LIFE

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

ტურისტებს უმეტეს ქვეყანაში არც ისე კარგი რეპუტაცია აქვთ. მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნების ნახვა და კულტურის გაცნობა შესანიშნავია, მაგრამ სამწუხაროდ, ტურისტთა ნაწილს ავიწყდება, რომ პატივისცემით მოექცნენ იმ კულტურას, რომლის მოსანახულებლადაც არიან ამა, თუ იმ ქვეყანაში, გაითვალისწინონ მასპინძელი ხალხის ინტერესები და მათი წესები.

„ინსაიდერმა“ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა კითხვით - რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ტურისტებისგან? - გთავაზობთ მათ პასუხებს:

1. ინდოეთი - ინდოეთის მკვიდრი სიდრა აგარვალი ამბობს, რომ ის ვერ იტანს იმ ტურისტებს, რომლებიც ჩადიან ინდოეთში და მიდიან იოგაზე და იწყებენ ვარჯიშს დასავლეთიდან ასევე ტურისტებად ჩამოსულ გურუებთან.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

ის ამბობს, რომ დასავლეთიდან ინდოეთში ჩასული გურუები უმეტესწილად გაუნათლებლები არიან. „ამ ადამიანებმა მედიტაციისა და იოგის შესახებ არაფერი იციან და იოგა მათთვის არის ბიზნესი და არა შინაგანი სიმშვიდის მოპოვების გზა. ძალიან გამაღიზიანებელია, როცა უცხოელები ინდოეთში შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად ჩამოდიან და ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ისინი დასავლეთიდან ჩამოსულ გურუებთან მიდიან, რომლებიც ეუბნებიან, რომ უნდა ჩაიცვან ინდოეთის ნაციონალური სამოსი, ჰქონდეთ საჯარო სექსი და მიიღონ ნარკოტიკები“.

2. იტალია - ჯანმარკო პრეტე ამბობს, რომ უცხოელებს ძალიან მოსწონთ ულამაზესი იტალია, მაგრამ ამავდროულად აქ ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი რაც მოუნდებათ. „მე გეტყვით ერთ პატარა სიმართლეს; არ შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება, არ შეიძლება ტრივის შადრევანში შხაპის მიღება, არ შეიძლება ქანდაკებებზე ასვლა, ისინი ხომ კანოვას, მიქელანჯელოს, ბერნინის შექმნილია, პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ გენიოსების მიმართ“, - ამბობს ჯანმარკო.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

მას ასევე არ მოსწონს, რომ უცხოელების უმეტესობა ინგლისურად საუბრობს და ვერ იტანს, როცა ისინი ამერიკანიზებულ იტალიურ საჭმელს უკვეთავენ მაგ: ანანასის პიცას, სპაგეტი ხორბლით და ა.შ.

3. ინდონეზია - ნარისვარი ხაინარისა ნურჯამანი ამბობს, რომ მას ხშირად უნახავს თავის ქვეყანაში უცხოელი, რომელიც მათხოვრობს იმისთვის, რომ დაიფინანსოს თავისი მოგზაურობა. „თუ ეს არ არის შემაშფოთებელი, მაშინ რა შეიძლება იყოს?!“

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

4. გერმანია - სარა ფრაიტაგი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს ამბობს, რომ ყველაზე მეტად მაშინ ღიზიანდება, როცა ხედავს ტურისტს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის, ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან „სელფს“ იღებს. „საშინელებაა, როცა ტურისტები ასეთ ადგილებში სახალისო და სასაცილო პოზებს იღებენ და ცდილობენ ჰიტლერს დაემსგავსონ“, - ამბობს სარა.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

