LIFE

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

თანამედროვე ცხოვრებაში შეუძლებელია მთლიანად გათავისუფლდეთ სტრესისგან, მაგრამ შეიძლება შეამციროთ მისი გავლენა. გთავაზობთ შვიდ რეკომენდაციას, რომლის შესრულებაც სულ არ არის რთული.

1. დაწექით და ადექით ადრე

როცა ადრე წვებით და დგებით, დღეს უფრო პროდუქტიულ განწყობაზე დაიწყებთ. პირიქით, თუ დილა დაიწყეთ ქაოტიურად, მთელი დღეც ასეთი იქნება. იმისათვის რომ აიცილოთ ეს თავიდან, დილით მიეცით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება, რათა შეხვიდეთ უფრო მშვიდ რიტმში. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ გარკვეული საქმეები წინასწარ, საღამოს, დილით განთავისუფლებული დრო კი დახარჯოთ იმაზე, რაც მოგწონთ, - კითხვაზე, მედიტაციაზე, დღიურში ჩანაწერებზე და ა.შ.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

2. ნუ დარდობთ იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებთ

ნუ კარგავთ დროს ტყუილად, როცა ნერვიულობთ იმაზე, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული. რამდენიც არ უნდა ინერვიულოთ, ეს მაინც არაფერს შეცვლის. თუ საუბარია სიტუაციებზე, რომლებზეც შეგიძლიათ მოახდინოთ გავლენა, კონცენტრირება მოახდინეთ არა პრობლემაზე, არამედ მის შესაძლებელ გადაწყვეტაზე.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

3. შეადგინეთ მომავალი საქმეების სია

ყოველ დღე დილიდან შეადგინეთ იმ საქმეების სია, რომლებიც უნდა გააკეთოთ. ხაზი გადაუსვით იმას, რაც უკვე გააკეთეთ. თუ თავიდან გაგიჭირდებათ ამომწურავი სიის შედგენა, შემოიფარგლეთ ყველაზე აუცილებელი საქმეებით. ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ გადატვირთვის შეგრძნება და განსაზღვროთ თქვენთვის, რის გაკეთება შეიძლება დღეს, და რა შეიძლება გადადოთ ერთი-ორი დღით.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

4. იზრუნეთ კვებაზე

ცუდი კვება ხელს უშლის ორგანიზმს სტრესის მიმართ ადაპტაციაში. თქვენი მენიუ უნდა შედგებოდეს ახალი ხილისა და ბოსტნეულისგან, ცილებისგან, სასარგებლო ცხიმებისგან. დღის განმავლობაში დალიეთ ბევრი წყალი. მოერიდეთ ფასტფუდებს, გადამუშავებულ პროდუქტებსა და საჭმელს, რომელიც შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებსა და დამატკბობლებს.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

5. ისწავლეთ თქვათ „არა“

ცხოვრებაში სტრესის რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა - ისწავლოთ უარის თქმა. თუ ამჩნევთ, რომ რაღაცას ეთანხმებით დანაშაულის გრძნობის, შეცოდების გამო ან იმიტომ, რომ „ასეა საჭირო“, უნდა დაფიქრდეთ. ასეთი ზეწოლა საკუთარი თავის მიმართ იწვევს უსარგებლო სტრესს და გართმევთ დროს, რომელიც შეიძლება დახარჯოთ იმაზე, რაც ნამდვილად მოგწონთ. როცა ისწავლით თქვათ „არა“, მაშინ დაიბრუნებთ ძალაუფლებას საკუთარ ცხოვრებაზე.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

6. იყავით ცხოვრების მადლიერი

ისწავლეთ განიცადოთ მადლიერება იმ შესაძლებლობებისთვისა და შთაბეჭდილებებისთვის, რომლებსაც გჩუქნით ცხოვრება. სცადეთ ყოველ საღამოს მონახოთ რამდენიმე მიზეზი მადლიერებისთვის. შეეკითხეთ საკუთარ თავს: „რა იყო დღევანდელი დღის საუკეთესო მოვლენა?“ შეიძლება განიხილოთ ეს საკითხი ახლობლებთან ვახშმის დროს.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში

7. მოიშორეთ ის, რაც გაცდენთ

შეადგინეთ იმ ყველაფრის სია, რაც გაცდენთ და გიშლით წინსვლაში დაგეგმილი მიზნებისკენ. იფიქრეთ, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემას. მაგალითად, თუ ჩათვალეთ, რომ ხარჯავთ დაახლოებით 5 საათს კვირაში სოციალურ ქსელებზე, სცადეთ ნახევრად შეამციროთ ეს დრო და განთავისუფლებული საათები დახარჯოთ რომელიმე ახალ ჰობზე ან რაიმე სასარგებლოზე.

7 მარტივი წესი - როგორ შეამციროთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>