებაც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარება. ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები ასევე დაგეხმარება გაცივებასა და ვირუსებს თავი აარიდო ან ადვილად გაუმკლავდე.

წელიწადში ერთხელ დგება პერიოდი, როდესაც შენ ან შენი ოჯახის რომელიმე წევრი გაცივების ან ვირუსის მსხვერპლი ხდებით. იწყებ ფიქრს, როგორ და რით გაუმკლავდე გაცივებას, რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს. სავარაუდოდ, ყველა ნათესავი და მეგობარი გირჩევს ვიტამინებისა და კონკრეტული წამლების მიღებას. პრევენციული გზების რჩევა ახლობლების მხრიდან დაუსრულებლად გრძელდება.

რაც არ უნდა გაგიკვირდეს, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი შენი სახლის ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიაშია.

ექიმი ანდრეა მოსი გირჩევს 10 საკვებს, რომელთა მიღება იმუნურ სისტემასაც დაეხმარება, ვირუსებსაც მოერევა და ზამთრის გაცივებებსაც თავიდან აგარიდებს.

ნიორი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

ნიორი ცნობილია, როგორც არასასიამოვნო სუნის მქონე პროდუქტი, მაგრამ მოსის რჩევის თანახმად, ის ყველაზე კარგი საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მოსმა თქვა: „ნიორი ჩემი საყვარელი პროდუქტია - მას ნამდვილად აქვს ბუნებრივი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები“. ზამთრის პერიოდში ორგანიზმის გასაძლიერებლად ანდრეა მოსი ნივრის ხშირად ჭამას გვირჩევს. არასასიამოვნო სუნის ნუ შეგეშინდება, ის მალე ქრება პირის ღრუდან.

ერთი ჭიქა იოგურტი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვი იოგურტი. ისიც დაგეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. იოგურტი შეიცავს პრობიოტიკებს, ანუ ადამიანის მიკროფლორის ნორმალიზაციისთვის საჭირო ცოცხალ ბაქტერიებს, რომელთა მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავში მიმდინარე პროცესების დაბალანსება ხდება და ორგანიზმის დასუსტების საფრთხეც მცირდება. მიირთვი დილაობით იოგურტი და გაცივების თავიდან აცილება 70%-ით შესაძლებელი გახდება.

ერთი ულუფა ქათმის ბულიონი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

ქათმის სუპს უძველესი დროიდან მიირთმევდნენ გაცივების დროს. ქათმის ან ძვლის ბულიონი ნამდვილად ეფექტიანი საშუალებაა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისას. ბულიონი შეინარჩუნებს წყლის მარაგს ორგანიზმში და ზამთრის სეზონურ ბაქტერიებს მოსპობს. ბულიონი მდიდარია მინერალური ელემენტებით, ის შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორსა და გოგირდს. ბულიონი ასევე შეიცავს ამინომჟავასა და ამინოძმარმჟავას - ამ ორგანული ნაერთების მიღება შენს ორგანიზმში ანთების ჩაქრობის უტყუარი საშუალებაა. მოსი გირჩევს, კვირაში სამჯერ მაინც დალიო ბულიონი, რომელიც შენს იმუნურ სისტემას გააუმჯობესებს.

თუ ვეგეტარიანელი ხარ, მაშინ ხორცის წვნიანის ნაცვლად მოსი ბოსტნეულის ბულიონს გთავაზობს.

ისპანახი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

ისპანახი ბევრი ადამიანის საყვარელი ფხალეულია, მაგრამ ცოტას თუ გაუგია, რომ ის ვირუსებთან საბრძოლველად გამოდგება. ისპანახი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც შენს ორგანიზმს აძლიერებს. ასევე მასში დიდი რაოდენობით არის C ვიტამინი.

ისპანახი შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს, რომლებიც ელექტროლიტებივით მოქმედებენ იმისთვის, რომ შენს ორგანიზმში წყლის შემცველობის მაღალი დონე შეინარჩუნონ.

