„20 წელია საჭირო რეპუტაციის შესაქმნელად და 5 წუთი მის დასანგრევად, ამაზე რომ ფიქრობდეთ, სხვაგვარად მოიქცეოდით“ - ეს ამერიკელი ბიზნესმენის, უორენ ბაფეტის ცნობილი გამონათქვამია. რეპუტაციას საკუთარი ქმედებებით ვქმნით. ჩვენი ქმედებები, თითოეული ნაბიჯი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი პერსონები ვართ, როგორ აღგვიქვამს საზოგადოება.
გთავაზობთ 7 შეცდომას, რომელთა „წყალობითაც“ საკუთარ რეპუტაციას ვანადგურებთ:
1. ნეგატივი - კოლეგასთან ჭორაობა ხანდახან დასაშვებია. ეს აუცილებელიც კია ურიერთობების დასამყარებლად, მაგრამ ჭორაობის დროს ხშირად ადამიანები კოლეგაზე, ან კომპანიაზე ნეგატიურად საუბრობენ. თუ ყოველთვის, როცა საუბრობთ, მხოლოდ ნეგატივზე ლაპარაკობთ, მხოლოდ სხვებზე ჭორაობთ, რა თქმა უნდა, ეს თქვენს რეპუტაციაზე დადებითად არ აისახება.
2. შეხვედრაზე მეილების კითხვა - ძალიან ბევრი იქცევა ასე, მაგრამ რეალურად ეს საშინლად შეურაცხმყოფელია იმ ადამიანისთვის, ვისაც ხვდებით. ზოგიერთი ადამიანი შეხვედრის დროს ტელეფონს არ უშვებს ხელიდან და ამით თანამოსაუბრეებს შეუარცხყოფს და საკუთარ რეპუტაციას ანგრევს.
3. უარყოფითი დამოკიდებულება ახალგაცნობილისადმი - რამდენადაც უნდა განვითარდეს ვირტუალური ტექნოლოგიები, პირისპირ ურთიერთობებს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ასე რომ, როდესაც კოლეგა წარმოგიდგენთ ახალ კოლეგას, მას უნდა მიესალმოთ და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ, თუ ასე არ მოიქცევით, ამით არა მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას, არამედ იმ კომპანიის რეპუტაციასაც ეჭვქვეშ დააყენებთ, სადაც მუშაობთ. გაცნობის დროს შექმნილი წარმოდგენა და მომენტი კი არის ის, რაც ადამიანებს არასოდეს ავიწყდებათ.
4. საუბრისა და წერის დროს შეცდომების დაშვება - თუ ოფიციალურ მეილებს გზავნით და ისინი გრამატიკული შეცდომებითაა სავსე, თუ საუბრის დროს იბნევით და უშვებთ შეცდომებს, რა თქმა უნდა, ეს თქვენს რეპუტაციას დაღს ასვამს.
5. ტყუილი - ტყუილი რომ რეპუტაციას ანგრევს, წესით ყველამ უნდა იცოდეს. უნდა იცოდეთ, რომ ყველა ტყუილი ადრე თუ გვიან მჟღავნდება, თქვენ კი სამუდამოდ მატყუარა ადამიანის რეპუტაცია გენიჭებათ.
6. უდარდელობა, ქაოტურობა, არაორგანიზებულობა - ჩვენ დროში ადამიანების ნაწილს ნაკლებად ადარდებს ის, თუ რა აცვია სამსახურში, თუმცა რეალურად ჩაცმის სტილი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ დანარჩენები. თუ სამსახურში სპორტ. დარბაზის ფორმით მიდიხართ, თუ შეუფერებლად გაცვიათ, მუდამ დაბნეული ხართ და ქაოსური, ეს თქვენზე ადამიანებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას უქმნის. სერიოზულად ვერავინ აღგიქვამთ.
7. დაგვიანება - ადამიანთა უმეტესობის გრაფიკი გადატვირთულია, ყოველი წუთი გაწერილი გვაქვს და როცა ცხოვრების ასეთი დაძაბული რიტმის პირობებში თქვენ აგვიანებთ თუნდაც ხუთი წუთით, ეს ნიშნავს, რომ არ სცემთ პატივს სხვის დროს. ასეთებთან ურთიერთიბას საქმიანი ადამიანები გაურბიან, რადგან არავის სურს დროის დაკარგვა და გამუდმებით ვიღაცის ლოდინი.
თემები: სამსახური, ურთიერთობა, ჭორი, რეპუტაცია
<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია