4 რამ, რაც ყველა დასაქმებულმა უნდა გაითვალისწინოს - ნუ შესწირავთ საკუთარ თავს კარიერას
- 20.07.2017
კარიერა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ეს გულისხმობს იმას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოასწროთ, ყველაფრისთვის გამონახოთ დრო - სამსახურისთვის, ოჯახისთვის, გართობისთვის დაა.შ. სხვაგვარად ბედნიერი ვერ იქნებით.
სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დროის გადანაწილებას და ბევრ რამეს სწირავს სამსახურს, რის გამოც ისინი დეპრესიაში არიან.
ამიტომ, გთავაზობთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ნებისმიერმა დასაქმებულმა ადმიანმა უნდა გაითვალისწინოს.
1. ჯანმრთელობა - ჩეულებრივ იწყება პატარა და თითქოს უვნებელი ჩვევებით - არ იკვებებით სათანადოდ, კონცენტრირებული ხარ დედლაინებზე და ჭამისთვის დროს ვერ პოულობთ, საათების განმავლობაში სხედხართ მაგიდასთან, კომპიუტერთან, მოხრილი მხრებით.
ასე აგრძელებთ გვიანობამდე და დილით ადრე დგებით. არ გძინავთ სათანადოდ, გძინავთ ნორმაზე, რვა საათზე გაცილებით ცოტა. არ გრჩებათ დრო მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის.
გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანი სამუშაოა, ყოველთვის უნდა დაგეგმოთ ისე, რომ დრო გქონდეთ ჭამისთვისაც, მუშაობისთვისაც და პირადი ცხოვრებისთისაც.
2. უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია - თუ ბევრს მოგზაურობთ, ან თუ ხშირად გიწევთ გადაადგილება ქალაქში, ან ღამის ცვლაში მუშაობთ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა კომპანიამ იზრუნოს თქვენს უსაფრთხოებაზე. საფრთხე ყოველთვის არსებობს. ასევე უნდა გაგიწიონ დამსაქმებლებმა სადაზღვევო და სატრანსპორტო ანაზღაურება. არის ბევრი კომპანია, რომელიც ამ ხარჯებს არ ანაზღაურებს.
გაითვალისწინეთ, რომ საფრთხე არა მხოლოდ ოფისის გარეთ, არამედ ოფისშიც არის. ძალიან ბევრი ისტორია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროებენ სექსუალურად თანამშრომლებს და შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც აღმოჩნდეთ. აუცილებლად უთხარით კადრების მართვის სამსახურს ყოველი ასეთი ინციდენტის შესახებ და იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად.
3. ფინანსები - ხშირად ხდება, რომ ანაზღაურება, ხელფასი იგვიანებს და ამას უფროსები ნორმად თვლიან. თუმცა წარმოუდგენელია ხელფასის გარეშე დიდხანს გაძლოთ, ელემეტარულად საკვები და გადაადგილებისთვის ფული გჭირდებათ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, არ უნდა შეეგუოთ მსგავს დამოკიდებულებას.
4. გაითვალისწინეთ საკუთარი ღირებულებები - როცა ბოსი, ან კოლეგა გთხოვთ, რომ მოიტყუოთ, ან არ თქვათ სიმართლე კლიენტებთან, თქვენ ძალიან რთულ სიატუაციაში ხვდებით.ეს ნიშნავს, კომპანია პატივს უნდა სცემდეს დასაქმებულებს და მსგავს რამეს არ უნდა აიძულებდეს.
ნუ დაკარგავთ დროს და ძალისხმევას იმ საქმისთვის, რომელიც არ მოგწონთ. ყოველთვის იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე და ნუ გააკეთებთ იმას,რაც არ მოგწონთ, რაც გაწუხებთ და თქვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია