6 ჩვევა, რომლებიც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ახასიათებთ
- 15.07.2017
საბჭოთა კავშირის პერიოდში ადამიანებს სხვა ქვეყნების ადამიანებისგან განსხვავებული არაერთი ჩვევა ჩამოუყალიბდათ და ზოგიერთ ქვეყანაში ეს ჩვევები ისევ შენარჩუნებულია, მათ შორის, საქართველოშიც.
1. არაფერი გადააგდო - საბჭოთა კავშირის დროს ოჯახები არაფერს არ ყრიდნენ და ყველაფერს ინახავდნენ - ძველ ავეჯს, გაფუჭებულ რადიოს, ტელევიზორს, მანქანის ნაწილებს, ძველ ტანსაცმელს, ყველანაირ გამოუსადეგარ ნივთს. პოსტ საბჭოთა ქვეყნების ოჯახების უმეტესობას მსგავსი ჩვევა დღემდე შემორჩენილი აქვს. დაფიქრდით, შესაძლოა საბჭოთა დროინდელი ნივთები, მაგალითად ტელევიზორები ისევ ინახებოდეს თქვენს სახლში.
2. საუკეთესო ნივთებს ინახავდნენ განსაკუთრებული შემთხვევისთვის - საბჭოთა კავშირის დროს ადამიანები ბრწყინვალე მომავალზე ფიქრობდნენ, რომელსაც მათ კომუნიზმი მოუტანდათ.
საბჭოთა კავშირის დროს ადამიანები ინახავდნენ ნივთებს, სამოსს, საჭმელსაც კი რაღაც განსაკუთრებული შემთხვევისთვის. შეიძლება გადაემალათ კარადა, რომელსაც ქორწილის დროს სტუმრების წინაშე გამოაჩენდნენ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ნივთები გამოუყენებლად ძველდებოდა.
3. ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი - საბჭოთა კავშირის დროს მშობლები ასწავლიდნენ შვილებს, რომ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აზრი და ეუბნებოდნენ, რომ სანამ რამეს გააკეთებენ დაფიქრდნენ, რას იტყვის ხალხი.
4. კომპლიმენტების იგნორირება - საბჭოთა კავშირის დროს ადამიანები ძალიან არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს, როცა მათ მიმართ ვინმე ყურადღებას იჩენდა, თუმცა ეს არ არის საბჭოთა კავშირის ექსკლუზივი, ძველ ინგლისელებსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ ქათინაურების მიმართ.
საბჭოთა კავშირის ადამიანები თავს უხერხულად გრძნობდნენ, როცა ვინმე ქათინაურით ამკობდათ და მათ იგნორირებას ცდილობდნენ.
5. არასოდეს იღიმოდნენ ქუჩაში - არსებობს რუსული გამოთქმა - „უმიზეზო სიცილი იდიოტიზმის ნიშანია“. საბჭოთა კავშირის ადამიანები, რა თქმა უნდა, იღიმოდნენ, მაგრამ უღიმოდნენ მხოლოდ ნაცნობებს.
მსგავსი რამ დღემდე შემორჩენილია ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში. საქართველოშიც, იშვიათად ნახავთ ქუჩაში მომღიმარ ადამიანს. თუმცა ის, რომ ადამიანები არ გიღიმიან არ ნიშნავს, რომ ისინი მეგობრულები არ არიან.
6. გრძელი დღესასწაულები - საქართველო გამონაკლისი არ არის - ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნებიც ნამდვილი თაყვანისმცემლები არიან გაუთავებელი დღესასწაულების, სადაც ჩვეულებრივ მეგობრები და ნათესავები იკრიბებიან. სადღესასწაულო სუფრა საათობით გრძელდება.
თემები: წარსული, ცხოვრება, საბჭოთა კავშირი.
<a href="https://www.rbth.com">https://www.rbth.com</a>