6 რამ, რასაც უნდა უთხრათ „არა“ - თუ გსურთ, რომ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება გქონდეთ
- 13.09.2017
ადამიანების უმეტესობისთვის „არას“ თქმა რთულია. მაშინაც კი არ ვეუბნებით ადამიანებს რაიმეზე უარს, როცა მისი გაკეთება არ შეგვიძლია, ან ვიცით, რომ კონკრეტული რამ, რასაც ვაკეთებთ ჩვენთვის ზიანის მომტანი იქნება.
შედეგად, ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ვხარჯავთ, რომელსაც საკუთარ კეთილდღეობას ვაკლებთ. ზოგჯერ აუცილებელია, ვთქვათ - „არა“, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
გთავაზობთ 6 რამეს, რაზეც უარი უნდა თქვათ:
1. უარი თქვით სხვისი საქმეების კეთებაზე - ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის რთულია. ზოგიერთი კი, ყველაფერს იმით ამარტივებს, რომ თავის გასაკეთებელ საქმეს სხვას „აჰკიდებს“. ზოგჯერ სწორედ სხვის საქმეებს ვიტვირთავთ ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ უარის თქმა არ შეგვიძლია და ამ დროს საკუთარს უყურადღებოდ ვტოვებთ.
ისწავლეთ არას თქმა. თუ ატყობთ, რომ ვიღაც ცდილობს თქვენი დახმარებით გააკეთოს ყველაფერი, უმჯობესია, ეს ცხადად დაინახოთ და საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ.
2. უარი თქვით ისეთ სიტუაციაში ყოფნაზე, სადაც იცით, რომ თავს ცუდად იგრძნობთ - ცხოვრებაში არის რაღაცები, რისი გაკეთებაც არ გსურს, არის გარემო, სადაც არ გინდათ ყოფნა, არიან ადამიანები, რომლებთანაც არ გსურს ურთიერთობა, თუმცა მაინც უსიამოვნო სიტუაციებში ხართ, რადგანაც უარის თქმა არ შეგიძლიათ.
ეს ძალიან გაწუხებთ, გაბრაზებთ და განწყობას გიფუჭებთ. შეწყვიტეთ ასე ცხოვრება. ურთიერთობა გქონდეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთან ერთად ყოფნაც გსიამოვნებთ, აკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც გსიამოვნებთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ბიზნესის წამოწყების დროს. ნუ გაერთიანდებით იმ ადამიანთან, რომელთან ერთად ყოფნაც გაღიზიანებთ.
3. არ დაკავდეთ იმ საქმით, რომელსაც ვერ იტანთ - შეიძლება დაკავებული ხართ ისეთი საქმით,რომელსაც ვერ იტანთ, მაგრამ ამას კონკრეტული მიზეზების გამო აკეთებთ, მაგ: შემოსავლის გამო და უარს ვერ ამბობთ. მსგავსი დამოკიდებულება მცდარია. ყოველთვის სჯობს აკეთოთ ის საქმე, რომელიც გიყვართ, ეს სასიამოვნო და ამასთანავე თქვენთვის აუცილებლად უფრო მომგებიანი აღმოჩნდება.
4. უარი უთხარით არაჯანსაღ ჩვევებს, რომლებიც სიამოვნებას განიჭებენ - მაგ: ძალიან გიყვართ ჭამა და მიირთმევთ ყველაფერს, მათ შორის, არაჯანსაღ საკვებს. ეს ჯანმრთელობის პრობლემებსა და წონის მატებას იწვევს. უმჯობესია, თუ გამოიჩენთ ნებისყოფას და ამ და მსგავს ჩვევებს ეტყვით „არას“. დაიცავით ყოველთვის, ყველაფერში ზომიერება.
5. უარი უთხარით არაჯანსაღ ურთიერთობებს - თავი აარიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უხეშად ერევიან თქვენს ცხოვრებში, არ გაძლევენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და გიზღუდავენ თვაისუფლებას. ეს ეხება სასიყვარულო უირთიერთობასაც. როცა სასიყვარულო ურთიერთობა დისკომფორტს გიქმნის და ცხოვრებაში ხელს გიშლით სჯობს რომ მას უთხრათ - „არა“.
6. ნუ მიეჯაჭვებით წარსულს - ადამიანთა უმეტესობას წარსულში მძიმე გამოცდილება აქვს, მძიმე ბავშვობა, ფსიქოლოგიური ტრავმა. მომავალზე ყოველივე მძიმე გავლენას მოახდენს, თუ მასზე ფიქრს თავს არ დაანებებთ. პროგრესი წარმოუდგენელია იმ შემთხვევაში, თუ წარსულზე წუწუნს, დარდს არ მოეშვებით. სჯობს წინ გაიხედოთ და მომავლზე იზრუნოთ.
თემები: პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია