LIFE

15 რჩევა - როგორ მოძებნოთ საკუთარ თავში სიმამაცე იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ

15 რჩევა - როგორ მოძებნოთ საკუთარ თავში სიმამაცე იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ

თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია დაძლიო შიში და გახდე მამაცი. ბედნიერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვცხოვრობთ ხმაშეწყობილად ჩვენ ნამდვილ „მესთან“, ნამდვილობა კი ითხოვს სიმამაცეს.

მოახდინეთ კონცენტრაცია საკუთარ გონებაზე/სხეულზე რამდენიმე ღრმა შესუნთქვის, იოგისა ან მედიტაციის დახმარებით და გაიმეორეთ შემდეგი წინადადებები, რათა გააძლიეროთ საკუთარი სიმამაცე:

1. ჩემი შინაგანი ძალა მეკუთვნის მხოლოდ მე, და უარს ვამბობ მივცე სხვას.

2. მე ღიად და სიამოვნებით ვუზიარებ ნიჭს, რომლითაც დამაჯილდოვა ბუნებამ. მე უარს ვამბობ შევამცირო რომელიმე საკუთარი თვისებები იმის გამო, რომ სხვებისთვის იყოს მოხერხებული.

3. ჩემი შინაგანი ძალა ანათებს გარშემო ყველაფერს.

4. მე ვიყენებ საკუთარ ხმას იმისათვის, რომ ვისაუბრო გულწრფელად და პირდაპირ, გულითა და გონებით.

5. მე მიყვარს საკუთარი თავი და ამიტომ ყოველთვის ვამბობ რა მინდა, რა მჭირდება, რისი იმედი მაქვს და რაზე ვოცნებობ.

6. მე მჯერა, რომ გადავიტან და გადავლახავ ნებისმიერ გასაჭირს და არ მივეცემი დარდს წარუმატებლობის ან უარის შიშის გამო.

7. მე გამოვხატავ სიყვარულს ღიად და თავისუფლად, სიხარულითა და თავისუფლად.

8. ჩემი სექსუალურობა ყვავის, მე გამოვხატავ ჩემ გრძნობებს გულწრფელად, სიყვარულით საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

15 რჩევა - როგორ მოძებნოთ საკუთარ თავში სიმამაცე იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ

9. მე ვთავისუფლდები ნიღბებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ ვატარებ, და ღიად ვუზიარებ საკუთარ ნამდვილ „მეს“ გარშემომყოფებს.

10. მე ვადგენ ჯანმრთელ საზღვრებს ურთიერთობებში და შემიძლია ვთქვა „არა“, თუ ეს საჭირო გახდა.

11. მე ვსაუბრობ რთულ რაღაცეებზე, რომლებიც უნდა იყოს გამოთქმული, თუ ისინი აუცილებელია, ნამდვილია და კეთილი.

12. მე აქტიურად ვეძებ სამსახურს, ჰობს და ურთიერთობებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, კვებავენ ჩემს სულს, და ვთავისუფლდები ყველაფრისგან, რაც ბოჭავს ჩემს თავისუფლებას.

13. მე გახსნილი ვარ ახალი გამოცდილებისთვის, მივესალმები ურთიერთობებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც აფართოებენ ჩემ კომფორტის ზონას.

14. მე პრაქტიკაში ვიყენებ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობასა და საკუთარი თავის მიღებას, და სინაზით ვაქარწყლებ ნებისმიერ სირცხვილს, მორცხვობას ან კომპლექსს, თუ ისინი არ მაძლევენ საშუალებას ვიყო საუკეთესო ფორმაში.

15 რჩევა - როგორ მოძებნოთ საკუთარ თავში სიმამაცე იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ

15. მე ვთავისუფლდები შიშის, ურწმუნოებისა და ეჭვების ძალაუფლებისგან. მე ვირჩევ სიყვარულს, რწმენას და სიმამაცეს საკუთარი მეგზურის სახით.

თქვენ იმსახურებთ უკეთეს და უფრო დიდ ცხოვრებას. გამოიყენეთ საკუთარი შინაგანი ძალა და შეაღწიეთ უფრო მაღალი წესის რეზერვებში, დაიწყეთ ეს ცხოვრება დღეს.