ბროკოლი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

ბავშვობაში ალბათ ცოტას თუ უყვარდა ბროკოლი, რადგანაც მშობლები მის ჭამას აძალებდნენ. ბროკოლი ყველა სხვა ბოსტნეულზე ორჯერ ძლიერ ეფექტს ახდენს შენს ორგანიზმზე. ბროკოლი შეიცავს ამინომჟავებს, რაც უჯრედების სწორად ფუნქციონირებას ეხმარება და ყველა ნაწლავურ დაავადებას თავიდან აგაცილებს. შეეცადე კვირაში ორჯერ მაინც მიირთვა ბროკოლი.

გრეიპფრუტი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

გაცივების დროს ცხელ ჩაიზე მეტად ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენი დაგეხმარება.
მთელი ზამთრის განმავლობაში კვირაში რამდენჯერმე დალიე გრეიპფრუტის წვენი ნაკლები შაქრით. ის ამცირებს ანთებითი პროცესების წარმოქმნის ალბათობას. შეეცადე იყიდო წითელი ან ვარდისფერი გრეიპფრუტი, შედარებით მჟავე - ამ ფერის გრეიპფრუტი უფრო მეტად გაგიძლიერებს იმუნიტეტს.

დარიჩინი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

არომატის გასაძლიერებლად ყავას დარიჩინს უმატებ? ეს ძალიან კარგია და სწორადაც იქცევი. მაგრამ იცოდი, რომ დარიჩინი ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა? დარიჩინის ქერქი შეიცავს ზეთებს, რომლებიც საჭმლის მონელებაშიც დაგეხმარება. დარიჩინი ორგანიზმში დაგროვილ ტოქსინებს სპობს. თუ დიაბეტით ხარ დაავადებული, დარიჩინი ამ შემთხვევისთვისაც კარგი საშუალებაა, რადგან ორგანიზმში შაქრის დონეს ამცირებს.

საზამთრო

დაამარცხე ვირუსები საკვებით

გაგიკვირდა, საზამთრო რომ დაინახე ამ ჩამონათვალში? ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ეს ზოლიანი „ბურთი“ შეიცავს ვიტამინ C-სა და ვიტამინ A-ს. საზამთრო ორგანიზმში ინფექციისა და ანთების კერებს აქრობს, მაგრამ რადგანაც ზამთარი საზამთროს სეზონი არ არის, ამიტომ ზაფხულშივე იზრუნე და საზამთროს ქერქისგან მურაბა გააკეთე.

მოხარშული ხორცი

დაამარცხე ვირუსები საკვებით

ასე მომზადებული ხორცი ძალიან სასარგებლოა და ესეც ალბათ ბევრმა ადამიანმა იცის, მით უმეტეს - ჩვენმა ბებიებმა. ის შეიცავს თუთიას, რომელიც აძლიერებს შენს ორგანიზმს და ზამთრის ვირუსებთან გამკლავებაში გეხმარება. მომატებული ტესტოსტერონი ფარივით გიცავს გაცივებისგან.

სოკო

დაამარცხე ვირუსები საკვებით

გიყვარს სოკო პიცაში, სალათაში ან, უბრალოდ, შემწვარი? იცოდი, რომ ის გაცივებასთან ბრძოლის კარგი საშუალებაა? ძალიან ცოტა საკვებია, რომელიც შეიცავს ვიტამინ D-ს და სოკო ერთ-ერთი მათგანია. სწორედ ეს ვიტამინი გეხმარება ორგანიზმში ბაქტერიებისა და ანთების კერების განადგურებაში. როცა სოკოს მიირთმევ, ჩათვალე, რომ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს იღებ. ბევრ მედიკამენტში ერთიანდება სოკოში არსებული ვიტამინები. ასევე ის დაგეხმარება ძუძუს ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.



წყარო:&nbsp;<a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>