LIFE

რატომ ღალატობენ ქალები კაცებს? - ურთიერთობის ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ასახელებენ

რატომ ღალატობენ ქალები კაცებს? - ურთიერთობის ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ასახელებენ

რა თქმა უნდა, კარგია როცა ადამიანს ფულის დაზოგვა შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ძუნწები ვხდებით. ურთიერთობის ექსპერტები ამბობენ, რომ სიძუნწე ურთიერთობაში პრობლემების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

უფრო მეტიც, კვლევის თანახმად ქალების უმეტესობის მხრიდან ღალატის მიზეზი პარტნიორისაგან გამოჩენელი ზედმეტი ხელმომჭირნეობაა.

თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ ყვავილებს თუ გიყიდით ეს ფულის ტყუილად გადაყრა იქნება? თქვენთვის ფული ენანება? - ეს ცუდი ნიშანია - დიდია შანსი, რომ ის წუწურაქი მამაკაცების რიცხვს განეკუთვნება.

რატომ ღალატობენ ქალები კაცებს? - ურთიერთობის ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ასახელებენ

თქვენ მარტო არ ხართ. მსგავს სიტუაციაშია ბევრი ქალია. კვლევის თანახმად, ქალების 74% მიიჩნევს, რომ მათი პარტნიორი ძალიან ძუნწია.

კვლევაში მონაწილეობა 5 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო. მათი უმეტესობა ამბობს, რომ პარტნიორები არ ჩუქნიან საჩუქრებს, არ ეპატიჟებიან რესტორანში სხვადასხვა დღესასწაულებზე, არც სამოგზაუროდ და ამ ყველაფრის საბაბად სხვადასხვა არგუმენტს იშველიებენ.

ქალები კი თვლიან, რომ ერთადერთი რის გამოც ისინი ასე იქცევიან, სიძუნწეა, კაცებს უბრალოდ ფული ენანებათ.

რატომ ღალატობენ ქალები კაცებს? - ურთიერთობის ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ასახელებენ

კვლევაში ჩართული ქალების ნაწილმა აღიარა, რომ მათი მხრიდან ღალატის მიზეზი სწორედ მსგავსი დამოკიდებულება ხდება.

როგორც გაირკვა, ქალების უმეტესობა პარტნიორისგან ძვირადღირებულ საჩუქრებს სულაც არ ითხოვდა, მათ უბრალოდ ყურადღება სურდათ.

კვლევაში ჩართულთა 29% ამბობს, რომ პარტნიორებს არ ადარდებთ მათი გრძნობები და ამიტომ არ სურთ ფულის დახარჯვა. ქალების 26% კი ამბობს, რომ საჩუქრებისა და ყურადღების ნაკლებობა ურთიერთობაში ვნებას კლავს.

ყურადღების ნაკლებობა და ვნების დეფიციტი კი, ქალს ახალი ურთიერთობის დაწყებისკენ უბიძგებს.

ღალატის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ურთიერთობების ექსპერტები სწორედ სიძუნწეს ასახელებენ. ძუნწი მამაკაცის გვერდით ქალი თავს უმნიშვნელოდ გრძნობს, მას ყურადღება აკლია. ურთიერთობა, სადაც პარტნიორები ერთმანეთის მიმართ ყურადღებას არ იჩენენ, განწირულია. 



<a href="http://www.independent.co.uk">http://www.independent.co.uk</a>