მშობლები

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს არ აქვს მოთმინების, მოცდის უნარი და ბავშვებისთვის ეს კიდევ უფრო რთულია.

საბედნიეროდ, არსებობს მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ პატარებს მოთმინების უნარი გამოუმუშაოთ.

გთავაზობთ 5 მეთოდს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია.

1. დროის ვიზუალიზება - ბავშვები აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას იწყებენ დაახლოებით 9 წლიდან. მათთვის რთულია განსხვავება 15 წუთსა და 45 წუთს შორის. დროის ვიზუალიზება კი ეხმარებათ წარმოსახვაში.

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

შეცდომაა თუ იტყვით - „ჩვენ მივდივართ ერთ საათში“, „10 წუთი გაქვს რომ სათამაშოები მიალაგო“. სწორია - „მამა სახლში დაბრუნდება, როცა მზე სახურავს მიეფარება“. ასე ბავშვი უფრო მარტივად მიხვდება დაახლოებით რა დრო უნდა მოიცადოს და დალოდების პროცესიც არ იქნება მისთვის რთული.

2. ასწავლეთ შვილს თამაში, რომელსაც მარტო ითამაშებს - ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის მარტო თამაში. ერთი მიზეზი კი ისაა, რომ შეეძლება გაართოს საკუთარი თავი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. განსაკუთრებულ სათამაშოებს, ან განსაკუთრებულ მომზადებას.

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

ცუდი თამაშები - ვიდეოთამაშები, სმარტოფენების, ან ტაბლეტების თამაშები. ის ხელს ულის ბავშვის აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებას. კარგი სათამაშოა სხვადასხვა თავსატეხები, როლური თამაშები.

ძალიან ბევრი გზაა იმისა, რომ ასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში და შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს - როცა ის მოცდის რეჟიმშია თავს სწორედ ამ თამაშებით გაირთობს.

3. თამაში საჯარო ადგილებში - ყოველთვის ბეზრდებათ ბავშვებს ავტობუსის ლოდინი, ან დედის დალოდება სანამ ის ტანსაცმელს ყიდულობს. არსებობს მშვენიერი გზა მისი ყურადღების გადასატანად.

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

თამაში: ორი მონაწილე იტყვის რაიმის მახასიათებელს და ეძებს ამ მახასიათებელს გარშემო იმ საგნებში, რომლებსაც ხედავს (ეს შეიძლება იყოს ფერი, გარშემოწერილობა, პირველი ასო, სახელი). იმარჯვებს ის, ვინც პირველი იპოვის რომელიმე მახასიათებლის მატარებელ რაიმეს გარშემო. ლოდინი არავისთვის აღარაა ასეთ დროს დამღლელი. ეს არის თამაში, რომლითაც ხშირად დიდებიც ხალისობენ.

4. მარტივი გზა იმისთვის, რომ არ ჩაერიონ უფროსების საუბარში - ელისონ ჰენდრიქსი, ბლოგერი და ორი შვილის დედა თავის გამოცდილებას სხვა მშობლებსაც უზიარებს. 

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

ის ამბობს, რომ როცა ბავშვს სურს, რაღაც უთხრას მშობელს, რომელიც ვიღაცას ესაუბრება, ისინი როგორც წესი მშობლებს მხრებზე, ხელებზე ექაჩებიან. თუ მშობელი მას პასუხის ნიშნად ხელს მოჰკიდებს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ესმის და უპასუხებს რაც შეიძლება მალე. ასე ბავშვითვლის, რომ მას ყურადღებას აქცევენ და არ უგულებელყოფენ, ჩერდება და იცდის მშვიდად, როდის უპასუხებს დედა.

5. ასწავლეთ, როგორ დაელოდოს დიდ წვეულებებს - დაბადების დღეს, ახალ წელს - ბაშვებისთვის რთულია მოიცადონ ახალ წლამდე, ერთი სული აქვთ როდის მოვა დაბადების დღე. 

როგორ უნდა ასწავლოთ შვილს დალოდება და გამოუმუშაოთ მოთმინების უნარი? - 5 მარტივი რჩევა მშობლებს

ყოველი დღე აღნიშნეთ ღია ბარათებით, ტკბილეულით, რაიმე მცირე საჩუქრებით. ამით ბავშვები ბედნიერები იქნებიან და დაბადების დღის მოლოდინიც აღარ შეაწუხებთ ძალიან მძაფრად.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>