ჯანმრთელობა

ნუტრიციოლოგები ასახელებენ ხილს, რომელიც დღეში ერთხელ აუცილებლად უნდა მივირთვათ

ნუტრიციოლოგები ასახელებენ ხილს, რომელიც დღეში ერთხელ აუცილებლად უნდა მივირთვათ

არსებობს ცნობილი ინგლისური ანდაზა, რომელიც ამბობს:"დღეში ერთი ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდება."- თუმცა, შესაძლოა ეს მიდგომა მალე შეიცვალოს - ვაშლის ღირსეული კონკურენტი იპოვეს.
 

კივი - რა სარგებელი მოაქვს მას?

აშშ-ში რეგისტრირებული ნუტრიციოლოგები კაროლინ სუზი და ლიზა იანგი აღნიშნავენ, რომ კივი მდიდარია C და K ვიტამინებით, კალიუმით და ბოჭკოებით, ამიტომ მისი მოხმარება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ კივის დღეში ერთხელ მიღებითაც კი უმჯობესდება ძვლების ჯანმრთელობა, რეგულირდება სისხლში შაქრის დონე და მკვეთრად უმჯობესდება ნაწლავების მუშაობა. თუმცა, მნიშვნელოვანია დავიცვათ ზომიერება, რომ ბოჭკოს სიჭარბემ შებერილობა, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები არ გამოიწვიოს.



კივი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს - ლუტეინს, ზეაქსანტინს და პოლიფენოლებს, რომლებსაც შეუძლიათ განწყობის გაუმჯობესება, დაღლილობის და სტრესის შემცირება. ექსპერტები ასევე თვლიან, რომ ამ ხილის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია დადებითად იმოქმედოს ძილის ხარისხზე, მაგრამ ამის დასადასტურებლად საჭიროა სხვა კვლევები.

როგორ მივირთვათ კივი

კივი დაბალკალორიული ხილია, რომელიც შესანიშნავია არა მხოლოდ დღისით, არამედ საღამოსაც. 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 40–47 კკალ-ს.

კულინარიაში კივი გამოიყენება ყველანაირი სალათის, კანაპეს და ხორცის მარინადისთვის. ის ასევე გამოიყენება ტკბილ-მჟავე ღვეზელის შიგთავსად ან ჯანსაღ დამატებად ჟელეში, ხაჭოს მუსსა და შვრიის ფაფაში. ზაფხულში კი შეიძლება იყოს გამაგრილებელი დამატება სმუზისა და სორბეტისთვის.



კივის მირთმევა შესაძლებელია თუნდაც კანით - უბრალოდ დარწმუნდით, რომ კარგად გარეცხილია, ან იპოვეთ ისეთი ჯიში, რომელსაც აქვს თხელი, გლუვი კანი.