მშობლები

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული იყოს, ამიტომაც ისეთ რჩევებს აძლევენ, რომლებზეც თვლიან, რომ წარმატების მომტანი იქნება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებული რჩევები, რომლებსაც მშობლებისგან შვილები იღებენ, მცდარია.

გადავხედოთ მცდარ რჩევებს, და ასევე ფრაზებს რომლებიც შვილებს ამ რჩევების ნაცვლად უნდა უთხრათ.

1. მშობლები ურჩევენ შვილებს - „კონცენტრირება მოახდინე მომავალზე და მოგებაზე“. ამის ნაცვლად უმჯობესია თუ ეტყვით - „იცხოვრე (ან იმუშავე) ამ მომენტით“ - კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანს ვასწავლით ფოკუსირება მოახდინოს მომავალზე, მას იპყრობს შფოთვა და მომავლისამდი შიში, ადამიანი მუდმივი სტრესის ქვეშაა.

გამუდმებით სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ანგრევს ჯანმრთელობას. იწვევს კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითებას, რაც დაღს ასვამს ადამიანის საქმიანობას.

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

ბავშვები თავს იგრძნობენ უკეთ და ასევე გააკეთებენ ყველაფერს უფრო კარგად, თუ ასწავლით რომ იცხოვრონ მოცემული მომენტით. როდესაც ადამიანი ბედნიერია, ის უფრო სწრაფად სწავლობს, უფრო შემოქმედებითად ფიქრობს და პრობლემების გადაჭრა უფრო მარტივად შეუძლია.

რა თქმა უნდა, კარგია თუ ბავშვს კონკრეტული მიზანიც ექნება, მაგრამ არ უნდა აიძულოთ რომ მხოლოდ ამ მიზნის მიღწევისკენ იყოს ორიენტირებული.

2. მცდარია, როცა ბავშვს ეუბნებით - „სტრესი გარდაუვალია“, ამის ნაცვლად უთხარით, რომ ისწავლოს სიმშვიდის შენარჩუნება - ადამიანს შფოთვა ადრეული ასაკიდანვე აწუხებს. ბავშვები დარდობენ სასკოლო ქულებზე, ურთიერთობებზე, ზოგჯერ, განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი პრობლემები მათ სიუციდისკენ უბიძგებთ.

ზრდასრული ადამიანები კი სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს იღებენ გადაჭარბებული რაოდენობის კოფეინს, ალკოჰოლს, ძილის წამლებს და სხვადასხვა დამამშვიდებლებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ბავშვებისთვის ცხოვრების წესის კარგი მაგალითი. არ არის გასაკვირი და ამას კვლევაც აჩვენებს, რომ ასეთი მშობლების შვილებისთვის განსაკუთრებით რთული დასაძლევია პრობლემები.

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, რომ თავიანთ შვილებს ასწავლონ ის უნარები, რომლებიც მათ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. ასწავლეთ დამშვიდებისთვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება - იოგა, მედიტაცია, ღრმად სუნთქვა. ეს ბავშვებს დაეხმარება რომ სტაბილურობა და რთულ სიტუაციებში სიმშვიდე შეინარჩუნონ.

3. შეცდომაა თუ ბავშვს ვეუბნებით, რომ უნდა იყოს დაკავებული, ამის ნაცვლად უმჯობესია თუ ეტყვით, რომ იმხიარულოს და ისიამოვნოს არაფრის კეთებით - მოზარდების დღის განრიგი გადატვირთულია. მათ დღის განმავლობაში არაერთი აქტივობა უწევთ - სკოლა, სპორტი, სხვადასხვა საგნის მასწავლებელთან სიარული.

თუმცა გეტყვით, რომ არაფერია ცუდი თუ ბავშვს მისცემთ გართობის საშუალებასაც, უფრომეტიც, ეს აუცილებელია. ყველა ადამიანს სჭირდება შესვენება და ცოტა ხნით განტვირთვა. დიდი იდეები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც კონკრეტულ საქმეს მოსწყდებით და ისვენებთ, ან აკეთებთ ისეთ რამეს, რაც გამხიარულებთ.

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

ასეა როგორც ზრდასრულების, ასევე მოზარდების შემთხვევაში. კვლევა აჩვენებს, რომ ტვინი განსაკუთრებით კარგად კარგად სწორედ ამ დროს მუშაობს.

4. მცდარია თუ ასწავლით, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით განვითარდეს, რაღაც კონკრეტული პროფესიისადმი გამოიჩინოს ადრეული ასაკიდანვე ყურადღება, უმჯობესია ასწავლოთ, რომ კარგია თუ ბევრი სხვადასხვა ინტერესი ექნება - მშობლები, როგორც წესი, თავიანთ შვილებს რომელიმე პროფესიასთან აიგივებენ და ცდილობენ რომ ადრეული ასაკიდანვე მხოლოდ ერთი მიმართულებით განივითარონ უნარები.

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, როდესაც ბავშვს მშობელი ადრეული ასაკიდანვე რომელიმე პროფესიასთან აიგივებს, მას ეკარგება სურვილი, რომ სხვა პროფესიაშიც სცადოს ბედი. მას აღარ სურს თავისი კომფორტის ზონის დატოვება.

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანის ტვინს განვითარებისთვის ყოველთვის სჭირდება რაღაც ახლის შესწავლა. ასწავლეთ შვილს, რომ შეუძლია შეისწავლოს ნებისმიერი რამ რაც მოესურვება. შედეგად როდესაც ის გაიზრდება, უფრო მეტად იქნება მზად გამოწვევებისთვის და იქნება უფრო კონკურენტული.

5. მცდარია თუ ეუბნებით შვილს, რომ საკუთარი თავისადმი ძალიან კრიტიკული უნდა იყოს, უმჯობესია ასწავლოთ საკუთარი თავის კარგად განსჯა და არა მხოლოდ სისუსტეზე ორიენტირება - განვითარებისთვის საკუთარი თავისადმი ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ მშობლები შვილებს უბიძგებენ რომ საკუთარი თავისადმი ძალიან კრიტიკულები იყონ და ეს არასწორი მიდგომაა.

კვლევა თვითკრიტიკის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანი როდესაც მიმართავს თვითკრიტიკას ის მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მხარეზეა ორიენტირებული.

რჩევები, რომლებიც მშობლებმა შვილებს არ უნდა მისცეთ - 5 ყველაზე ცუდი რჩევა

თვითკრიტიკის შედეგად ადამიანს სტანჯავს შფოთვა და დეპრესია როცა რაიმე გამოწვევის წინაშე დგას. უმჯობესია მშობელმა იზრუნოს იმაზე, რომ შვილმა განივითაროს თვითრწმენა. ასწავლეთ რომ მარცხისა და წარუმატებლობის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და ეს არ ნიშნავს, რომ ხელმოცარულია. ასწავლეთ, რომ ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>