LIFE

როგორ დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

ერთგული მეორე ნახევრის პოვნით გამოწვეულ სიამოვნებას ხშირად დედამთილის/სიდედრის წყვილის კომფორტის ზონაში შემოჭრა აბათილებს. დღემდე ვერავინ ახსნა, ერთ დროს მეგობრული დედები შვილის დაქორწინების შემდეგ ასე რატომ იცვლებიან, თუმცა მადლობა ღმერთს, ეს ყველას არ ეხება. მოკლედ, როდესაც შენი შეყვარებული დედის გასაცნობად დაგპატიჟებს, ყველა მის მოქმედებას კარგად დააკვირდი, სავსებით შესაძლებელია, შენი მომავალი დედამთილი/სიდედრი ზედმეტად ცნობისმოყვარე აღმოჩნდეს.

მაშ ასე, „ცნობისმოყვარე“ დედამთილი/სიდედრი:

8. შენი წარსულით უფრო ინტერესდება, ვიდრე აწმყოთი

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

ასეთი ქალები ყოველთვის თავიანთი შვილის რჩეულის ცხოვრების ქექვას იწყებენ. დაუსრულებელი კითხვების გარდა, ინფორმაციას საერთო ნაცნობების მეშვეობითაც მოიპოვებენ. მოკლედ, თუ შენი მომავალი დედამთილი წასრულთან დაკავშირებით ბევრს გესაუბრება, იცოდე: მას მხოლოდ შენი და შენი ოჯახის წევრების შეცდომების და „შავი ლაქების“ აღმოჩენის სურვილი ამოძრავებს.

 7. სოციალურ ქსელში ყველა შენს ნაბიჯს აკონტროლებს

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

მას შემდეგ, რაც შვილი თავის მეორე ნახევარს შეხვდება და ბედნიერად ცხოვრობს, „ცნობისმოყვარე“ დედამთილი/სიდედრი მუდმივად რაღაცას ეჭვობს და პროაქტიულად მოქმედებს. ასე რომ, თუ Facebook-ში მეგობრობას საეჭვო ადამიანი შემოგთავაზებს, სანამ დაამატებ, კარგად დაფიქრდი — სრულიად შესაძლებელია, ის შენი რჩეულის მომთხოვნი დედა იყოს, რომელსაც შენი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება სურს.

6. მანიპულირების მიზნით „ნამუსზე გაგდებს“

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

„ცნობისმოყვარე“ დედამთილი/სიდედრი ექსპერტია მანიპულირების საკითხებში და ამ უნარს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ავლენს, თუ ერთადერთი შვილი ჰყავს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზნები აშკარაა, პარტნიორის განაწყენება არ გინდა და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავ. ასეთი დედები თავიანთი შვილებისგან მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვენ — მაგალითად, შეიძლება შუაღამისას დაურეკონ თავისთან მისვლა სთხოვონ, მაგალითად იმ მიზეზით, რომ „შფოთავენ“.

4. ურთიერთობის ბარიერებს აიგნორებს

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

ყველა ურთიერთობას გარკვეული ბარიერები აქვს. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც დედა-შვილის ურთიერთობაა. „ცნობისმოყვარე“ დედამთილი/სიდედრი ყოველთვის ერევა შვილის ოჯახის საქმეებში, მაგალითად — თვლის, რომ შენზე უკეთ დაგეგმავს თქვენს ქორწილს, საძინებელს უფრო გემოვნებით მოგიწყობთ, შვილიშვილის სახელსაც თავად მოიფიქრებს და ა.შ. ამ სიტუაციაში კი, შენს პარტნიორს რაც არ უნდა პატივს სცემდე, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოხვალ წყობიდან.

3. დაჟინებით ისეთ რამეს აკეთებს, რაზეც ნერვები გეშლება

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

თუ იცის, რომ რომელიმე საჭმელი, სერიალი, ფილმი ან თუნდაც ფერი არ გიყვარს, „ცნობისმოყვარე“ დედამთილი/სიდედრი ყოველთვის შეეცდება, ისინი „ვითომ შემთხვევით“ შემოგთავაზოს. ამას კი პარტნიორს ვერასოდეს დააჯერებ: თუ ერთხელ მაინც აღნიშნავ, რომ დედამისი შენ გაღიზიანებას ცდილობს, უბრალოდ გაიცინებს და გეტყვის, რომ გეჩვენება. 

2. ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი შვილი შენზე უკეთეს პარტნიორს იმსახურებს

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად ამზადებ საჭმელს, რამდენად მზრუნველი ან წარმატებული ხარ, „ცნობისმოყვარე“ დედამთილი/სიდედრი ყოველთვის შეგახსენებს, რომ მისი შვილის ფრჩხილადად არ ღირხარ. თუმცა, ყურადღებას ნუ მიაქცევ, აზრი არ აქვს: ამ შემთხვევაში „ჭეშმარიტების“ დემონსტრირებას საკუთარი შვილის თვალწინ ეცდება.

1. შენ ზურგს უკან ლაპარაკობს

როგორ  დავუმეგობრდეთ ცნობისმოყვარე სიდედრს

თუ ხვდები, რომ დედამთილი/სიდედრი შენს პარტნიორს მუდმივად რაღაცას ეჩიჩინება და ეს შენ ზურგს უკან ხდება, დასკვნის გამოტანას ბევრი ფილოსოფია ნამდვილად არ სჭირდება — ის თქვენ შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს!



წყარო:&nbsp;<a href="http://funtard.com/featured/8-ways-to-spot-an-evil-mother-in-law/">funtard.com</a>