LIFE

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

ყველას სურს რომ კრეატიული იყოს და შემოქმედებითი უნარით გამოირჩეოდეს, რატომაც არა? ვის არ უნდა, რომ საოცარი იდეა ჰქონდეს, დაწეროს საუკეთესოდ გაყიდვადი რომანი, ან დაწეროს სიმღერა, რომელიც ჰიტი გახდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან რამდენად კრეატიულები არიან და ყოველდღიურ რუტინაში ეკარგებათ შემოქმედებითი უნარი.

გთავაზობთ მახასიათებლებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი უფროსისგან, მეგობრებისგან და ასევე თქვენგანაც უგულებელყოილია, მაგრამ რეალურად ეს თვისებები ნიშნავს, რომ იმაზე უფრო კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი.

1. ხართ სარკასტული - დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სარკაზმი კარიერული წინსვლის თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობს. ყველას მოსწონს როცა ადამიანს მახვილგონივრული, მკაცრი, სწრაფი და ჭკვიანური შეფასებების გაკეთება შეგიძლიათ. კვლევის თანახმად, სარკაზმი არის ინტელექტისა და ადამიანის კრეატიულობის ნიშანი და კარიერული წარმატების წინასწარმეტყველი.

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

2. გამორჩეული ხართ, სხვები ადვილად გამჩნევენ - კვლევის თანახმად, თუ მარტივად შსამჩნევი ადამიანი ხართ, ესასევე თქვენი მდიდარი შემოქმედებითი უნარის მანიშნებელია. მკვლევარები წერენ რომ სამყაროში შემოქმედებითი მიღწევები დაკავშირებულია სენსორულ პროცესებთან.

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

3. ხართ ბუზღუნა - ბუზღუნა ადამიანები სამსახურში არ მოსწონთ და ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ასეთები არ ჰყავდეთ კომპანიაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა, ვინაიდან, კვლევის თანახმად, ბუზღუნა ადამიანები შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან.

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

4. ემოციურად გაუწონასწორებელი - კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩევიან ემოციური სტაბილურობით, აქვთ დიდი შემოქმედებითი უნარები. ასე რომ, თუ აღმოაჩინეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ განრისხებული იყავთ, ახლა კი მშვენიერ ხასიათზე ხართ, იცოდეთ - ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს.

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

5. გამუდმებით კამათობთ - თუ ვერასოდეს ვერ თანხმდებით პოლიტიკურ შეხედულებებზე, კამათობთ ფეხბურთისა თუ სხვა საკითხების გამო, გილოცავთ, თქვენ ძალიან კრეატიული ხართ, თავში უამრავი გიჟური იდეა გიტრიალებთ და რაც მთავარია, მათი განხორციერლებისკენ ხართ მიდრეკილნი.

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი



<a href="https://www.inc.com/">https://www.inc.com/</a>