სტილი

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017 წლის შემოდგომის ძირითადი ტრენდები

2017 წლის შემოდგომაზე პოპულარობის პიკზე რჩება სხვადასხვა სტილის ქალის კოსტიუმები. ისინი შეიძლება იყოს დახვეწილი, კლასიკური ან შედგებოდეს თავისუფალი შარვლისა და პიჯაკისგან, რომლებიც უფრო მამაკაცისას გვაგონებენ.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ლაბადების, კაბების, ქვედაბოლოებისა და კომბინეზონების სახით ინარჩუნებს აქტუალურობას ტყავი. ძალიან მოდურია ამ შემოდგომაზე ველვეტის პალტო, ასევე ნივთები „ლეოპარდის“ პრინტით.

უჯრედი - ეს 2017 წლის მომავალი საშემოდგომო სეზონის ზედა ტანსაცმლის ახალი ტრენდია. მოდის პოდიუმებზე უპირატესობა ენიჭება სხვადასხვა ფერის უჯრედიან გრძელ და მოკლე პალტოებს.

2017 წლის შემოდგომის ტანსაცმლის მოდური სტილი

მამაკაცის სტილი

2017 წლის შემოდგომაზე ყველა ქალს შეუძლია იყოს მამაკაცური. ამაში დაეხმარება მოდური მამაკაცის სტილი. თუ შემოდგომამდე შეიძლებოდა განიერი შარვლების, თავისუფალი პერანგებისა და პიჯაკების ტარება, შემოდგომის დადგომასთან ერთად მხოლოდ შარვალი უნდა შეცვალოთ კლასიკური ვარიანტით.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

კონტრასტული სტილი

შემოდგომაზე ძალიან პოპულარულია კონტრასტულობა ტანსაცმელში. ვინაიდან ვიწრო შარვლების და პლისე ქვედაბოლოების თაყვანისმცემლები მოდურ ტრენდში მოხვდებიან, ფერების მრავალფეროვნებაში მათ შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ფანტაზია. ასე, წითელი ქვედაბოლო წარმატებით შეეხამება შავი ფერის ტრიკოტაჟის როლინგს, მდოგვისფერი შარვალი - მწვანე ფერის ნაქსოვ განიერ სვიტრს. ასეთი სტილი გამართლებული იქნება გასეირნების დროსაც, და ოფისშიც.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

კლასიკური სტილი

კლასიკა არასოდეს არ კარგავს აქტუალურობას და საშუალებას გვაძლევს შესაფერისად გამოვიყურებოდეთ ნებისმიერ სიტუაციაში. 2017 წლის საშემოდგომო სეზონი გვთავაზობს კლასიკური კოსტიუმის ტარების უამრავ ვარიანტს. ფორმის სიმკაცრე და ლაკონურობა კომპენსირდება მკვეთრი ფერებით, რომლებიც ნებისმიერ ქალს გახდის შესამჩნევს.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

რეტრო სტილი 

რეტრო-სტილი უკვე მესამე სეზონია არ ჩამოდის მოდის პოდიუმებიდან. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია - ინდივიდუალურობა და განუმეორებლობა. უპირატესობა შეიძლება ნებისმიერ ათწლეულს მიანიჭოთ - 50-დან 80-მდე და გამოიყურებოდეთ ულტრამოდურად 2017-ში.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

მილიტარი

ზაფხულისა და გაზაფხულის მილიტარისგან შემოდგომაზე მხოლოდ მუნდირები დარჩა. წელში გამოყვანილი ჟაკეტი-მუნდირი ულტრამოდურ ზონრებთან და მოკლე შარვლებთან შეხამებაში ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ამასთან სულაც არ ანიჭებს ქალს მამაკაცურ იერს, პირიქით, ხაზს უსვამს ქალურობას.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017 წლის შემოდგომის მოდური ფერები და პრინტები

2017 წლის შემოდგომის პრინტები

მოდაშია არა მხოლოდ მკვეთრი ფერები, არამედ დიდი, შესამჩნევი პრინტებიც. რომბები, უჯრედი, სიმკვეთრის მიუხედავად, გამოიყურება თავშეკავებულად და ძალიან დახვეწილად.

„ლეოპარდის“ პრინტი - 2017 წლის სეზონის ტრენდი - უმჯობესია აირჩიოთ პალტოსთვის, ვიდრე კაბისთვის. კაბა შეიძლება აირჩიონ მხოლოდ მოხდენილი ფიგურის მქონე მფლობელებმა, რომლებიც სწორად შეურჩევენ აქსესუარებს და არ დაიკარგებიან ასეთ მკვეთრ ფერში.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ამ სეზონზე ასევე მოდაშია შეუდარებელი უჯრედი. ის შეიძლება იყოს შესრულებული სხვადასხვა ფერების შეხამებაში, მაგალითად, მოგვაგონოს „შოტლანკა“.

შემოდგომის სეზონზე მწვავე მოდურს წარმოადგენს აბსტრაქტული და ყვავილოვანი პრინტი. აბსტრაქტულმა პრინტმა შეიძლება მისცეს ტონი მთელ გარეგნობას, იმიტომ რომ მასში აგრესიულობა ან რომანტიულობა შემოაქვს. ეს დამოკიდებულია ელემენტების ფერთა შეხამებასა და მათ მოხაზულობაზე. მაგალითად ლაქები, რომლებიც გვაგონებს აკვარელის ფერწერას, შეიძლება შემოიტანონ რომანტიული განწყობა.

2017 წლის შემოდგომის მოდური ფერები

პოპულარობის პიკზეა მკვეთრი წითელი, „ვარდისფერი კედარი“, მოიასამნისფრო-იისფერი, მოზურმუხტისფრო-მწვანე, თიხისფერი და ბევრი სხვა. მთავარია დაიცვათ ფერების შეხამების წესები და ყურადღება მიაქციოთ გარეგნობის ჰარმონიას.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017 წლის შემოდგომის მოდური ჭრა

თავისუფალი ჭრა ინარჩუნებს თავის აქტუალურობას და საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ის ნებისმირი ფიგურისთვის. მარტივ, ლაკონურ ტანსაცმლის ყოველდღიურ კომპლექტებს, საქმიან კოსტიუმებს შეუძლია დამალოს ნაკლოვანებები და ხაზი გაუსვას ფიგურის ღირსებებს.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

სხვადასხვა სიგრძე

2017 წლის შემოდგომაზე კაბებისთვის, ქვედაბოლოებისთვისა და პალტოებისთვის მოდური სიგრძის მკაფიო განსაზღვრა არ არსებობს. სამაგიეროდ მოკლე შარვალში ნამდვილად იქნებით ტრენდულები. ძალიან მოდურია ატაროთ კოჭებამდე გრძელი პალტო და მოკლე ქურქი-ბომბერი.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017 წლის შემოდგომის მოდური ქსოვილები

ამ შემოდგომაზე განსაკუთრებით პოპულარულია: ველვეტი ოქროს ნაქარგით, ხავერდი ოქროს ნაქარგით, ტყავი, ბეწვი მსუბუქ ქსოვილებთან შეხამებაში. ხავერდი - 2017 წლის სიახლეა. ცნობილი დიზაინერების კოლექციებში შეგხვდებათ ამ ქსოვილის კაბები და ქვედაბოლოები, შარვლები და სპორტული კოსტიუმებიც კი.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017 წლის შემოდგომის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სიახლეები

პალტო

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

თუ არ იცით, რა ჩაიცვათ შემოდგომაზე, რომ არა მხოლოდ თბილად იყოთ, არამედ მოდურიც, მიაქციეთ ყურადღება პალტოს. 

· პალტო-აბრეშუმის პარკი (ოვერსაიზი);

· A-სილუეტის პალტო;

· პალტო-კეიპი - ტრაპეციის ფორმის უსახელო შემოსაცმელი;

· პონჩო;

· პალტო-შემოსაცმელი;

· პალტო უბრალო თავისუფალი ჭრით;

არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება დეტალებს - აუცილებელია ასიმეტრიული საყელოს და დიდი ჯიბეების არსებობა.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ქურთუკები

2017 წლის შემოდგომაზე პოპულარობის პიკზეა ქალის ქურთუკი-ბომბერი ელასტიური მანჟეტებით და საყელოთი - ეს ვარიანტი მათთვის არის, ვისაც უნდა სტილურად გამოიყურებოდეს. ზედა ტანსაცმელზე მისაღებია მკვეთრი საინტერესო ნაქარგი, განსაკუთრებით უჩვეულოდ გამოიყურება ეს ტყავის მოდელებზე.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ქვედაბოლოები

იმისათვის რომ 2017 წლის შემოდგომაზე ლამაზად გეცვათ, საჭიროა გარდერობში გქონდეთ პლისე და ფუშფუშა ქვედაბოლო. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ სიგრძე - მაქსი, ან მინი, გააჩნია რა მიზნისთვის ირჩევთ. ორივე მოდელს - პლისესაც, და ფუშფუშასაც - უნდა ჰქონდეს კონტრასტული შეხამება ტანსაცმლის ზედა ნაწილთან - როლინგთან, ბლუზასთან და ა.შ. შავი და თეთრი, შავი და წითელი, თეთრი და ლურჯი, მუქი იისფერი და ცისფერი - სეზონის განსაკუთრებით მოდური შეხამებაა.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

კაბები

ამ სეზონზე კაბებს ძალიან უჩვეულო ფორმები აქვს. არ კარგავენ აქტუალურობას ძალიან გრძელი აბრეშუმისა და მაქმანებიანი კაბები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ველვეტის კაბებს. ოქროსფერით გაწყობილი ხავერდის კაბები - სიახლეა, რომელიც შემოვიდა მხოლოდ შემოდგომის სეზონზე.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

შარვალი

მოკლე შარვლებმა განდევნეს პოდიუმებიდან განიერი ქვედაბოლო-შარვლები და დაიკავეს საუკეთესო მდგომარეობა. შეიძლება აირჩიოთ ნებისმიერი ფორმა, დეკორი და ფერი - განიერი, ვიწრო, კლოში, მანჟეტებით. ველვეტის შარვალი - არა მხოლოდ მოდურია, არამედ ძალიან მოხერხებულიც. უმჯობესია შეახამოთ ის ტყავის ლაბადასთან, ქურქთან და პალტოსთან.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ჯინსები

2017 წლის საშემოდგომო მოდა ითვალისწინებს სკინისთან და ბოიფრენდებთან დამშვიდობებას და კოლექციაში კლასიკური ვიწრო სტილისა და momjeans-ის შეძენას. ნაზი ფერები ასევე ტოვებენ პოდიუმს, მათ ცვლიან მოზურმუხტისფრო-მწვანე, იისფერი და ღვინისფერი.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

კომბინიზონები

2017 წლის შემოდგომაზე ულტრამოდური ხდება ტყავის კომბინიზონები. შეიძლება ატაროთ ჯინსისაც, ის არა მხოლოდ ძალიან მოდურია, არამედ პრაქტიკულიც, და ძალიან მოხერხებულიც.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ფეხსაცმელი

მაღალი ტყავის ბოტფორტები და ჩექმები ისევ მოდაშია. გარდა ამისა მოდაშია ყველაფერი, რასაც აქვს თასმები. ქუსლი - დაბალი ან ძალიან მაღალი. პოპულარობის პიკზეა მაღალყელიანი ჩექმები მუხლს ზემოთ.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

2017 წლის შემოდგომის აქსესუარების სიახლეები

ქუდები

ტრენდშია შალის ფართოფარფლიანი ქუდები. ისინი იდეალურად ეხამება თავისუფალ პალტოს და შეიძლება იყოს შავი, ღვინისფერი ან ბორდო.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

ჩანთები

პატარა კლატჩების მკვეთრი ფერები - ეს 2017 წლის შემოდგომის აქტუალური მოდელებია.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები

სამკაულები

2017 წლის შემოდგომაზე პოპულარობის პიკზეა: ვერცხლი, მეტალი ვერცხლისფერი მბზინვარებით, მოოქროვილი მეტალი, ატლასი, აბრეშუმი, ბუმბული, ნახევრადძვირფასი ქვები. ყველა ეს მასალა გამოიყენება მოცულობით დიდი და შესამჩნევი ბიჟუტერიისთვის. კოლიე და საყურეები უნდა იყოს მასიური და შესამჩნევი.

2017-2018 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის მთავარი ტრენდები



<a href="https://foxy-fit.ru">https://foxy-fit.ru</a>