LIFE

11 საკურორტო ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

თითოეული ჩვენგანი ოცნებობს, რომ ცხოვრობდეს ისეთ ადგილას, სადაც მთელი წლის მანძილზე კარგი ამინდია და ცხოვრებაც შედარებით მარტივია.

გაგაცნობთ საკუროტო ქალაქებს, სადაც საკვები და ცხოვრების პირობები იაფია და ცხოვრებაც მიმზიდველი.

11. კანკუნი, მექსიკა

რა არის საინტერესო: კანკუნში ნახავთ ყველაფერს, უძველესი ტომის, მაიას შენობებს, ულამაზეს კუნძულზე შეხვდებით უცნაურ მღვიმეებს და ველურ პლიაჟებს. აქვე მდებარეობს მექსიკის საოცრება, მაიას ტომის პირამიდა, ჩიჩენ იცა. საშუალო ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე 30 გრადუსია.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.65 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 5 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 84 ცენტი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 416 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

10. ბრაშოვი, რუმინეთი

რა არის საინტერესო: დათოვლილ მთებში დამალულ ქალაქში შუასაუკუნეობრივი ატმოსფერო დაგხვდებათ. აქ ყველაფერი ისეა, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ. კრამიტიანი სახურავები, საათები კოშკებზე, რომლებიც ყოველ საათში რეკენ. აქვე მდებარეობს ციხე, სადაც სავარაუდოდ გრაფი დრაკულა ცხოვრობდა.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.55 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 5 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 1.20 დოლარი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 186 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

9. გოა, ინდოეთი

რა არის საინტერესო: 1510 წელს პორტუგალიელების მიერ დაპყრობილი გოა, 1961 წელს იქნა ანექსირებული და ინდოეთის მოკავშირე ტერიტორიად გამოცხადდა. 1987 წლიდან დამოუკიდებელი შტატია. ის ნამდვილი სამოთხეა ჰიპებისთვის და დღესასწაულების მოყვარული ადამიანებისთვის

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.49 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 2 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 0.9 ცენტი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 124 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

8. კასაბლანკა, მაროკო

რა არის საინტერესო: განსაცვიფრებელი არქიტექტურა. ვიწრო ქუჩები და მოჩუქურთმებული, თაღოვანი სახლები, რომლის მსგავსიც მხოლოდ ფილმებში შეგიძლიათ ნახოთ. აქ არის ყველაზე დიდი მეჩეთი მსოფლიოში.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.60 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 3 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 0.97 ცენტი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 241 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

7. ჰოიანი, ვიეტნამი

რა არის საინტერესო: მხოლოდ ამ პატარა ისტორიულ ქალაქში 844 ოფიციალურად აღიარებული ისტორიული შენობაა. ვიეტნამის უძველეს საპორტო ქალაქს, ვიეტნამის ვენეციასაც ეძახიან. ქალაქის ცენტრში ძალიან ცოტა მანქანას შეხვდებით, აქვე მდებარეოსბ ულამაზესი პლიაჟები.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.49 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 1.7 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 0.74 ცენტი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 249 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

6. ტუნისი, ტუნისი

რა არის საინტერესო: ტუნისის დედაქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს, რაც გავლენას ახდენს მის იდეალურ კლიმატზე. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ანტიკური ხანის დასახლება კართაგენი. ქალაქში ისლამურთან ერთად იგრძნობა დალავლური არქიტექტურაც. აქვე მდებარეობს ბარდოს ეროვნული მუზეუმი. ტუნისში მრავლად შეხვდებით მეჩეთებს.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.25 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 2 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 0.68 ცენტი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 150 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

5. ვარნა, ბულგარეთი

რა არის საინტერესო: ბულგარეთში სიდიდით მესამე ქალაქში პლიაჟების გარდა შეგიძლია ნახოთ უძველესი მონასტრების ნანგრევები, რომაული აბანოები და მიძინების ტაძარი. ამას თუ დავუმატებთ მუდმივად თბილ კლიმატს, იდეალურია საცხოვრებლად.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.57 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 5.7 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 1 დოლარი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 170 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

4. დავაო, ფილიპინები

რა არის საინტერესო: პირველ რიგში, ულამაზესი ბუნება, პლიაჟები, ბუდისტური ტაძრები. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ბუნებრივი მარგალიტი, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე სადმე სხვაგან. კუნძულ სამალზე, შეგიძლიათ ნახოთ უძველესი გამოქვაბულები.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.50 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 1.60 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 0.75 ცენტი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე- 106 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

3. კიტო, ეკვადორი

რა არის საინტერესო: კიტო - ეკვადორის ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი დაახლოებით 1 000 კმ-ზე არის გადაჭიმული, გალაპაგოსის კუნძულებზე. მას მეორენარიად სამყაროს შუაგულსაც უწოდებენ.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.6 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 5.7 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 1 დოლარი

ერთოთახიანი ბინა, ერთი თვე - 170 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

2. ბრაგა, პორტუგალია

რა არის საინტერესო: ბრაგა, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქალაქია, მას „ქალაქ მეუფესაც“ უწოდებენ. ქალაქშია 300-ზე მეტი ეკლესია და საოცარია ტურისტებისთვის სანახავად. ფასები პორტუგალიის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით მაღალია, მაგრამ დასავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით იაფი.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.78 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 5.8 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 1.59 დოლარი

ერთოთახიანი ბინა, თვიურად - 263 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია

1. კატმანდუ, ნეპალი

რა არის საინტერესო: გასაოცარი სილამაზის ტაძრები... კატმანდუ - ერთ-ერთი ცენტრია ინდუიზმის. ამ ქალაქს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ქალაქიდან 200 კილომეტრში მდებარეობს ევერესტი... თუმცა მთასვლელობის გარდა შეგიძლიათ უამრავი სხვა გასართობით დაკავდეთ.

სავარაუდო ფასები:

წყალი 1.5 ლ. – 0.32 ცენტი

სადილი კაფეში ერთ ადამიანზე - 1.76 დოლარი

ბენზინი 1 ლ. – 0.99 დოლარი

ერთ ოთახიანი ბინა, ერთი თვე - 89 დოლარი

11 საკურორტო ქალაქი, სადაც  ცხოვრება ყველაზე იაფია



<a href="adme.ru">adme.ru</a>