ჯანმრთელობა

ჰორმონალური დარღვევის 9 მოულოდნელი ნიშანი

ჰორმონალური დარღვევის 9 მოულოდნელი ნიშანი

დაღლილობა, მადის დაქვეითება, გამონაყარი - ყველაფერი ეს იშვიათად ვლინდება უმიზეზოდ, უფრო ხშირად ასეთი სიმპტომების უკან იმალება ჰორმონალური ბალანსის დარღვევები. კიდევ რა შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ჰორმონებთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ?

ჰორმონალური დარღვევის ნიშნები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს:

ჰორმონალური დარღვევის 9 მოულოდნელი ნიშანი

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა. მოულოდნელი დიარეა, შეკრულობა ან შებერილობა ყოველთვის არ არის გამოწვეული არასწორი კვებით ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემით. ამაში შეიძლება დამნაშავე იყოს ჰორმონალური დისბალანსი: ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ჰორმონებმა შეიძლება დააჩქაროს ან შეანელოს მომნელებელი ორგანოების მუშაობა, რაც იწვევს ჩვეული პროცესების დარღვევას.

2. თმის ზრდის შემცირება. ნუ იჩქარებთ შამპუნის შეცვლასა და თმის ახალი ნიღბის ყიდვას - ხშირად ამის მიზეზი არის ჰიპოთერიოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაქვეითებული გამომუშავება).

3. მეხსიერების გაუარესება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობის დროს უარესდება ტვინის მუშაობა და გვიძნელდება ინფორმაციის დამახსოვრება, კონცენტრირება.

4. კანის სიმშრალე. ეს საგანგაშო სიმპტომია, განსაკუთრებით, თუ ადრე არ უჩიოდით. ექიმები თვლიან მას ჰიპოთერიოზის ერთ-ერთ ნიშნად: თირეოტროპინი არეგულირებს კანის მეტაბოლიზმს, მისი დეფიციტის დროს ის უარესდება.

ჰორმონალური დარღვევის ნიშნები დიაბეტის დროს

ჰორმონალური დარღვევის 9 მოულოდნელი ნიშანი

5. ხშირი სოკოვანი ინფექციები. მათი გაჩენა დაკავშირებულია ინსულინის „არანორმირებულ“ გამომუშავებასთან და სისხლში შაქრის დონის მომატებასთან, ვინაიდან ბაქტერიები, რომლებიც პროვოცირებენ სოკოვან ინფექციებს, „მსუნაგები“ არიან.

6. ხშირი შარდვა. დიაბეტის დროს თირკმელები იძულებულები არიან იმუშაონ ძლიერი დატვირთვით, რათა გაანთავისუფლონ ორგანიზმი სისხლში ზედმეტი შაქრისგან.

ჰორმონალური დარღვევის ნიშნები ორსულობის დროს

ჰორმონალური დარღვევის 9 მოულოდნელი ნიშანი

7. სისხლდენა ღრძილებიდან. თუ ეს უკვე ხშირად გემართებათ, ვიდრე ადრე, დიდი ალბათობაა, რომ ფეხმძიმედ ხართ. ჩასახვიდან მოკლე პერიოდში ორგანიზმში იზრდება პროგესტერონის გამომუშავება, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მომარაგებას და ზრდის შეშუპებას. ეს ღრძილებსაც ეხება: პროგესტერონი იწვევს შესიებას და შესაბამისად სისხლდენაც ჩვეული ამბავია.

8. ლითონის გემო პირში. ეს ქორიონული გონადოტროპინის „ნახელავია“, რომლის მომატება ორსულობის ადრეულ ვადებში იწვევს გულის რევის შეგრძნებას, გულის რევასა და გემოს შეცვლას.

9. მელანოდერმია ან კანის უბნების გამუქება ლოყებზე, შუბლსა და მკერდზე. მათი გაჩენა - ორგანიზმში მომატებული ესტროგენის დონის გვერდითი ეფექტია, რომელიც ასტიმულირებს კანის პიგმენტის მელანინის გამომუშავებას.



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>