გულის სიღრმეში ყველა გოგონა ოცნებობს გამოიყურებოდეს ლამაზად, ეფექტურად და პრეზენტაბელურად. და ეს სრულიად მისაღები სურვილია.
ამჯერად გირჩევთ, როგორ აარიდოთ თავი „ცუდი“ ნივთების ყიდვას, რომლებსაც შეუძლია გააფუჭოს თქვენი გარეგნობა.
1. ბრჭყვიალა ტანსაცმელი დღისით
გადადეთ მსგავსი ტანსაცმელი საღამოსთვის. დღისით ნებისმიერი ასეთი ნივთი თქვენს ტანზე ძალიან იაფფასიანად და სულელურად გამოიყურება. მთლიანობაშიც, არ ღირს დღისით იმ ნივთების ტარება, რომლებიც განკუთვნილია საღამოს წვეულებებისთვის - ნივთები გამჭირვალე და ატლასის ქსოვილისგან, ბრჭყვიალა ტანსაცმელი და ა.შ.
2. თეთრი ფეხსაცმელი
დაიმახსოვრეთ მარტივი წესი: თეთრი ფეხსაცმელი - ეს არის განკუთვნილი მხოლოდ საქორწინო ცერემონიისთვის. კედები, ბოტასები, „ბალეტკები“ და თეთრი ჩექმაც კი მისაღებია და გამოიყურება ძალიან სტილურად. თეთრი ფეხსაცმელი - არა! ის ეფექტურად გამოიყურება მხოლოდ საქორწინო კაბასთან. თუ ძალიან გინდათ ჩაიცვათ ღია ფერის ფეხსაცმელი, მაგალითად თეთრ შარვალთან, უპირატესობა მიანიჭეთ კრემისფერს და კანისფერს.
3. არასწორად შერჩეული წინდა და კოლჰოტები
მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენი კოლჰოტების ფერსა და ხარისხს. უარი თქვით ნახატებსა და ბრჭყვიალა ქსოვილებზე - ეს იაფფასიანია. ასევე ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ კოლჰოტების ფერი ჰარმონიულად იყოს შერწყმული თქვენს გარეგნულ იერთან. უხეშად რომ ვთქვათ, ჩაიცვათ შავი კოლჰოტი ყავისფერ ფეხსაცმელთან ან ღია ფერის კაბასთან - უგემოვნოა.
რჩევა: არასოდეს არ ჩაიცვათ წინდა ან კოლგოტი ღია ფეხსაცმელთან!
4. ნივთები, რომელიც არაესთეტიკურად გამოიყურება
არა აქვს მნიშვნელობა რა ღირს ნივთი, თუ ის აბურძგლულია, უჩანს ძაფი, ლაქები, გარღვეული ადგილები - ეს ავტომატურად ამცირებს სხვის თვალში თქვენს გარეგნობას. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ნივთები იყოს სუფთა, დაუთოებული და მოწესრიგებული.
5. ცნობილი ბრენდების ყალბი ვერსია
არ არის გამორიცხული, რომ არსებობს ცნობილი ბრენდების ძალიან ხარისხიანი ყალბი ვერსია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამის დანახვა კილომეტრზეა შესაძლებელი და ძალიან ცუდად ჩანს. განსაკუთრებით, თუ თქვენი ტანსაცმელი მთლიანობაში უფრო იაფფასიანი ნივთებისგან შედგება. თუ ყველაფერი ცნობილი ბრენდის გაცვიათ, მაშინ ვერავინ შეამჩნევს, იაფფასიანი მაისურს ან კედებს. უკეთესია ამ ფულით იყიდოთ ნაკლებად ცნობილი ბრენდის ხარისხიანი ნივთი.
6. იაფფასიანი ბიჟუტერია
პლასტმასის ბიჟუტერია ან საიუველირო ბრენდების ყალბი ვერსია, ისეთები როგორიც არის Pandora და Swarowski,ძალიან იაფფასიანად გამოიყურება. ეცადეთ ატაროთ არსებული სიტუაციისთვის შესაფერისი სამკაული. დღისით ძვირადღირებული საღამოს კოლიეც კი სულელურად და უადგილოდ გამოჩნდება . გაითვალისწინეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის სამაგრს. ის უნდა იყოს ნაკლებად შესამჩნევი, რადგან მოცულობითი თმის სამაგრები უგემოვნობას უსვამს ხაზს.
7. ზედმეტად ღია ნივთები
თუ მინი კაბას ჩაიცვამთ დეკოლტესთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, უეჭველად მიიქცევთ ყურადღებას. როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, მაინც ძალიან ვულგარული გამოჩნდებით. თუ თქვენთვის მთავარი ყურადღებაა - კი ბატონო. იმისათვის რომ სილამაზით მიიქციოთ ყურადრება, აქცენტი სხეულის ერთ ნაწილზე გააკეთეთ. მაგალითად, თუ გაცვიათ მინი ქვედაბოლო, ზედა - მაქსიმალურად დახურული და უბრალო შეარჩიეთ. თუ აირჩიეთ დეკოლტე, დაფარეთ ფეხები და ა.შ. ეს ეხება ასევე ზედმეტად მოკლე შორტებს, ზედმეტად დაბალწელიან ჯინსებს.
8. ქვედა საცვალი, რომელიც ჩანს
თუ ფიქრობთ, რომ ბიუსტჰალტერის სამაგრები, რომლებიც ჩანს - ეს პიკანტურია და მიმზიდველი, ცდებით. ეს იაფფასიანია და უგემოვნო. ასევე უგემოვნოდ და ცოტათი ვულგარულად გამოიყურება თეთრი მაისურის ან პერანგის ქვეშ თეთრი ბიუსტჰალტერი. უმჯობესია ამ შემთხვევაში ჩაიცვათ ბეჟი ფერის. იგივე ეხება სხეულის ქვედა ნაწილს. თუ გამოყვანილი კაბა ან შარვალი გაცვიათ, ვერავინ უნდა შეამჩნიოს თქვენი საცვლები. საჭიროებისამებრ ჩაიცვით მაკორექტირებელი საცვლები, იმისათვის რომ თქვენი ფორმები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყურებოდეს.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, რჩევები
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია