LIFE

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

1. გრცხვენიათ თქვენი გარეგნობის - როცა საქმე ეხება “დრეს კოდსა” და მანერებს, უნდა დაიცვათ წესები, მაგრამ თუ ვინმე ნეგატიურად საუბრობს თქვენს სამოსზე, გარშემოწერილობაზე, აღნაგობაზე, ნუ დაიწყებთ ბოდიშებს და თავის მართლებას. არაფერში ხართ დამნაშავე და არავისი არაფერი გმართებთ.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

2. იძულებული ხართ არჩევანი გააკეთოთ კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის - სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება - ზოგჯერ ოჯახში, ზოგჯერ სამსახურში ადამიანებს არჩევანის გაკეთების წინაშე აყენებენ.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

არ არსებობს კანონი, რომელიც უარს გათქმევინებთ ოჯახზე სამსახურის გამო და პირიქით. ასე რომ, ზეწოლას უნდა გაუძლოთ, არ დანებდეთ და იცოდეთ, რომ შესაძლებელია წარმატებული პირადი და კარიერული ცხოვრება ერთდროულად.

ორივე მხარეს ესაუბრეთ თქვენი საჭიროებების შესახებ არგუმენტირებულად. დროის სწორი მენეჯმენტი კი დაგეხმარებათ, რომ სამსახურშიც წამატებული იყოთ და არც ოჯახს მოაკლოთ ყურადღება. ასევე, დაგრჩებათ დრო გართობისთვის და ჰობისთვის.

3. ყველაფერს თქვენს მაგივრად წყვეტენ - შესაძლებელია თქვენმა მშობლებმა მართლაც იცოდნენ რა არის უკეთესი თქვენთვის, მაშინაც კი, თუ უკვე თქვენც მშობელი ხართ, მაგრამ ეს არ აძლევთ უფლებას, რომ თავს მოგახვიონ საკუთარი არჩევანი, ეს თქვენი ცხოვრებაა, გადაწყვეტილებებზე პასუხს თქვენ აგებთ და გაქვთ უფლება, რომ თავად გადაწყვიტოთ.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

4. ურთიერთობა, რომლის გამოც თავს უბედურად გრძნობთ - არ გირჩევთ, რომ დაუყოვნებლივ გაშორდეთ პარტნიორს, მაგრამ თუ თვლით, რომ თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე უფრო მარტივი იქნება, რომ უფრო ბედნიერი იქნებით , რატომ უნდა იყოთ ერთად?

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

5. სექსუალური ძალადობა მეუღლის მხრიდან - სხეული თქვენ გეკუთვნის და ცოლ-ქმრული უფლებები არ ნიშნავს, რომ შეიძლება გამოგიყენონ განურჩევლად თქვენი სურვილისა. ადეკვატური მეუღლე, ან პარტნიორი გაიგებს როცა უარს ეტყვით მას სექსუალურ ურთიერთობაზე. თუ მეუღლე სექსს გაიძულებთ და ეს თქვენ არ გსურთ, სერიოზული პრობლები გაქვთ.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

6. სამსახურში თქვენ მიმართ უპატივცემულობას იჩენენ - სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ითმენს უპატივცემულობას დამქირავებლის, ან კოლეგების მხრიდან. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს - არის ეს სამსახური იმდენად მნიშვნელოვანი რომ ყოველდღიური დამცირება აიტანოთ? ნუ მოგერიდებათ თქვენი უფლებებისთვის ბრძოლა და გაეცით ყველას სათანადო პასუხი.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

7. ფიზიკური და ემოციური ძალადობა - უსაფრთხოება უაღრესად მნიშვნელოვანია და არ უნდა იყოთ იმ ადამიანთან, რომელიც გამუდმებით გემუქრებათ და შეურაცხყოფას გაყენებთ. გაქვთ უფლება, რომ დაარღვიოთ ასეთი კავშირები და იცხოვროთ ბედნიერად.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

8. მუდმივი კონტროლი - თუ ვინმე თქვენს ყველა მოქმედებას, ყველა ნაბიჯს აკონტროლებს - იქნება ეს მშობელი, მეგობარი, თუ პარტნიორი ეს რა თქმა უნდა, გაუსაძლისია. ყველას სჭირდება პირადი სივრცე. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა ნდობის გარეშე წარმოუდგენელია. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას რომ გაკონტროლონ, თორემ მალე თქვენი ცხოვრება ტირანიას დაემსგავსება.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

9. გსაყვედურობენ არასრულყოფილების გამო - გახსოვდეთ, რომ სრულყოფილება მითია. იდეალური არაფერი არსებობს. „საოცნებო მამაკაცი“, „საოცნებო გოგონა“ თითქმის ყველას გონებაშია, მაგრამ ეს არ აძლევთ ადამიანებს უფლებას, რომ თქვენგან სრულყოფილება მოითხოვონ.

9 რამ რაც ცხოვრებას გიწამლავთ - როგორ უნდა გაუმკლავდეთ არასასიამოვნო სიტუაციებს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>