სტილი

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

1. ზედმეტად ბევრი შავი

შავი ფერი ტანსაცმელში შეიძლება იყოს ძალიან ელეგანტური, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შავ ფერს ასევე შეუძლია დაგაბეროთ. და თუ თქვენ არ ხართ 16 წლის და მითუმეტეს 32-ის, აუცილებლად უნდა დაამატოთ შავს მკვეთრი ფერის აქსესუარები. იმიტომ რომ ასაკთან ჩვენი კანი ხდება უფრო ფერმკრთალი და კარგავს სიმკვრივეს.

იგივე ეხება შავი ფერის თმას. შავი ფერი არ გამოდგება იმისთვის, რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად. შეიღებეთ თმა ყავისფერის თბილ ტონალობებში, ოდნავ ღია ან ოდნავ მუქი - ვისაც როგორ მოსწონს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა,არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ ატაროთ შავი. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ გააფორმოთ მკვეთრი ფერის შარფით ან ყელსაბამით.

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

2. ზედმეტად დიდი მოცულობის ტანსაცმელი

ნუ ეცდებით დამალოთ ფიგურის ნაკლოვანებები უფორმო განიერ ტანსაცმელში. ასეთი სტილი გაიძულებთ გამოჩნდეთ მოცულობით უფრო დიდი, ვიდრე სინამდვილეში ხართ. თქვენი ზომის ტანსაცმლის შეძენა - აი, რა უნდა იყოს თქვენი რკინის წესი მაღაზიაში ტანსაცმლის არჩევის დროს. უბრალოდ მონახეთ სტილი, რომელიც აუმჯობესებს თქვენს ფიგურას.

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

3. ზედმეტად გრძელი ქვედაბოლოები

თქვენ არ უნდა დაივიწყოთ მოკლე ქვედაბოლოები მხოლოდ იმიტომ, რომ წლები გემატებათ. თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, რატომ უნდა დამალოთ? საშუალო სიგრძის ქვედაბოლოები კი უხდებათ მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს, ასაკში შესულ ქალებს კი შეიძლება ვიზუალურად მოუმატონ წლები. აირჩიეთ ქვედაბოლოები მუხლამდე, მუხლს ოდნავ ზემოთ ან ოდნავ ქვემოთ. ნახავთ, რამდენად უკეთესი იქნება ეს!

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

4. სათვალის შეუფერებელი ჩარჩო

თუ ატარებთ სათვალეს, განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ჩარჩო, ისე, რომ უხდებოდეს თქვენი სახის ფორმას. ჯერ ჟურნალებში ჩაიხედეთ და გაიგეთ რა არის დღეს მოდაში, მერე კი მოდური ასორტიმენტიდან აარჩიეთ ის, რაც ყველაზე ძალიან გიხდებათ.

შეიარეთ ოპტიკის სალონში და საგულდაგულოდ მოსინჯეთ სხვადასხვა ჩარჩო. არასწორი და არამოდური ჩარჩო მაშინვე მოგიმატებთ რამდენიმე წელს. სათვალე - ის აქსესუარია, რომელსაც ატარებთ მუდმივად და ხანგრძლივი დროის მანძილზე.

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

5. არასწორი პარტნიორი შოპინგში

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ის ადამიანი, ვისთანაც ერთად დადიხართ მაღაზიებში ტანსაცმლის საყიდლად, - ეს პრაქტიკულად ნახევარი წარმატებაა. კომპანიონის არჩევას მიუდექით ბრძნულად. თქვენ გჭირდებათ ის, ვინც გეტყვით სიმართლეს და ვის აზრს შეიძლება დაეყრდნოთ. ამასთან ერთად მას უნდა გააჩნდეს კარგი გემოვნებაც.

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

6. მოერიდეთ ფეხსაცმელს პლატფორმაზე

პლატფორმა არასოდეს არ გადადის მოდიდან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოგიხდებათ, რადგან მოდურია. თუ არ ხართ ახალგაზრდა და თქვენ ფეხებს მიდრეკილება აქვს შეშუპებისკენ, ასეთ ფეხსაცმელს შეუძლია გახადოს თქვენი ფეხები უფრო მსხვილი. აირჩიეთ ელეგანტური ფეხსაცმელი საშუალო ქუსლზე, - და თქვენ ნახავთ, რამდენად უკეთესად გამოიყურება ეს.

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას

7. შარფები

თუ გგონიათ, რომ აბრეშუმის შარფი ყელზე წარმოადგენს შესანიშნავ აქსესუარს ნებისმიერ კოსტიუმთან, შეგახსენებთ, რომ ახლა 60-იანი წლები არ არის, თქვენ კი - სტიუარდესა არ ხართ. ამის მაგივრად უკეთესი იქნება თუ შეაბამთ შარფს ჩანთას. 

სტილის 7 შეცდომა, რომლებიც გმატებენ ასაკსა და წონას



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>