32 მთავარი რჩევა მშვენიერი ქალბატონებისგან - როგორ გამოიყურებოდეთ მომხიბვლელად
- 29.06.2020
როგორ გამოიყურებოდეთ ყოველთვის მომხიბვლელად და იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად. ოქროს წესები, რომლებიც უნდა იცოდეს თითოეულმა მოვლილმა ქალმა.
1. არ დაგავიწყდეთ დაიბანოთ სახე ძილის წინ
არანაირი დაღლილობა არ შეიძლება გახდეს თავის მართლების მიზეზი, რომ მოიცილოთ საღამოს მაკიაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანი დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდება, გაგიჩნდებათ ნაადრევი ნაოჭები და შავი წერტილები.
2. მოძებნეთ წითელი პომადის თქვენი იდეალური ტონალობა
წითელი პომადა ნებისმიერი ქალის უნივერსალური დამხმარეა, რომელსაც შეუძლია გამოაცოცხლოს ყველაზე უფერული ჩაცმულობაც კი. მთავარია შეარჩიოთ საკუთარი ფერი: კანის თბილ ფერებს უხდება რბილი მარჯნისფერი, უფრო მუქ ფერებს კი - მკვეთრი წითელი, ბროწეულისფერი ან ალუბლისფერი.
3. დაიცავით კომპლექსური მოვლა
ნიღბების გაკეთება ძალიან კარგია, მაგრამ მოვლის არანაირი საშუალება არ გიშველით, თუ სწორად არ იკვებებით, ხშირად არ იქნებით სუფთა ჰაერზე და იძინებთ 7 საათზე ნაკლებს.
4. ისწავლეთ დამოუკიდებლად გაიკეთოთ ვარცხნილობა
არსებობს ერთი ეშმაკობა, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ იდეალურ ვარცხნილობას სახლის პირობებში. თავის დაბანის შემდეგ შემოიხვიეთ თავზე მიკროფიბრის პირსახოცი, რათა შეიწოვოს ზედმეტი წყალი, შემდეგ გაიშრეთ თმა ბუნებრივი წესით, ამის შემდეგ კი მრგვალი სავარცხლისა და ფენის დახმარებით გაიკეთეთ ვარცხნილობა გრძელ ან მოკლე თმაზე. ასე თმა უფრო სწორი და მბზინვარე იქნება.
5. მოძებნეთ საკუთარი განუმეორებელი არომატი
აირჩიოთ პარფიუმი - არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ის ერთი გამოიყენოთ. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ ისეთი არომატი, რომ დაამახსოვრდეთ.
6. ყურადღება მიაქციეთ წარბების ფორმას
ნუ გამოეკიდებით მოდის წესებს. საკმარისია მოახდინოთ ფორმის კორექტირება და გამოიყენოთ თმის ძირებზე ოდნავ ღია ფერის წარბების ფანქარი. მასე სახე ვიზუალურად უფრო ახალგაზრდა გახდება.
7. რეგულარულად განაახლეთ ვარცხნილობა
თმის სიგრძის დამოუკიდებლად, ვარცხნილობა უნდა განაახლოთ ორ თვეში ერთხელ. გახსოვდეთ, ვერანაირი ზეთები და შრატები ვერ გადაგარჩენთ გაყოფილი ბოლოებისგან.
8. მოუარეთ ხელებსა და ფრჩხილებს
მნიშვნელოვანია გქონდეთ ჯანმრთელი ფრჩხილები. ფრჩხილი დიზაინის არჩევანი უზარმაზარია. მთავარია ხელები გამოიყურებოდეს მოვლილად.
9. პრესის კუნთებზე მუშაობის დროს ცხიმი მუცელზე არ იწვება
პრესი იქნება, მაგრამ ცხიმის ფენის ქვეშ. იმისათვის რომ მუცელზე დაიწვას ცხიმი, მუდმივად შეწიეთ შიგნით მუცელი და დაძაბეთ კუნთები.
10. ყველაზე კარგად ზედმეტი გვერდების მოსაშორებლად ეხმარება ფეხის ვარჯიში - გაწელვა, ფეხებისთვის - სიარული.
11. იმისათვის რომ კუნთები ლამაზად ჩამოყალიბდეს და ძალიან არ გაიზარდოს, ივარჯიშეთ კვირაში 2-3-ჯერ და ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად გააკეთეთ გაწელვა.
12. დილიდან უზმოზე 2 ჭიქა წყალი, შეიძლება ლიმონით, 10 წუთის შემდეგ 2 ს.კ. ზეითუნის ან სელის ზეთი
(რათა დაგროვდეს საჭირო ცხიმი ორგანიზმში, მკერდისთვის და მენსტრუალური ციკლის შესანარჩუნებლად). ასევე შეიძლება მიირთვათ მწვანე ვაშლი.
13. 10-15 წუთში - საუზმე.
ის უნდა იყოს სრულფასოვანი, რათა ანიშნოს ორგანიზმს, რომ დროა გაიღვიძოს, და ასევე უზრუნველყოს ენერგიით მთელი დღე.
14. საჭმლის დროს და ასევე მის შემდეგ კიდევ 40 წუთი არაფერი არ დალიოთ!
ეს აფერხებს საჭმლის მონელებას, იწვევს სიმძიმეს და კუჭის კედლების გაფართოვებას.
15. იკვებოთ ხშირად და ცოტ-ცოტა
იდეაში მეტაბოლიზმისთვის საჭიროა იკვებოთ დღეში 5-ჯერ, ყოველ 3 საათში ერთი და იგივე დროს (იმისათვის რომ ორგანიზმი მიეჩვიოს და უკეთესად იმუშაოს).
16. აბანო და საუნა არ წვავს ცხიმს.
მხოლოდ გამოყავთ ორგანიზმიდან სითხე, რომელიც ბრუნდება 2 საათის შემდეგ.
17. არ ჭამოთ 6 საათის შემდეგ - სისულელეა. მთავარია არ ჭამოთ დაძინებამდე 3- 4 საათით ადრე.
18. 16 საათის შემდეგ - მხოლოდ ცილოვანი საკვები. ნახშირწყლები დღის მეორე ნახევარში გადაიქცევა ცხიმად.
19. კონტრასტული შხაპი
ყველაფრის პანაცეაა. ზრდის სისხლის ცირკულაციას, შესაბამისად, ჩქარდება მეტაბოლიზმი, იშლება ცელულიტი, ასევე უმჯობესდება სახის ფერი და ნებისყოფა.
20. საგულდაგულოდ დაღეჭეთ საკვები
ისევ იმისათვის რომ გააუმჯობესოთ მეტაბოლიზმი. იცით, რატომ ჭამენ ზოგიერთები ბევრს და არ სუქდებიან? იმიტომ რომ მეტაბოლიზმი აქვთ კარგი. ეს ფრანგი ქალების საიდუმლოც არის - ისინი არ ჩქარობენ ჭამის დროს და არასოდეს არ იხემსებიან.
21. დანაყრების გრძნობა მოდის 20 წუთის შემდეგ, იმის მერე რაც საკმარისად შეჭამეთ.
წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ჭამა შეიძლება 20 წუთში! ამიტომ ნელა ჭამეთ.
22. გადააქციეთ საკვების მიღება სიამოვნებად
იჯექით სწორი ზურგით, ტელევიზორის/ წიგნის გარეშე, გამოიყენეთ ყველა ხელსაწყო, გაშალეთ სუფრა ყველა წესის მიხედვით!
23. მოგინდათ წახემსება, მაგრამ არ ღირს?
გააკეთეთ 20 ჩაჯდომა, 50 ნახტომი. მიიღეთ არომატული აბაზანა, წადით მაღაზიაში და დაათვალიერეთ.
24. ვარჯიში გააკეთეთ ყოველ 5 წუთში ერთხელ, ზიხართ კომპიუტერთან
წადით და გააკეთეთ პრესის ვარჯიში, 5 წუთის შემდეგ შეიძლება ჩაჯდომებიც გააკეთოთ.
25. სპორტის შემდეგ არ მიირთვათ ორი მიზეზით:
ფიზიკურად - გაოფლიანდები, ფსიქოლოგიურად - დახარჯულ კალორიებს ისევ აკრეფთ.
26. ყოველ საათში ერთხელ დალიეთ 1 ჭიქა წყალი
(უკეთესია მცირე ყლუპებით ასე უფრო სასარგებლოა). გადააქციეთ ეს სასიამოვნო პროცესად - დაამატეთ ლიმონი, პიტნა. შეიყვარეთ წყალი.
27. ყავა, სიგარეტი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ფასტფუდი, ჩიფსები, მაიონეზი, ძეხვი
თქვენი ძირითადი მტერია. ზეპირად ისწავლეთ ეს სიტყვები და მოახდინე მათი ასოციაცია ცელულიტთან და განიერ გვერდებთან. შეიძულე ისინი!
28. თხილი, ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ მცირე რაოდენობით.
ეს სუპერკალორიული პროდუქტებია. ასე რომ ერთი მუჭა ნიგოზით, რომლითაც შეიძლება ადვილად გაერთოთ, შეუძლია შეავსოს მთელი დღის კალორიები. ამიტომ ნუ გაგიტაცებთ ზეთი, როცა სალათას ანელებთ.
29. კარტოფილი
ოღონდ არა შემწვარი. თუ ძალიან გინდათ, მიირთვით მოხარშული კარტოფილი კანიანად ან პიურე.
30. თეთრ და რუხ პურში ერთი და იგივე კალორიებია.
ამიტომ მიეჩვიეთ ჭამოთ უპუროდ, ან გადადით ჭვავის პურზე.
31. არ დალიოთ ჩაი, საერთოდ დაივიწყეთ ეს ჩვევა!
მხოლოდ საჭმლისგან დამოუკიდებლად ან შაქრის გარეშე, რად გინდა ცარიელი ნახშირწყლები? ეს საწამლავია. შეცვალე ის თაფლით.
32. მწვანე ჩაი - 2 ჭიქა დღეში. ამშვიდებს, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
<a href="https://foxy-fit.ru">https://foxy-fit.ru</a>