LIFE

როგორ ვაქციოთ ქორწინება წარმატებულად? - 10 რჩევა ქალისგან, რომელიც 15 წელია ქორწინებაშია

როგორ ვაქციოთ ქორწინება წარმატებულად? - 10 რჩევა ქალისგან, რომელიც 15 წელია ქორწინებაშია

ბლოგერი ლიდია ნეტზერი საზოგადოებას წარმატებული ქორწინების საიდუმლოს უზიარებს. როგორც ბლოგერი წერს, ის 15 წელია ქორწინებაშია, ძალიან უყვარს ქმარი, დენი და ამაყობს ქორწინებით.

„ჩვენ ყოველთვის არ ვართ საუკეთესოდ, გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს არაფერია, ეს თანაცხოვრების თანმდევია. როდესაც მე და დენი დავქორწინდით, ორივენი 25 წლის ვიყავით, ახლა უკვე დიდები ვართ, ჩვენც გვიკვირს, მაგრამ უფრო ბრძნული აზრები გვაწუხებს, ვიდრე ადრე. „მე არ ვუმზადებ მას საყვარელ კერძს ყოველ დღე, არც ყვავილები მოაქვს ჩემთვის ყოველ პარასკევს, თუმცა ეს სულაც არ გვჭირდება ბედნიერებისთვის“, - წერს ლიდია.

ბლოგერი გვთავაზობს 10 რჩევას - როგორ უნდა ვაქციოთ ქორწინება წარმატებულად.რჩევების გათვალისწინება შეუძლიათ როგორც ცოლებს, ასევე ქმრებს:

1. აუცილებლად დაიძინეთ ერთ საწოლში მაშინაც კი, როცა გაბრაზებული ხართ - თუ გაბრაზებულები ხართ ერთმანეთზე და ამის გამო ღამით ერთად არ იძინებთ, ეს სისულელეა. მერე რა, რომ განაწყენებული ხართ, გაბუტვას, ცალკე დაძინებას სჯობს თქვენს საწოლში დაიძინოთ, დილით ადექით, მოამზადეთ ბლინები. ასე გაცილებით უკეთესია.

2. გაიცინე თუ შეგიძლია - ნებისმიერ ჩხუბში არის ერთი ადამიანი, რომელიც საშინლად გაბრაზებულია და მეორე, რომელიც არც ისე გაბრაზებული. კონფლიქტის მოგვარება სწორედ ამ მეორე ადამიანზეა დამოკიდებული. თქვით რაიმე ხუმრობა, ან გააკეთეთ რაღაც ძალიან სულელური, მოიქეცით ისე, რომ ის გააცინოთ.

თუ ჩხუბი სერიოზულია და თქვენი გეგმაა ამ ჩხუბში ან გამარჯვება, ან სიკვდილი, რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოიქცეთ და ასეთ შემთხვევაში ხუმრობა უადგილოა, მაგრამ თუ ჩხუბი ყოველდღიურ მარტივ წვრილმანებს ეხება, მსგავსი ქმედება კონფლიქტს დაამშვიდებს. ჩხუბი ცუდია, ხოლო კონფლიქტის მოგვარება, სანამ შესაძლებელია, ყოველთვის კარგი იდეაა.

როგორ ვაქციოთ ქორწინება წარმატებულად? - 10 რჩევა ქალისგან, რომელიც 15 წელია ქორწინებაშია

3. არასოდეს გააკრიტიკო - როდესაც რამე უსიამოვნო ხდება, ასეთ დროს კრიტიკას მხოლოდ უარყოფითი გავლენა აქვს ურთიერთობაზე. მან ისედაც იცის, რომ რაღაც არასწორად გააკეთა და ისედაც კიცხავს საკუთარ თავს. უმჯობესია, ასეთ დროს ერთმანეთის გვერდით დადგეთ და თანადგომა გამოუცხადოთ საყვარელ ადამიანს.

4. იყავით სარკე - თქვენი ქმარი არის სარკე, სწორედ მასზეა დამოკიდებულ როგორ ხედავთ, როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, ხოლო ის, რასაც თქვენ მას ეუბნებით განსაზღვრავს თუ როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავს, რისი სჯერა. იყავით სარკე, რომელიც საყვარელ ადამიანს თავის პოზიტიურ მხარეს დაანახებს და თვითშეფასებას აუმაღლებს. ხშირად უთხარით, რომ მომხიბვლელია, ჭკვიანი, წარმატებული, რომ საუკეთესოა.

5. იამაყეთ - თუ ერთმანეთზე საზოგადოებაში სიამაყით საუბრობთ, აშკარაა რომ თქვენი ქორწინება მარადიული იქნება.

6. უნდა გქონდეს საკუთარი საქმე - ბლოგერი წერს, რომ მისი ქმარი გატაცებულია ველოსიპედის ტარებით და ველორბოლებით, ხოლო თავად წიგნებს წერს, „მე არ მაინტერესებს ველოსიპედები და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ველორბოლაში მივიღო მონაწილეობა. ის არ წერს წიგნებს და ამასთანავე ჩემ მიერ დაწერილ წიგნებსაც არ კითხულობს და ამის გამო არ ვდარდობ. ჩემი აზრით, ის ყველაზე სწრაფი, მაგარი ველომრბოლელია, ხოლოის ფიქრობს, რომ საუკეთესო მწერალი ვარ. თუ ჩემს წიგნებს წაიკითხავს, მან შეიძლება აღარ იფიქროს რომ საუკეთესო მწერალი ვარ“, - წერს ლიდია.

ის გვირჩევს, რომ მნიშვნელოვანია გვქონდეს რაღაც საქმე რომელშიც ცოლი და ქმარი არ გადაიკვეთება. ეს ადამიანებს პიროვნების გამოხატვის საშუალებას აძლევთ. „ნუ წაიკითხავთ ერთნაირ წიგნებს, ნუ გეყოლებათ ერთი და იგივე მეგობრები“, - გვირჩევს ბლოგერი.

7. შვილები - როცა ბავშვი ჩნება,რაღაცებზე უარის თქმა გიწევს და ვეღარ აძლევ ყველანაირ გიჟურ იდეას თავისუფლებას. „მაგ: როცა შვილი შემეძინა, მოწევას დავანებე თავი“, - წერს ლიდია.

როგორ ვაქციოთ ქორწინება წარმატებულად? - 10 რჩევა ქალისგან, რომელიც 15 წელია ქორწინებაშია

8. კარგი სექსი - კარგი სექსი ერთ-ერთი მთავარია წარმატებულ ურთიერთობაში. თუ ამ საკითხში პრობლემები გაქვთ, დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. კარგი სექსის გარეშე ურთიერთობა ხანგრძლივი ვერ იქნება.

9. იმოგზაურეთ - ეს რომანტიზმს დაგიბრუნებთ. სხვადასხვა ქალაქების ერთად ნახვა თქვენს ურთიერთობას ახალი ეერგიით აავსებს.

10. ენდე იმ ადამიანს, რომელზეც დაქორწინდი - გიყვარდეს ის და ენდე მთლიანად და მიეცი საშუალება რომ უყვარდე. სულს ნუ შეუხუთავ. მსგავსი დამოკიდებულება ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ ანადგურებს.



<a href="https://flipboard.com">flipboard.com</a>