როცა და გყავს უფრო ბედნიერი, წარმატებული და ოპტიმიზმით სავსე ხარ - ახალი კვლევის შედეგი
- 12.09.2017
ახალი კვლევის თანახმად, როცა ადამიანს ჰყავს და, ეს ფაქტი მას ბედნიერებითა და ოპტიმიზმით ავსებს, სამწუხაროდ, იგივეს თქმა არ შეგვიძლია ძმის შესახებ.
ასევე, კვლევის მიხედვით, როცა მშობლებს ერთზე მეტი გოგონა ჰყავთ, ამ ოჯახს უფრო მარტივად შეუძლია პრობლემების გადაჭრა. გოგონებს უყვართ მჭიდრო, ახლობლური ურთიერთობები და ეფექტური კომუნიკაცია, რაც პოზიტიურად აისახება მთელი ოჯახის ცხოვრებაზე.
პროფესორ ტონი კასადის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ გყავს და, ეს იმედით გავსებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
„დებს შორის არის უფრო ღია კომუნიკაცია და მათ აქვთ ოჯახის გაერთიანებისა და გამყარების ძალა. მაშინ როცა ძმები სრულიად საპირისპირო ეფექტს ახდენენ ოჯახის ცხოვრებაზე“, - წერს კვლევის ავტორი.
კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გოგონებს, რომლებსაც ჰყავთ დები, არიან უფრო დამოუკიდებლები და უფრო წარმატებულები.
ასევე, თუ მშობლები ეყრებიან და მათ გოგონები ჰყავთ, ნაკლებად უჭირთ განშორებით გამოწვეული ტკივილის გადატანა. ამ რთულ მომენტში დები ერთმანეთის და ასევე მშობლების მხარდამჭერების ფუნქციას ითავსებენ.
„ბიჭების ბუნება სხვაგვარია - ისინი რაც შეიძლება ნაკლებს საუბრობენ და არ გამოხატავენ ემოციებს. როცა ოჯახში ბიჭები არიან, იქ კონსპირაციული სიჩუმე სუფევს, რაც ცუდად მოქმედებს ოჯახის სიმყარეზე, რასაც ვერ ვიტყვით გოგონებზე, ისინი გახსნილები არიან“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
კვლევაში ჩართული იყო 17-დან 25 წლამდე ასაკის 571 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართული დედისერთა ადამიანების უმეტესობამ გამოავლინა ბედნიერებისა და ოპტიმიზმის საშუალო ხარისხი.
კვლევის თანაავტორი, ლიზ რაიტი წერს, რომ დედისერთა ადამიანები ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებენ სახლის გარეთ, მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ, თუმცა ეს ადამიანები ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ და საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან.
თემები: ურთიერთობა, ქალები, დედმამიშვილი
<a href="http://www.telegraph.co.uk">http://www.telegraph.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია