მსოფლიოს 10 ყველაზე პატარა ქვეყანა - ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, არ იცოდით
- 29.08.2017
მსოფლიოში არსებობს ისეთი სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, აქამდე არ გაგიგიათ. ადამიანების მცირე ჯგუფი ცხოვრობს პატარა ტერიტორიებზე, აქვთ საკუთარი წესები და მმართელობის სისტემა.
1. პალაუ (ფართობი: 459 კვ.კმ. მოსახლეობა: 21 347) - პალაუს რესპუბლიკა კუნძულებზე მდებარეობს და სხვადასხვა ზომის 300 კუნძულს აერთიანებს. ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჩვენს პლანეტაზე. მისი ტყეები სავსეა უნიკალური ჯიშის ხეებითა და ჩიტებით.
2. ნიუე (ფართობი: 291,46 კვ.კმ. მოსახლეობა: 1190) - ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი ადგილია, აქ ტურიზმი განვითარებული არ არის. ქვეყანა დამოკიდებულია უცხოეთის დახმარებაზე. განსაკუთრებით დიდ დახმარებას ის ახალი ზელანდიისგან იღებს. დედაქალაქი პატარა სოფელს ჰგავს და აქ მხოლოდ 600 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულებს აქვს საკუთარი აეროპორტი და სუპერმარკეტი, რომელიც სახელმწიფოში ერთადერთია.
3. სენტ კიტსი და ნევისი (ფართობი: 261 კვ.კმ. მოსახლეობა: 52 329) - სახელმწოფო ორ კუნძულზე მდებარეობს, სენტ კიტსა და ნევისზე. შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო შაქრის ინდუსტრიაა.
4. ჰუტ რივერის სამთავრო (ფართობი: 75 კვ.კმ. მოსახლეობა: 30) - ეს რამდენიმეკაციანი დასახლება, ავსტრალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციაში მდებარეობას. იგი ლეონარდ კასლიმ დააარსა და მან თავისი მეურნეობა ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამ ადგილს ბევრი ქვეყანა სახელმწიფოდ არ აღიარებს, მაგრამ აქ მცხოვრებთ აქვთ საკუთარი ვალუტა, პასპორტები და განსხვავებული პრინციპებით ცხოვრობენ.
5. ტუვალუ (ფართობი 26 კვ.კმ. მოსახლეობა: 10 959) - ტუვალუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ღარიბი ქვეყანაა. აქ არ აქვთ ინტერნეტი.
6. ნაურუ (ფართობი: 21 კვ.კმ. მოსახლეობა: 9591) - ნაურუ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე პატარა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და ის პატარა კუნძულზე მდებარეობს. ნაურუს არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. ადგილობრივები აქ ან ფეხით დადიან, ან პირადი სატრანსპორტო საშუალებით. გარემოს რთული პირობების გამო ნაურუ ტურისტებისთვის მომხიბვლელი არ არის. აღსანიშნავია, რომ ნაურუში ძალიან ბევრი პუტკუნა ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 70%-ზე მეტი ჭარბწონიანი.
7. სებორგას სამთავრო (ფართობი: 4,91 კვ.კმ. მოსახლეობა: 312) - მცირე მოსახლეობით დასახლებული ტერიტორია იტალიაში მდებარეობს და მას მარჩელო პირველი განაგებს. არაღიარებულ სახელმწიფოს ჰყავს თავისი არმია, რომელიც 3 კაცისგან შედგება, მას ორი მესაზღვრე იცავს. ასევე ჰყავთ თავდაცვის მინისტრი.
8. მოლოსიას რესპუბლიკა (ფართობი: 0,055 კვ.კმ, მოსახლეობა 7) - მოლოსიას თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კევინ ბაუმ შექმნა და ის აშშ-ში, ნევადაში მდებარეობს. მოლოსიას რესპუბლიკა შედგება თავად ბატონი ბაუსგან, მისი ოჯახისგან, 3 ძაღლისგან, 1 კატისა და 1 კურდღლისგან. მოლოსიას აქვს საკუთარი ეროვნული ჰიმნი და დროშა. 2017 წლის მაისში რესპუბლიკა 40 წლის გახდა.
9. მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი (ფართობი: 0,012კვ.კმ, მოსახლეობა: 113 500) - გარდა ვატიკანისა, რომში არის კიდევ ერთი პატარა სახელმწიფო, რომელსაც მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენს უწოდებენ. სახელმწიფო აერთიანებს 3 შენობას, მათგან ორი რომში მდებარეობს, ხოლო მესამე მალტის კუნძულზე. ქვეყანას აქვს საკუთარი ვალუტა, მანქანის ნომრები და პასპორტები.
10. სილენდის სამთავრო (ფართობი: 0,004 კვ.კმ. მოსახლეობა: 27) - არაღიარებული სახელმწიფო 6 მილითაა დაშორებული დიდი ბრიტანეთიდან. მას მართავს თვითგამოცხადებული ლიდერი, პრინცი რეგენტი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიპოვოს ბარონის, ან ჰერცოგის სტატუსი. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს ვებ-გვერდზე შეხვიდეთ და წოდებისთვის რამდენიმე ასეული ფუნტი გადაიხადოთ.
თემები: მოგზაურობა, ქვეყანა, ქალაქები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია