LIFE

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

თუ გადავხედავთ სამზარეულოსთვის როგორი ფერები იყო მეოცე საუკუნეში ტრენდული, ეს იმაზე მეტს გვეტყვის, ვიდრე უბრალოდ პოპულარული ფერია. ის გვეუბნება, თუ როგორი კულტურა გვქონდა, როგორ შეიცვალა ჩვენი ღირებულებები, პრიორიტეტები და გემოვნება.

გადავხედოთ მეოცე საუკუნის სამზარეულოს მოდას და ვნახოთ რა შეიცვალა დღემდე.

1. 1920-იანი წლები - ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ელემენტები, ორნამენტები და სხვადასხვა დეტალები. თეთრი ფერი იყო მთავარი ტენდენცია და ქმნიდა ანტიკური სამზარეულოს სურათს.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

2. 1930-იანი წლები - ამ პერიოდში ტენდენციას ინარჩუნებს ანტიკური სტილის სახლი, თუმცა უკვე შეცვლილია ფერთა გამა და სამზარეულო აღარ არის მთლიანად თეთრი. მოდურია ფერადი, ოპტიმისტურ ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულო - მწვანე, ან ყვითელი. 

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

3. 1940-იანი წლები - ეს პერიოდი მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება და ამან გავლენა იქონია სამზარეულოს დიზაინსა და ფერებზე. თუ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უმეტესად წითელი სამზარულო იყო ტრენდული, ამერიკაში ლურჯი და წითელი ფერების კომბინაციით ქმნიდნენ სამზარეულოს ახალ ფერთა გამას.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

4. 1950-იანი წლები - ეს ომის შემდგომი და ოპტიმიზმით სავსე პერიოდია. ამ დროის ტენდენციები გვაჩვენებს, რომ ტრენდული ღია კრემისფერი სამზარეულო ხდება.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

5. 1960-იანი წლები - ამ პერიოდს ამერიკასა და ევროპაში ადამიანის სექსუალური და სულიერი თავისუფლების ეტაპი უკავშირდება, რაც აისახა სამზარეულოს ფერებზეც. ამ პერიოდის სამზარეულო თითქოს გვიჩვენებს მისი მფლობელის ხასიათს. მთლიანად სახლის და ასევე სამზარეულოს დეკორი გახდა უფრო ნათელი. ტრენდული იყო ფირუზისფერი და ფორთოხლისფერი.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

6. 1970-იანი წლები - სამზარეულო კვლავ ფერადია, მაგრამ ამჯერად ჭარბობს მწვანე, ოქროსფერი და ყავისფერი. ტრენდულია ხის ავეჯი.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

7. 1980-იანი წლები - მოდას ისევ ნათელი ფერები უბრუნდება, თუმცა ახლა სამზარეულოში გაცილებით მეტი სანათი გაჩნდა და შესაბამისად, ის უფრო ნათელი გახდა, ვიდრე ოდესმე. 

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

8. 1990-იანი წლები - ამ პერიოდის სამზარეულოში ჭარბობს ღია ყავისფერი და თეთრი. ტრენდულია ხის ავეჯი, ორფეროვანი იატაკი, რომელიც ასევე თეთრ და ყავისფერშია გადაწყვეტილი.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

9. 2000-იანი წლები - ამ დეკადის სამზარეულოს ფერები უფრო ექსტრავაგანტულია და უფრო ბრჭყვიალა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სამზარეულოსა და მისაღები ოთახის კომბინირება და ერთ სივრცეში მოქცევა. 

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

10. 2010-იანი წლები - მიუხედავად იმისა რომ ეს დეკადა ჯერ არ დასრულებულა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამზარეულოსთვის ტრენდული ფერი თეთრია. მიმდინარე დეკადის ტენდენციები ამტკიცებს, რომ ბრუნდება, ვინაიდან ამ პერიოდის სამზარეულო ძალიან ჰგავს გასული საუკუნის დასაწყისისას.

სამზარეულოს ევოლუცია - როგორი ფერები იყო ტრენდული XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?



<a href="http://www.apartmenttherapy.com">http://www.apartmenttherapy.com</a>