რა უნდა გააკეთოთ გაღვიძებიდან პირველი 20 წუთის განმავლობაში იმისთვის, რომ დღე წარმატებული იყოს
- 20.07.2017
დილა ყველასთვის რუტინულია - ვდგებით, ვიღებთ აბაზანას, ვსაუზმობთ და ა.შ. მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც გაღვიძებიდან პირველი 20 წუთის განმავლობაში თუ გავაკეთებთ, პოზიტიურ განწყობაზე დავდგებით და დღეც წარმატებულად ჩაივლის.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქვეცნობიერი გონებაადამიანის გაღვიძების დროსაა ყველაზე აქტიური, ამიტომაც ამ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ტვინი რომ გამოიყენოთ ის პოზიტიური ფიქრებისა და აზროვნებისთვის მთელი დღის განმავლობაში.
ამისთვის 6 მარტივი რამ უნდა გააკეთოთ გაღვიძებიდან პირველი 20 წუთის განმავლობაში.
1. არასოდეს გათიშოთ მაღვიძარა და არ განაგრძოთ ძილი - თუ ასე მოიქცევით, თქვენი ტვინის მუშაობის პროცესი დაყოვნდება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ საქმე ერთი დღით გადადოთ. ტვინის მუშაობაზე აღნიშნული უარყოფითად აისახება.
2. აალაგეთ საწოლი - ოთახი უნდა იყოს სუფთა და დალაგებული. როცა დილით დგებით და საკუთარ ოთახს ალაგებთ, შემდეგ კი ოთახს მოწესრიგებულს ხედავთ, ამას ტვინი სასიამოვნოდ და პატარა გამარჯვებად აღიქვამს. გამარჯვების განცდა გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და თქვენს საქმიანობაზე პოზიტიურად აისახება.
3. წარმოიდგინეთ მომავალი - აუცილებლად წარმოიდგინეთ მომავალი ცხოვრება. რა იქნება მომდევნო 5 წელიწადში, როდის მიაღწევთ მიზანს და როდის გექნებათ საკუთარიბიზნესი? როგორი იქნება სასიყვარულო ურთიერთობა, იქნებით თუ არა დაქორწინებული და ა.შ. კონცენტრირება მოახდინეთ მომავალზე, შეეხეთ თქვენს ქვეცნობიერს. ეს გონებაზე, ტვინზე კარგად აისახება. ტვინი იწყებს მუშაობას, ფიქრს, როგორ უნდა განახორციელოთ წარმოსახული.
4. უყურეთ მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეოს - როცა ადამიანი მოტივირებულია, მას წინ ვერაფერი აღუდგება. დიდ მიზნამდე მიღწევა არასოდესაა მარტივი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოტივაციის ასამაღლებელი ვიდეო ნამდვილად დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებაზე და მას შემდეგ, რაც თქვენს მომავალს წარმოიდგენთ, აუცილებლად ნახეთ ასეთი ვიდეო.
5. გაიმეორეთ ხმამაღლა საკუთარი სურვილები - მარტივწინადადებას, მაგალითად როგორიცაა - „მე ამ დღეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღედ ვაქცევ“, შეუძლია უდიდესი გავლენა იქონიოს. ასე ხელმძღვანელობდა სტოვ ჯობსი. პირველ რიგში,შეადგინეთ სია მსგავსი წინადადებების და შემდეგ ყოველ დილით გაიმეორეთ ხმამაღლა.
6. აწარმოეთ დღიური - დღიური ბევრი სხვადასხვა ტიპის ჩანაწერებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეგიძლიათ ჩაწეროთ თუნდაც პოზიტიური წინადადებები, თქვენი სურვილები, დღის გეგმა, რომელიც შეგახსენებთ, რა უნდა გააკეთოთ.
თემები: ბედნიერი, დილა, გაღვიძება, დღე
<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია