ადამიანის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზეა დაქორწინებული - ახალი კვლევის შედეგი
- 25.08.2017
ხშირად მოგვისმენია ფრაზა - „ყველა წარმატებული კაცის მიღმა ძლიერი ქალი დგას“. მსგავსი რამ შეგვიძლია ქალების შესახებაც ვთქვათ.
ადამიანები, რომლებსაც მეუღლეები მხარს უჭერენ, უფრო მეტად აქვთ წარმატების მიღწევის შანსი - ამის შესახებ ნათქვამია კანეგი მელონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში.
მკვლევარებმა შეისწავლეს 163 დაქორწინებული წყვილი და აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთა წამოწყებებსაც, იდეებსაც მეუღლეები უჭერენ მხარს, უფრო მეტად არიან მზად გამოწვევებისთვის და წარმატების მიღწევის მეტი შესაძლებლობა აქვთ. ასეთი ადამიანები ყოველდღიურად იზრდებიან პიროვნულად, არიან უფრო ბედნიერები და ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადები.
კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ბროკ ფინი ამბობს, რომ ადამიანები უფრო მოტივირებულები ხდებიან, როცა ხედავენ რომ საყვარელი ადამიანი მის იდეას მხარს უჭერს.
შეიძლება ყველაზე გიჟური და არარეალური იდეაც კი წარმატებული აღმოჩნდეს, როცა მის ავტორს მეუღლე მხარდაჭერას უცხადებს.
ბევრი წარმატებული ცნობილი ადამიანი სწორედ მეუღლეს უკავშირებს თავის წარმატებას და ამის თქმას საჯაროდ არ ერიდება. მაგ: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ხშირად აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური წარმატების გასაღები მეუღლე - მიშელია.
„ცხადია, მე ვერაფერს გავაკეთებდი, ვერაფერს მივაღწევდი მიშელის გარეშე“, - თქვა 2011 წელს ბარაკ ობამამ ოპრა უინფრისშოუში.
“ერთხელ მკითხეთ, როგორ ვინარჩუნებ ჯანსაღად აზროვნების უნარს, როგორ ვინარჩუნებ ბალანსს, როგორ ვუძლებ ზეწოლას. და მე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მიშელის დამსახურებაა. ის არა მხოლოდ პირველი ლედი, არამედ ჩემი საყრდენია“, - ამბობს ობამა თავის მეუღლეზე.
„ფეისბუქის“ დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგიც თავის წარმატებას მეუღლეს, პრისცილა ჩანს უკავშირებს და ამბობს, რომ მისთვის პრისცილას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.
ტექნოლოგიების გურუს თქმით, ჩანი მისი შთაგონების წყარო იყო სოციალურ ქსელზე მუშაობის პროცესში და დღემდე ასეა. „პრისცილა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანია ჩემს ცხოვრებაში“, - თქვა მარკმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
ოპრა უინფრის შოუში მეუღლის შესახებ გულახდილად ისაუბრა ბიონსემ. მან თქვა, რომ ჯეი ზი ცხოვრების ყველა კუთხით ეხმარება და მხარს უჭერს.
„მე არ ვიქნებოდი ის ქალი, ვინც ახლა ვარ, სახლში რომ ისეთი მამაკაცი არ მყავდეს, როგორიც ჯეი ზია. ის ჩემთვის ძლიერი დასაყდენია“, - ამბობს ბიონსე.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="https://www.cnbc.com">https://www.cnbc.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია