ეშმაკობები სოდით - 12 რამ, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და აქამდე არ იცოდით
- 25.08.2017
1. ნუ გადაიხდით ძვირს ხორცის დამარბილებელისთვის - ის იგივე სოდაა, ოღონდ ლამაზ შეფუთვაში.
გინდათ, რომ ხორცი სწრაფად შეიწვას, და თანაც რბილი იყოს? წაუსვით სოდა და რამდენიმე საათით შედგით მაცივარში. მომზადების წინ კარგად გარეცხეთ ხორცი გამავალ წყალში და შემდეგ მოამზადეთ.
2. გარეცხეთ პროდუქტები სოდიან წყალში - სოდა მიაღწევს იქ, სადაც წყალს არ შეუძლია
2 ჩ.კ. სოდა გახსენით 1 ლ წყალში, დაასველეთ ამ ხსნარში პირსახოცი ან ხელსახოცი და გაახვიეთ თევზი ან ფილეს ნაჭრები, შედგით 1 საათით მაცივარში. შემდეგ გადაავლეთ წყალი და მოამზადეთ.
ომლეტი უფრო ჰაეროვანი იქნება, თუ დაამატებთ დანის წვერით სოდა.
ლობიო რომ მალე მოიხარშოს, დაამატეთ მწიკვი სოდა.
ხელებიდან და დანიდან ხახვის, ნივრისა და თევზის სუნის მოსაშორებლად ასევე დაგეხმარებათ სოდა.
3. სახლში არ გაქვთ საფუარი? - პრობლემა არ არის
ვიტამინი „ც“ ან ასპირინი მაინც თუ გაქვთ? გადაურიეთ ერთ-ერთი სოდას პროპორციით 1:1 იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რამდენიც გჭირდებოდათ საფუარი.
4. სამზარეულოს ბაკანის დახშობა
რა უნდა გააკეთოთ დრო და დრო პროფილაქტიკისთვის: 3 ს.კ. სოდა ჩაყარეთ ნიჟარის ხვრელში და დაასხით 1 ჭიქა ძმარი, დატოვეთ 1 საათით და შემდეგ ჩარეცხეთ გამდინარი ცხელი წყლით. თუ ბაკანი უკვე გაჭედილია, დაგეხმარებათ შემდეგი: 1 კოლოფი მარილი ჩაყარეთ ნიჟარის ხვრელში და დაასხით მდუღარე წყალი.
5. ფხვნილი ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის
ფხვნილის მაგივრად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი ნარევი: 2 ჩ.კ. სოდა გადაურიეთ 2 ს.კ. ბორის მჟავას. შედეგი გაგაოცებთ.
6. მაცივარი, მიკროტალღური, ქურები, ყავის მოსადუღებლები, თერმოსები გარეცხეთ სოდით
ღრუბელი, რომლითაც ვრეცხავთ ჭურჭელს, ყოველ კვირას უნდა შევცვალოთ და ახალი ვიყიდოთ - მასში იბუდებს მიკრობები. მაგრამ თურმე შესაძლებელია ძველი ღრუბელის „განკურნება“ სოდით. ამისათვის გააჩერეთ ღრუბელი მთელი ღამით სოდიან წყალში.
ასევე სოდა შესანიშნავად სპობს უსიამოვნო სუნს მაცივარში: ლამბაქზე დაყარეთ სოდა და შედგით მთელი ღამით მაცივარში.
თუ სამზარეულოში შეგაწუხათ ჭიანჭველებმა, ზღურბლის გასწვრივ დაყარეთ ცოტაოდენი სოდა.
7. კატების ტუალეტი
კატების მფლობელებმა კარგად იციან რა უსიამოვნო სუნი შეიძლება ჰქონდეს კატისთვის გამოყოფილ ადგილს. იმისათვის რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა, ქვიშაში შეურიეთ სოდა.
8. ეშმაკობები სახლში
გათეთრებულ კედლებზე შავი ზოლებია? ბავშვმა ცვილის ფანქარი გაუსვა? თუ გინდათ - სოდით გაწმინდეთ, გინდათ - ცარცით დაფარეთ. გასარეცხ შპალიერს უყვარს სოდიანი ხსნარი. ხალიჩა კი კარგად იწმინდება მშრალი სოდით, ოღონდ შემდეგ კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით. სოდით ასევე კარგად იწმინდება პიანინოს გაყვითლებული კლავიშები.
9. სააბაზანოში პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება გარეცხოთ სოდით
არ იყიდოთ ძვირადღირებული სარეცხი ფხვნილები და მათეთრებლები. ნებისმიერი მათგანის ხარისხი შეიძლება გააძლიეროთ 1/3 ჭიქა სოდის დამატებით.
10. აფთიაქი
· არა გაქვთ დეზოდორანტი? იღლიებში შეიზილეთ სოდა.
· ქერტლი გაგიჩნდათ? ისევ სოდა შეიზილეთ თავის კანში.
· იცით თუ არა, რომ თმის ლაქი ბოლომდე არ შორდება შამპუნით? დაამატეთ შამპუნში სოდა.
· დამწვრობისგან: ჩაყარეთ სოდა გაყინულ წყალში, დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ დამწვრობაზე, გააგრძელეთ, სანამ წვა არ გაგივლით.
· დაიწვით მზეზე? 4 ჩ.კ. სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალში, დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ.
· ჩუტყვავილას ძლიერი ქავილის დროს გაუკეთეთ ბავშვს სოდიანი აბაზანები.
· გაიჭერით გაპარსვის დროს? 1 ჩ.კ. სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალზე და რამდენჯერმე ბამბით დაიმუშავეთ ჭრილობა.
· იგივე გააკეთეთ ფუტკრის კბენის დროს.
· ბავშვებს პამპერსისგან გაღიზიანებული კანი უნდა დაუმუშავოთ სოდის სუსტი ხსნარით.
11. მოტეხილობის დროს
ვისაც არ გამოუცდია, არ იცის, ხანდახან როგორი ქავილი აწუხებს ავადმყოფს გიფსის ქვეშ. ყველაფერი მარტივია: დააყენეთ თქვენი ფენი ცივ რეჟიმზე და როგორმე მოახერხეთ შეუბეროთ გიფსის ქვეშ მშრალი სოდა. ჯობია ვინმე მოგეხმაროთ, რათა შემთხვევით არ შეგეყაროთ თვალებში.
12. გადაწყვიტეთ გაითეთროთ კბილები? თუ პაროდონტოზი გემუქრებათ?
დაიზილეთ კბილები და ღრძილები ხან სოდით, ხან მარილით. მათ კი, ვინც ატარებს მოსახსნელ პროთეზს - ღამით უნდა შეინახონ ის სოდიან ხსნარში, გასათეთრებლად კი გაწმინდონ მშრალი სოდით.
თემები: რჩევები ქალებს, რჩევები, სამზარეულო, სოდა
<a href="http://semicwetik.ru">http://semicwetik.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია