მშობლები

ბავშვის აღზრდის დროს მშობლების დაშვებული შეცდომები - რა იწვევს მორცხვი, გაუბედავი და პასიური ადამიანის ჩამოყალიბებას?

ბავშვის აღზრდის დროს მშობლების დაშვებული შეცდომები - რა იწვევს მორცხვი, გაუბედავი და პასიური ადამიანის ჩამოყალიბებას?

მშობლები თვლიან, რომ თავად უკეთ იციან რა არის შვილისთვის კარგი, თუმცა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში აღზრდისას ისინი ბევრ შეცდომას უშვებენ.

გთავაზობთ მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებს და ამ შეცდომების შედეგს:

1. თუ თქვენი შვილი საიდუმლოებით მოცულია, ყველაფერს გიმალავთ და არ გენდობათ - ეს იმიტომ, რომ თქვენ მას გადაჭარბებულად უბრაზდებით, ყველაფერზე შენიშვნებს აძლევთ და მუდამ ეჩხუბებით.

2. თუ თქვენი შვილი გაუბედავი და მორცხვია - ალბათ ეს იმიტომ, რომ თქვენ წყვეტთ მის ყველა პრობლემას, უმარტივეს საკითხებსაც კი, რომელიც თავად უნდა მოაგვაროს, თქვენ უგვარებთ.

3. თუ მას ყიდულობთ ყველაფერს რაც სურს, მაგრამ მაინც ყოველთვის სხვა ბავშვების სათამაშოები უნდა - ეს ნიშნავს რომ არასწორად ურჩევთ სათამაშოებს. არ იცნობთ საკუთარ შვილს კარგად. არ არის აუცილებელი ყველაფერი უყიდოთ. მთავარია, იცოდეთ მისი ინტერესები და ამ ინტერესების შესაბამისად შეურჩიოთ.

4. თუ თქვენი შვილი შურით ივსება და ეჭვიანობს - ეს იმიტომ, რომ თქვენ ხშირად ადარებთ მას სხვებს.

5. თუ ბავშვი უზრდელი და თავხედია - დიდი ალბათობით ეს იმიტომ, რომ მსგავს ქცევებს უყურებს სახლში, ოჯახის წევრებიც თავხედურად იქცევიან, ისინი კი მაგალითს სწორედ ოჯახის წევრებისგან იღებენ და მათ ქცევებს იმეორებენ.

ბავშვის აღზრდის დროს მშობლების დაშვებული შეცდომები - რა იწვევს მორცხვი, გაუბედავი და პასიური ადამიანის ჩამოყალიბებას?

6. თუ ბავშვი ხშირადაა გაღიზიანებული და ხშირად ტირის - ეს ალბათ იმიტომ, რომ ის ყურადღების ნაკლებობას განიცდის. მას სურს, რომ ვინმემ შეამჩნიოს და ყურადღება მიაქციოს.

7. თუ ბავშვი ცდილობს მოგატყუოთ - ეს იმიტომ, რომ თქვენ საშინლად გაუბრაზდით და დასაჯეთ შეცდომის დაშვების გამო. ახლა თქვენი ეშინია და ცდილობს, რომ მოაგტყუოთ.

8. თუ ბავშვი სხვებს პატივს არ სცემს - ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ უთხარით მას როგორ მოიქცეს და მისი დამოკიდებულება და გრძნობებიარ გაითვალისწინეთ.

9. თუ ბავშვს არ შეუძლია თავი დაიცვას რთულ სიტუაციებში -ეს იმიტომ, რომ მას თქვენ სხვების თანდასწრებით ეჩხუბეთ. არასოდეს მოიქცეთ ასე და სხვისი თანდასწრებით არ დასაჯოთ, თავისი დის, ან ძმის თანდასწრებითაც კი. მას ყოველთვის ექნება იმის განცდა რომ გადაწყვეტილების მიღების დროს შეუძლება შეცდომა დაუშვას და ამის გამო თქვენ სხვების თანდასწრებით დაამციროთ.

10. და ბოლოს, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შვილის სურვილები.

გეცნობათ შემდეგი დიალოგი?

„დედა: უნდა ისწავლო ვიოლინოზე დაკვრა.

შვილი: მაგრამ მე ხატვა მიყვარს

დედა: არა, დედამ უკეთ იცის რა გჭირდება“ .

თუ თქვენთვის ასეთი დიალოგი ნაცნობია და ასე იქცევით, 18 წლის შემდეგ გეყოლებათ შვილი, რომელსაც არც სამსახური აქვს, არც ჰობი და ნუღარ დაუსვამთ კითხვას, რატომაა ასეთი პასიური. საკუთარ თავში იპოვეთ ამ კითხვაზე პასუხი.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>