ქალები კრიტიკული დღეების დროს ძალიან ემოციურები არიან და ეს სხვებისთვის მარტივად შესამჩვევია.
იმისთვის, რომ დანარჩენებისთვის მოსაბეზრებლები არ ვიყოთ და ამ პერიოდის შემდეგ საკუთარი ქცევების არ შეგვრცხვეს, იმისთვის, რომ კრიტიკული დღეები მარტივად გადავიტანოთ, გთავაზობთ 10 რჩევას - რა არ უნდა გააკეთოთ ასეთ დროს:
1. არ არის მიზანშეწონილი საჭმლის მომზადება - თუ ასეთ დროს სამზარეულოში ფუსფუსებთ, დიდი შანსია, რომ საკუთარ თავს ავნებთ. ყველაფერს გადაჭარბებული ემოციითა და ყურადღებით ეკიდებით, რაც საპირისპირო შედეგს იღებს. ყოველივეს გამო დიდი შანსია, რომ დამწვრობას მიიღებთ, ან დანით ხელს გაიჭრით. ამიტომ, გირჩევთ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საჭმელების მომზადებისგან თავი შეიკავოთ.
2. შეეშვით ტელეფონს - ემოციები იმდენად მოჭარბებულია, რომ შეიძლება თქვენი ყოფილი ბოიფრენდის ნომერი აკრიფოთ, ხოლო შემდეგ ეს საშინლად ინანოთ. ამიტომ, ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და ქცევები. რამდენიმე დღეში ეს პერიოდი გაივლის და შეიძლება შეგრცხვეთ.
3. არავითარ შემთხვევაში არ ივარჯიშოთ - არაფერი დაშავდება თუ რამდენიმე დღით ვარჯიშზე უარს იტყვით. ამ პერიოდში ვარჯიშით შეიძლება ტკივილი გაგიმძაფრდეთ, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დიდი ალბათობით ვარჯიშის გამო უფრო მეტ სისხლს დაკარგავთ და არც იმისგან ხართ დაზღვეული, რომ სავარჯიშო ფორმა დაგესვაროთ და თქვენი მდგომარეობის შესახებ ყველამ შეიტყოს.
4. არ უყუროთ რომანტიკულ ფილმებს - თუ მარტოხელა ხართ და რომანტიკულ ფილმს უყურებთ, თავს ცუდად იგრძნობთ, პაემანზე წასვლა მოგინდებათ, ხოლო თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა მარტოხელობის პერიოდი მოგენატროთ. ჩათვლით, რომ ადამიანებს, რომლებსაც ეკრანზე ხედავთ ამაღელვებელი ცხოვრება აქვთ, თქვენი ცხოვრება კი მოსაწყენია და ამის გამო დიდი ალბათობით, ბევრს იტირებთ.
5. ნუ შეჭამთ ტონობით შოკოლადს - არ დაუჯეროთ მათ ვინც გეტყვით, რომ თუ მენსტრუალური ციკლის დროს ბევრ შოკოლადს შეჭამთ, თავს უკეთ იგრძნობთ, ეს ასე არ არის. თავს უკეთ ვერ იგრძნობთ, სამაგიეროდ რამდენიმე დღეში აღმოაჩენთ, რომ წონაში მოიმატეთ.
6. ნუ ეძებთ ჩხუბისთვის მიზეზებს - ამ პერიოდში ადამიანები ეძებენ მიზეზებს ჩხუბისთვის. შეიძლება უახლოეს ადამიანებს ეჩხუბოთ ამინდის გამო ეჩხუბოთ. გვერწმუნეთ, ეს ნამდვილად არ ღირს. სცადეთ, გააკონტროლოთ ემოციები. ყველაფერი ჰორმონების ბრალია, რომელიც რამდენიმე დღეში კვლავ ფორმაში იქნება.
7. არ ადგეთ საწოლიდან - საშინელ განწყობაზე ხარ და ვერავინ ეგუება თქვენს ასეთ გუნებას. დარჩით საწოლში, დაიძინეთ და განიტვირთეთ. თქვენი მდგომარეობის გამო სხვებს პრობლემებს ნუ შეუქმნით.
8. თავი დაანებეთ სახლის საქმეებს - ასეთ დროს უმჯობესია, თუ ფიზიკურ მუშაობაზე უარს იტყვით, ასეთ მდგომარეობაში ეს მავნებელია. შეიძლება წელის არეში მძაფრი ტკივილი იგრძნოთ. უმჯობესია, წიგნი წაიკითხოთ, რაიმე ფილმი ნახოთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.
9. უარი თქვით სირბილზე - მენტრუაციის პერიოდში სირბილი ყველაზე ცუდი იდეაა. თავს საშინლად იგრძნობთ, იგრძნობთ საშინელ დაღლილობას. ამ დროს ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ და დიდი ალბათობით პარკში, სადაც დარბიხართ ადამიანები თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევენ და ცუდ ხასიათზე დადგებით. ამავდროულად, უფრო ქმეტ სისხლს დაკარგავთ და მეტ სისუსტეს იგრძნობთ.
10. შეეშვით განუწყვეტელ ფიქრს - როგორც უკვე ვთქვით, კრიტიკულ დღეებში ქალი განსაკუთრებით ემოციურია. მას ძირითადად მძიმე, ნეგატიური ფიქრები აწუხებს, ფიქრობს ყველაფერზე გადაჭარბებულად, დარდობს ყველაზე და ყველაფერზე, არის სევდიანი და ხშირად ტირის. უმჯობესია, აიძულოთ თავი სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება. უსარგებლო ფიქრი მხოლოდ დეპრესიაში ჩაგაგდებთ. ვიცით, რომ ასეთ დროს რთულია პოზიტივზე გადართვა, მაგრამ შესაძლებელია.
თემები: ქალები, რჩევები, კრიტიკული დღეები.
<a href="http://funny.allwomenstalk.com">http://funny.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია