LIFE

4 მიზეზი - რატომ უნდა შეწყვიტო ყოველგვარი კომუნიკაცია ყოფილ პარტნიორთან?

4 მიზეზი - რატომ უნდა შეწყვიტო ყოველგვარი კომუნიკაცია ყოფილ პარტნიორთან?

განქორწინება, განშორება აუტანელი და მტკივნეულია. ასეთ დროს ათასგვარი საშინელი ფიქრი გტანჯავთ. ფიქრობთ, რომ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. არ გსურთ ყოფილ პარტნიორთან ურიერთობის გაწყვეტა. ეძებთ იპოვოთ გამოსავალი და მასთან მისასვლელი გზები.

თუ უკვე დასრულებული ურთიერთობის აღდგენას ცდილობთ ფსიქოლოგების რჩევა შეიძლება ძნელად მისაღები იყოს. ისინი გვირჩევენ, რომ ასე არ მოვიქცეთ, რომ ასეთ დროს ადამიანები ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებთ.

თქვენ არ ჩერდებით, არ უშვებთ ხელიდან შესაძლებლობას რომ შეხვდეთ და ნახოთ ყოფილი პარტნიორი, მაგრამ ყოველი შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ დიდ ტკივილს გიტოვებთ, საშინლად განიცდით სოციალურ ქსელებში მისი აქტივობის ნახვას.

რეალურად ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზი რის გამოც შეიძლება ერთმანეთს შეხვდეთ, ეს შვილებია. თუ გყავთ საერთო შვილი, ან შვილები თქვენ თანაბრად უნდა იზრუნოთ მათზე და თაnაბრად გაინაწილოთ პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მისი ნახვა გიწევთ. სხვა შემთხვევაში, ყოფილთან კომუნიკაციის გაგრძელება გამართლებული არ არის, ამას თქვენთვის მხოლოდ ტანჯვა მოაქვს.

გთავაზობთ 4 მიზეზს - რატომ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან?

1. ტკივილი არ განელდება - ურთიერთობის დასრულება ძნელია და მტკივნეული, მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილი ნელდება. ეს არ გრძელდება სამუდამოდ. თქვენ მოიწყენთ, გაბრაზდებით, დეპრესიაში ჩავარდებით იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალა ამ განშორების გამო, მაგრამ ეს გრძნობები ჩეულებრივია, ნორმალურია და მდგომარეობიდან გამოსვლის შემადგენელი ნაწილია. 

უნდა შეეგუოთ ამას, უნდა შეეგუოთ ახალ ცხოვრებას. თუმცა თუ ისევ ეკონტაქტებით ყოფილ პარტნიორს, ამით მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებთ. ხელს უშლით მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესს. ასე ტკივილი არ განელდება და რთულ მდგომარეობას ვერ გადალახავთ. 

2. ენერგიას ტყუილად კარგავთ - თუ აგრძელებთ ყოფილ პარტნიორთან კომუნიკაციას, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის, ემოციების და ენერგიის დახარჯვას მოგიტანთ. უმჯობესია, ეს ენერგია ცხოვრების თავიდან დაწყებას მოახმაროთ.

4 მიზეზი - რატომ უნდა შეწყვიტო ყოველგვარი კომუნიკაცია ყოფილ პარტნიორთან?

3. ილუზიაში ცხოვრობთ - განშორება იმდენად მტკივნეულია, რომ ადამიანი როგორც წესი იბრმავებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ შეიძლება ყველაფერი გამოსწორდეს. ასე არ არის, შეეგუეთ რომ ყველაფერი დასრულდა. დაეშვით მიწაზე და თვალი გაუსწორეთ რეალობას. შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში მართლაც შეძლოთ ურთიერთობის გამოსწორება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთ ურთიერთობას მომავალი არ აქვს.

4 მიზეზი - რატომ უნდა შეწყვიტო ყოველგვარი კომუნიკაცია ყოფილ პარტნიორთან?

4. შეხედეთ ყველაფერს როგორც პიროვნული ზრდის შესაძლებლობას - დიახ ურთიერთობის დასრულება გაძლევთ შესაძლებლობას გაანალიზოთ შეცდომები, რომლებიც როგორც თქვენ, ასევე თქვენმა ყოფილმა პარტნიორმა დაუშვა. შეხედეთ ამას როგორც შესაძლებლობას პიროვნული ზრდის თვალსაზრისით. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. არ არის დრო წარსულ ტკივილზე ფიქრის, უბრალოდ დატკბით მომენტით.

4 მიზეზი - რატომ უნდა შეწყვიტო ყოველგვარი კომუნიკაცია ყოფილ პარტნიორთან?