10 ვარსკვლავი, რომლებიც წლების წინ, მაყურებლებმა გარეგნობის გამო დაიწუნეს
- 29.08.2017
1. ჯენიფერ ლოურენსი
მსახიობის პირველი წარმატებული ფილმის შემდეგ, მაყურებელმა ჩათალა, რომ ის არ გამოიყურებოდა ისე როგორც „მშიერ თამაშებში“ შესრულებულ როლს შეეფერებოდა. დღეს ლოურენსი - ჰოლივუდის საყვარელი და ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობია. ამასთან კრიტიკოსებს მოუწიათ მისი ნიჭს წინაშე ქედი მოეხარათ.
2. პინკი
პინკს ერთ-ერთი ყველაზე ცნობალი სტილი აქვს როგორც შემოქმედებაში, ასევე გარეგნობაში. მაგრამ ერთხელ მანაც აღიარა, რომ გარეგნობა მას არ დაეხმარებია წარმატების მიღწევაში, პირიქით, ხელს უშლიდა. ბევრი ამბობდა, რომ ის საკმარისად ლამაზი არ არის სცენისთვისა და ჟურნალების ყდებისთვის, მაგრამ ყველგან და ყოველთვის იყო და არის.
3. ლია მიშელი
როცა ლამაზი ხმის მქონე მსახიობი 13 წლის იყო, მას უთხრეს, რომ ის სინჯებს წარმატებით გადიოდა, მაგრამ ხელს ცხვირი უშლიდა. მაგრამ ლიამ რინოპლასტიკაზე უარი თქვა და არც წაუგია.
4. ტაირა ბენქსი
თითქმის ნახევარი ამერიკელი ტოპ-მოდელების ცნობილი „დედიკო“ 2006 წელს უბრალოდ კრიტიკის ნაკადით გაანადგურეს და შოუდან გაათავისუფლეს საცურაო კოსტიუმში „არაიდეალური ფორმებით“ გადაღებული ფოტოს გამო. საპასუხოდ მან პირდაპირ ეთერში ჩაიცვა იგივე საცურაო კოსტიუმი და მოუწოდა ყველა ინტერნეტ-კრიტიკოსს ეკოცნათ მის „არაიდეალური ფორმებზე“.
5. ტეილორ ლოტნერი
თავდაპირველად ცნობილი მსახიობი „ბინდი“-ს გადაღების წინ „სუსტად“ ჩათვალეს. ამით ყველაფერი ითქვა.
6. კრისი ტეიგენი
ძნელად დასაჯერებელია, რომ ცნობილი მოდელი და მომღერლის ჯონ ლეჯენდის ცოლი არ შეესაბამება ჰოლივუდურ სტანდარტებს. როდესაც კრისი ახალგაზრდა მოდელი იყო, მას მაღაზია Forever 21-სთვის იღებდნენ: გადაღება იმით დასრულდა რომ პროდიუსერმა სამოდელო სააგენტოში დაწერა, რომ ის მოდელობისთვის „ძალიან მსუქანია“, რის გამოც ლამაზმანი დაუყოვნებლად გაანთავისუფლეს.
7. კეშა
როდესაც კეშა ცნობილი მომღერალი იყო, მენეჯერმა აიძულა წონაში ნებისმიერი საშუალებებით დაეკლო, რამაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ავადმყოფობის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ აღარ მიაქციოს ყურადღება სხვის აზრს და იცხოვროს ისე, როგორც თვითონ უნდა.
8. ჯესიკა ჩესტეინი
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობის ისტორია საკმაოდ პროზაიკულია: მოსმენებზე მას უბრალოდ უწერდნენ ნიშანს „ წითური“, რაც უარის ტოლფასი იყო. ნორჩ ნიჭიერს არწმუნებდნენ თმა ქერად შეეღება, რათა გამხდარიყო „ნორმალური, როგორც ყველა“, მაგრამ საბოლოოდ ჩესტეინმა სახელი სწორედ საკუთარი უნიკალურობის წყალობით გაითქვა.
9. მერილ სტრიპი
როდესაც მერილი 27 წლის იყო, ბედი „კინგ-კონგის“ მთავარი გმირის შესარჩევ კასტინგზე სცადა. პროდიუსერი სტრიპზე კოლეგებს იტალიურად გადაულაპარაკა: „რატომ დაპატიჟეთ ეს მახინჯი?“, რაზეც მან მისივე მშობლიურ ენაზე უპასუხა: „მაპატიეთ, რომ გაგაწბილეთ“, - და წავიდა. ეს იყო 1976 წელს. დღეს მას „ოსკარის’ 20 ნომინაცია აქვს.
10. ბენედიქტ კამბერბეტჩი
2010 წელს, როდესაც „შერლოკის“ პირველი სერია გამოვიდა, ფიქრობდნენ ბენედიქტის ჰოლმსის როლიდან მოხსნას ფიქრობდნენ. მიზეზი კი ინტერნეტში შეფასებები გახდა: „თქვენ შეგვპირდით სექსუალურ ჰოლმსს, ეს ვინ არის!“ საბედნიეროდ, რამდენიმე სერიის შემდეგ მაყურებელმა ვერ გაუძლო კამბერბეტჩის ქარიზმას და უკვე ადიდებდნენ ლამაზმანს.
თემები: გარეგნობა, მსახიობი, კასტინგი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>