რომელია ყველაზე მარტივი და ეფექტური წონაში დაკლების საშუალება? - 14 შემოწმებული მეთოდი
- 19.07.2017
1. ცივი წყლის დალევა ჭამამდე
ხერხი: ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა დალიოთ 1 ჭიქა ცივი წყალი. წყალი იკავებს ადგილს. შედეგად ჩნდება დანაყრების შეგრძნება, რაც ზომიერად ჭამაში ხელს შეგიწყობთ.
შედეგი: მხოლოდ 10 წუთით ხერხდება კუჭის მოტყუება, ამის შემდეგ შიმშილი ბრუნდება და ისევ მიიღებთ ჩვეულებრივზე მეტ საკვებს.
დასკვნა: არ მუშაობს
2. არომათერაპია
ხერხი: საჭმლის მომზადების დროს მადა ქვეითდება ან სულ ქრება. ეს იმიტომ ხდება, რომ სუნი ატყუებს ჩვენს ტვინს და აგზავნის დანაყრების სიგნალს. არომათერაპევტები გვირჩევენ დიეტის დროს შევიყნოსოთ ვაშლის, პიტნის ან ვანილის სურნელი.
შედეგი: არომატული ზეთის გაჯერებული სურნელისგან მადა ნამდვილად იკარგება, მაგრამ ცოტა ხნით. ნახევარი საათის შემდეგ ისევ დაგტანჯავთ შიმშილის გრძნობა.
დასკვნა: მუშაობს, მაგრამ ცოტა ხნით.
3. კბილების გახეხვა დესერტის მაგივრად
ხერხი: როგორც კი ვიგრძნობთ მენთოლს, ჩვენი ტვინი იღებს სიგნალს, რომ საკვების მიღება დამთავრებულია. ეს გეხმარებათ გააკონტროლოთ მადა.
შედეგი: როგორც უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეა. მაშინაც კი, როცა ცოტათი იგრძენით შიმშილი, უახლოესი 2 საათი სულ არ მოგინდებათ ჭამა.
დასკვნა: მუშაობს.
4. საკვების მიღება ფეხზე დგომით
ხერხი: როდესაც ადამიანი დგას და ისე ჭამს, მეტი კალორიები იხარჯება, ვიდრე მჯდომიარე მდგომარეობაში. თქვენ უფრო სწრაფად ნაყრდებით და ნაკლებს ჭამთ.
შედეგი: ნამდვილად ჩვეულებრივზე ნაკლებს შეჭამთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მალე დანაყრდით, არამედ იმიტომ რომ დაგღალათ თეფშით ხელში დგომამ.
დასკვნა: მუშაობს, მაგრამ არა ისე, როგორც გვარწმუნებენ.
5. კოვზის ან ჩანგლის დაჭერა მარცხენა ხელით
ხერხი: ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ როცა ვიღებთ საკვებს მარცხენა ხელით, მადა ქვეითდება და ნაკლებს ვჭამთ.
შედეგი: გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უმრავლესობა მარცხენა ხელითაც მშვენივრად მიირთმევს საჭმელს.
დასკვნა: არ მუშაობს.
6. ცივი ფერის ჭურჭელი სამზარეულოში
ხერხი: ზედმეტი წონის მფლობელებს დიეტოლოგები ურჩევენ გამოიყენონ ცივი ფერის ჭურჭელი. საქმე იმაშია, რომ ლურჯი, ცისფერი და მომწვანო ფერები მადას აკრგინებს და ამშვიდებს ფსიქიკას.
შედეგი: გასაკვირია, მაგრამ ცივი ფერის გარემოცვაში მადა მართლაც არ შეგაწუხებთ, თანაც განსაკუთრებით თუ ეს თქვენი ყველაზე საყვარელი კერძი არ არის.
დასკვნა: მუშაობს.
7. ვახშამი ჩაბნელებულ ოთახში
ხერხი: კიდევ ერთი დიეტა, რომელიც პოპულარულია ევროპაში. დაბნელებულ ოთახში ჭამის დროს ჩვენ ვერ ვხედავთ რამდენი საჭმელი დარჩა თეფშზე, და ვჭამთ იმდენს, რამდენიც საჭიროა.
შედეგი: საერთოდ ნახევრადბნელ ოთახში ჭამა ქმნის რაღაც დღესასწაულის შეგრძნებას. საკვების ჩვეული მიღება იქცევა ნამდვილ რიტუალად. როცა ტკბებით ამ გარემოთი, უფრო ნელა ჭამთ და მალე ნაყრდებით.
დასკვნა: მუშაობს, მაგრამ არა ისე, როგორც გვარწმუნებენ.
8. ერთნაირი საუზმე კალორიების (ან წონის) მიხედვით
ხერხი: წონითა და კალორიულობით დაახლოებით ერთნაირი საუზმე შეიძლება განსხვავდებოდეს მონელების დროის მიხედვით. ხანდახან უმჯობესია დილით ერბოკვერცხი ჭამოთ, ვიდრე ფაფა. ეს დაგეხმარებათ სადილამდე თავი შეიკავოთ ზედმეტი წახემსებისგან.
შედეგი: დილის შვრიის ფაფა ძალიან მალე გადამუშავდება და ერთ საათში უკვე შიმშილს იგრძნობთ. ერბოკვერცხმა კი სადილამდე გაგაძლებინებთ. შესაძლებელია იმიტომ, რომ უფრო ცხიმიანია.
დასკვნა: უმჯობესია საუზმეზე ჭამოთ ერბოკვერცხი, ვიდრე შვრიის ფაფა.
9. მაგიდას მიუჯდეთ გამოსასვლელი ტანსაცმლით
ხერხი: სუფრასთან გამოსასვლელი ტანსაცმლით ყოფნა გვაიძულებს ქვეცნობიერად თავი გვეჭიროს უფრო ოფიციალურად. ამიტომ ვჭამთ ნელა და საგულდაგულოდ ვღეჭავთ.
შედეგი: მართალია, გამოსასვლელ კაბაში მუდმივად ფიქრობ როგორმე არ დასვარო ის. გარდა ამისა, მუდმივად ცდილობ სწორად იჯდე და ფრთხილად ჭამო. შედეგად ცოტას ჭამთ და სრულიად ნაყრდებით.
დასკვნა: მშვენივრად მუშაობს.
10. როცა მოგშივდებათ, მიირთვათ მწარე შოკოლადის 2-3 ნატეხი
ხერხი: მცირე რაოდენობის შავი შოკოლადი მოგმატებთ ენერგიას, მოათვინიერებს მადას და არ ავნებს თქვენს ფიგურას.
შედეგი: ამ ხერხით უამრავი სარგებლობს წარმატებით. შავი შოკოლადის (არა ნაკლებ 70 %) რამდენიმე ნატეხი აქვეითებს მადას და გაკარგვინებთ ჭამის სურვილს.
დასკვნა: მუშაობს.
11. წერტილოვანი მასაჟი
ხერხი: აკუპუნქტურის მიხედვით, მადის დასახშობი ერთ-ერთი მთავარი წერტილი მდებარეობს ზედა ტუჩისა და ცხვირის შორის. მოათავსეთ საჩვენებელი თითი ზედა ტუჩის ოდნავ ზევით და მსუბუქი დაწოლით დაამასაჟეთ წერტილი რამდენიმე წუთის განმავლობაში - ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მადა.
შედეგი: მართალია, წერტილოვანი მასაჟი უძველესი და მოქმედი მეთოდიკაა, მაგრამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით არავითარ გავლენას არ ახდენს მადის დაქვეითებაზე.
დასკვნა: არ მუშაობს.
12. ნაწილობრივი კვება
ხერხი: დიეტოლოგები გვირჩევენ გაყოთ საკვები თეფშზე ორ ნაწილად. ერთი მივიღოთ ახლა, მეორე კი მოგვიანებით, ამასთანავე შევამციროთ საკვების კალორიულობა საღამოსკენ. მაგალითად, დილით მივიღოთ უფრო ცხიმიანი საკვები შედარებით დიდი რაოდენობით, ვიდრე საღამოს. რადგან ზედმეტი ენერგია იხარჯება დღის განმავლობაში.
შედეგი: დიახ, დაიკლო ღვეზელების ჭამით - სისულელეა, მაგრამ მთავარია არ მიიღოთ დღის განმავლობაში ზედმეტი საკვები.
დასკვნა: შესანიშნავად მუშაობს.
13. დაღეჭოთ ყველაფერი 40-ჯერ
ხერხი: რაც უფრო დიდხანს ვღეჭავთ საკვებს, მით უფრო მეტი დრო აქვს ტვინს დაიჭიროს სიგნალი, რომ ორგანიზმი დანაყრებულია. დიეტოლოგები თვლიან, რომ 40 - საღეჭი მოძრაობის ოპტიმალური რაოდენობაა.
შედეგი: რა თქმა უნდა, 40-ჯერ ღეჭვა არავის გამოუვა, იმიტომ რომ პირში დასაღეჭი უკვე აღარაფერი იქნება, მაგრამ ამავე დროს საკვებიც ნაკლები იჭმევა.
დასკვნა: ნაწილობრივ მუშაობს.
14. პატარა თეფში
ხერხი: ითვლება, რომ ეს ეფექტური ხერხია წონის დასაკლებად. ფოკუსი იმაშია, რომ ადამიანი დებს თეფშზე საკვებს კერძის რაოდენობიდან გამომდინარე, ამიტომ რაც ნაკლები იქნება თეფშის ზომა, მით უფრო ნაკლები აღმოჩნდება მასზე საკვები.
შედეგი: ერთი და იგივე რაოდენობის საკვები სხვადასხვა თეფშზე გამოიყურება სრულიად განსხვავებულად. დიდი თეფშის შემთხვევაში გგონიათ, რომ ჩიტივით ჭამთ სალათის ამ პატარა ულუფას, პატარა თეფშის კი - უზარმაზარი ულუფის წინაშე სპილოდ გრძნობთ თავს.
დასკვნა: მუშაობს.
თემები: დიეტა, საკვები, წონაში დაკლება
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>