5. ტაილანდი - ბელ ბუნიაპორნი, რომელიც ბანგკოკში ცხოვრობს, ამბობს, რომ არ მოსწონს ტურისტები, რომლებიც ფოტოებს სპეციალური ვაქცინით დამშვიდებულ ვეფხვებთან იღებენ. „ამ ფოტოებს შემდეგ სოციალურ ქსელებში თავის მოსაწონებლად იყენებენ. ველური ცხოველების გამოყენება ტურისტების მისაზიდად არ მგონია მიზანშეწონილი და ინექცია, რომელსაც ამ ცხოველებს უკეთებენ რათა ტურისტებისთვის სახიფათონი არ იყონ, ეს უბრალოდ ბარბაროსობაა“.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

6. ნორვეგია - არვე ლოკენი ამბობს, რომ ნორვეგიის მყინვარები და სწრაფი დინების მდინარეები ძალიან სახიფათოა, თუმცა ტურისტები ამას არ ითვალისწინებენ და არ ერიდებიან სახიფათო ზონაში სიარულს, რაც ძალიან ხშირად მძიმე შედეგით სრულდება.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

7. გაერთიანებული სამეფო - საიმონ მილვორდი ამბობს, რომ აღიზიანებს ტურისტები, რომლებიც ძალიან ხმამაღლა საუბრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით პიკი საათებში. „ჩვენ იქ გასართობად არ ვართ, ჩვენ ძალიან დაღლილები ვართ, იმიტომ რომ ვართ ადგილობრივები და სამსახურიდან ვბრუნდებით. ასე რომ, გთხოვთ შეწყვიტეთ ბოლო ხმაზე საუბარი“, - ამბობს საიმონი.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

8. ავსტრალია - ავტრალიელი ელე ლუსია ამბობს, რომ აღიზიანებს უცხოელები, რომლებიც მანქანით არასწორი მიმართულებით მოძრაობენ. კიდევ ერთი ავსტრალიელი რიის ანსა კი, ეთანხმება მას და დასძენს, რომ აღიზიანებს როცა ტურისტები მიუთითებენ, რომ ავსტრალიელები არასწორი მიმართულებით მოძრაობენ. არა ბატონებო, თქვენ მოძრაობთ მცდარი გზით“.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

9. ინდოეთი - ანგად სინი ვერ იგებს, თუ რატომ იღებენ ტურისტები აღფრთოვანებით ფოტოებს ინდოეთის ყველაზე ღარიბულ ადგილებში და მას ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს. ყოველგვარი ნებართვის გარეშე უღებენ ფოტოებს ბავშვებს და აცნობენ დანარჩენ მსოფლიოს რა ღარიბები არიან ისინი. „უამრავი ლამაზი ადგილია ინდოეთში, სადაც ფოტოების გადაღებას შეძლებთ“, - ამბობს სინი.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

10. აშშ - ამერიკელი ელის ვიკერმანი ამბობს, რომ თავხედობაა როცა ტურისტები მიდიან და ამიშებთან ფოტოებს იღებენ. „მათ არ სურთ ფოტოების გადაღება და თუ სტუმრობთ ამიშების ზონას, ნუ გადაიღებთ ფოტოებს სანამ ნებართვას არ მოგცემენ“, - გვირჩევს ის.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

11. ხორვატია - მაჯა ბურაზინი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს გამუდმებით უმეორებენ ხორვატიის ნაციონალურ პარკში ტბებთან ფოტოები არ გადაიღონ, რომ ეს უკიდურესად სახიფათოა, ისინი ამას მაინც აკეთებენ. „ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე გამაღიზიანებელი. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ან დაავადდა ამ ტერიტორიაზე „სელფის“ გადაღების დროს. არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად“, - ამბობს ხორვატიელი მაჯა.

რა აღიზიანებთ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტებისგან ყველაზე მეტად? – „არც ერთი ფოტო არ ღირს სიცოცხლის ფასად...“

საინტერესოა, რას მიიჩნევენ ქართველები ტურისტებისგან ყველაზე გამაღიზიანებლად? - შეგიძლიათ საკუთარი აზრი სტატიის კომენტარებში გამოხატოთ.



<a href="http://www.travelandleisure.com">http://www.travelandleisure.com</a>