LIFE

დაივიწყეთ გარეგნობა - ერთი რამ, რაც ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

დაივიწყეთ გარეგნობა - ერთი რამ, რაც ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება არ არის მარტივი, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როცა უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

გარეგნობა, სამსახური, ერთმანეთისადმი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ერთი და მთავარი რამ მყარი ურთიერთობისთვის, რომლის დანახვაც არც ისე მარტივია.

ყველა ჩვენგანი არაერთ ქორწილში ვყოფილვართ და ბევრი რამ მოგვისმენია იმის შესახებ თუ რა არის და როგორია სრულყოფილი წყვილი. როგორ უხდებიან ერთმანეთს, როგორი მოსიყვარულეები არიან და ა.შ.

ფსიქოლოგი ალექსანდრა სოლომონი ამბობს, რომ ურთიერთობაში მთავარია ერთი რამ - წყვილებს შეეძლოთ, კომპეტენტურად გაუმკლავდნენ ყველა სირთულეს, მოაგვარონ ყველა კონფლიქტი ისე, რომ არ დაკარგონ წონასწორობა.

დაივიწყეთ გარეგნობა - ერთი რამ, რაც ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ურთიერთობას გრძელვადიანი წარმატებისთვის სჭირდება.

როგორც ფსიქოლოგი თავის წიგნში “Loving Bravely” წერს, თუ ადამიანს თვითშეცნობის უნარი არ აქვს და განიცდის ემოციური ინტელექტის ნაკლებობას, ის ვერ შეძლებს სირთულეებთან კომპეტენტურ ბრძოლას. სოლომონი იქვე განმარტავს, რომ თვითშეცნობა, ეს არის უნარი საკუთარი თავისადმი გქონდეს ცნობისმოყვარე პოზიცია.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უყურებს გვერდიდან, მას უჩნდება შესაძლებლობა დაინახოს უარყოფითი მხარეები, ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რა სჭირდება განვითარებისთვის. ფიქრობს სამსახურზე, შემოსავალზე, გარეგნობაზე, ყველაფერზე ერთდროულად. იდეალურია პარტნიორი, რომელსაც ყველა ეს თვისება აქვს და არა რომელიმე ცალკე, კონკრეტული.

რთულია, გაზომო ვინმეს თვითშეცნობის ხარისხი განსაკუთრებით ურთიერთობის პირველ დღეებში. მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ პიროვნება ეჩხუბება მიმტანს, რომელმაც მას მიუტანა ცუდი სასმელი, უყვირის მძღოლს, რომელმაც გზა გადაუჭრა, ეს არ არის კარგი სიგნალი.

დაივიწყეთ გარეგნობა - ერთი რამ, რაც ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

სოლომონი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ საუბრობს ადამიანი თავის წარსულ ურთიერთობაზე. “ცუდი ნიშანია, როცა ადამიანები, წარსულ სიყვარულზე ცუდად საუბრობენ, ადანაშაულებენ ყოფილებს, ისინი თავს მსხვერპლად წარმოგვიჩენენ“, - წერს ფიქოლოგი.

სოლომონი გირჩევთ, რომ როცა ურთიერთობაში ხართ, პირველ რიგში დააკვირდით ადამიანს და შეისწავლეთ, როგორ უმკლავდება ის კონფლიქტებს. თუ რთული პერიოდის დროს სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია და აუღელვებლად აგვარებს კონფლიქტებს, იდეალური პარტნიორი გიპოვნიათ.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>