სტილი

რა უნდა იცოდე ახალი ქართული ბრენდ „დარაიას“ შესახებ

რა უნდა იცოდე ახალი ქართული ბრენდ „დარაიას“ შესახებ

ქართული სამოსის ბრენდი „დარაია“ სულ რამდენიმე თვის წინ მეგობრებმა — ქეთა ლომიძემ და თინა ალექსიშვილმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი მინიმალური ინვესტიციით განხორციელდა, „დარაიას“ საცურაო კოსტიუმები და საზღვაო სამოსი buyers.ge-ს ბესთსელერები გახდა. 

რა უნდა იცოდე ახალი ქართული ბრენდ „დარაიას“ შესახებ

გთავაზობთ „დარაიას“ შესახებ რამდენიმე ფაქტს, რაც ყველა მოდის მოყვარულმა უნდა იცოდეს:

რა უნდა იცოდე ახალი ქართული ბრენდ „დარაიას“ შესახებ
  1. „დარაია“ სპარსული სიტყვაა და ქართულად აბრეშუმის ქსოვილს ნიშნავს.
  2. ბრენდის არც ერთი დამფუძნებელი დიზაინერი არ არის: ქეთა ლომიძე — ჟურნალ „კულინ არტის“, Georgia To See-ს და „ჟურნალ XII-ის“ თანამფლობელი და იდეის ავტორი პროფესიით მარკეტოლოგია, თინა ალექსიშვილი კი — მსახიობი. ადრე ტანსაცმელს პირადი მოხმარებისთვის იკერავდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს, ჰობს ბიზნესის სახე მიეღო.
  3. „დარაია“ ქართველი ხელოვანების წახალისების მიზნით მხატვრებთან კოლაბორაციებს მიმართავს: საგაზაფხულო კოლექცია მარიამ ბარდაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა. მხატვრის ნამუშევრები ქსოვილებზე აბსოლუტურად „ცოცხალი“ სახით, ფოტოშოპში დამუშავების გარეშე დაიტანეს.
  4. „დარაიას“ წარმოებაში მხოლოდ ბუნებრივი, უმაღლესი ხარისხის ქსოვილები გამოიყენება: საზაფხულო კოლექცია აბრეშუმით და შიფონითაა შესრულებული. ეს ქსოვილები „დარაიას“ გუნდმა ორი თვის განმავლობაში განუწყვეტელი ექსპერიმენტების შედეგად შეარჩია: განსხვავებულ მასალებზე ბეჭდავდნენ და აკვირდებოდნენ, რომელი ქსოვილი მიიღებდა უკეთ პრინტს.
  5. „დარაიას“ წარმოების ყველა ეტაპი საქართველოში მიმდინარეობს.
რა უნდა იცოდე ახალი ქართული ბრენდ „დარაიას“ შესახებ

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, საშემოდგომო კოლექციაში შედარებით ხელმისაწვდომ, ახალგაზრდულ ხაზსაც შემოგვთავაზებენ.



ფოტო: Anaboko for Daraia, Louisa for Buyers.ge