LIFE

თუ მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი გივლით, თქვენი ტვინი განსაკუთრებულია - მეცნიერული დასკვნა

თუ მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი გივლით, თქვენი ტვინი განსაკუთრებულია - მეცნიერული დასკვნა

ოდესმე გქონიათ შემთხვევა, რომ რომელიმემუსიკის მოსმენისას ჟრუანტელმა დაგიარათ და დაგბურძგლათ? - თუ თქვენი პასუხია „დიახ“, ეს ნიშნავს რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ, რომ თქვენი ტვინი სხვაგვარია.

გამოცდილება აჩვენებს, რომმუსიკის მოსმენის დროს ჟრუანტელი ძალიან იშვიათი მოვლენაა.

ჰარვარდის კურსდამთავრებული მეთიუ სეჩი ხელმძღვანელობდა კვლევას, რომლის მიზანიც იყო ინდივიდების დამოკიდებულების შესწავლა მუსიკისადმი და ამის საშუალებით ადამიანთა ტვინის განსხვავებოლობის დადგენა.

თუ მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი გივლით, თქვენი ტვინი განსაკუთრებულია - მეცნიერული დასკვნა

კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ 20 სტუდენტი, რომელთაგანაც 10-ს მუსიკისადმი განსაკურებული დამოკიდებულება აღმოაჩნდა. ისინი მუსიკის მოსმენისას ემოციურ და ფიზიკურ ცვლილებას ავლენდნენ. ფიზიკური ცვლილება კი ჟრუანტელით გამოიხატებოდა.

ყოველივეს შემდეგ კვლევაში ჩართული ადამიანების ტვინის სკანირება ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც მუსიკის მოსმენის დროს ემოციურ და ფიზიკურ ცვლილებას ავლენენ,აქვთ ტვინის განსხვავებული სტრუქტურა.

კვლევის თანახმად მათ ტვინს აქვს უფრო სქელი ბოჭკოები, ამასთან ისინი არიან უფრო ემოციურები და აქვთ კომუნიკაციის უკეთესი უნარი.

თუ მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი გივლით, თქვენი ტვინი განსაკუთრებულია - მეცნიერული დასკვნა

აღსანიშავია, რომ ასეთ ადამიანებს აღმოაჩნდათ განსაკუთრებული მეხსიერება და ისინი ყველა მუსიკას რაიმე კონკრეტულ მოვლენას უკავშირებენ.

მათთვის დეპრესია უფრო მარტივად დასამარცხებელია. მუსიკას თერაპევტის როლი აქვს და სწორედ მისი საშუალებით ახერხებენ ცხოვრების რთული მომენტების მარტივად გადალახვას.



<a href="https://www.indy100.com">https://www.indy100.com</a>