იპოვეთ ამერიკული ზოდიაქოს თქვენი სიმბოლო და გაიგეთ მისი მნიშვნელობა
- 17.09.2017
ამერიკული ზოდიაქო ამერიკული ტომებისგან იღებს სათავეს და ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ცხოველებსა და ფრინველებშია სიმბოლიზებული.
იპოვეთ თქვენი ნიშანი და გაიგეთ მისი მნიშვნელობა.
1. წავი (20 იანვარი - 18 თებერვალი) - ფერი - ვერცხლისფერი, პირადი მახასიათებელი - დამოუკიდებელი და მეგობრული, ეთავსება - ყორანს, შევარდენს, ირემს, საუკეთესო დღე - შაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დღის 11:00 საათიდან დღის 1:00 საათამდე და საღამოს 11:00 საათიდან შუაღამის 1:00 საათამდე.
წავი განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს, მას აქვს წარმოსახვის საოცარი უნარი და არის ინტელიგენტი, რაც კონკურენტუნარიანს ხდის. აქვს შესანიშნავი ინტუიციის გრძნობა, არის მგრძნობიარე და საუკეთესო მეგობარი.
არის გაბედული, ერთგული და პატიოსანი. თუ ეძებთ მეგობარს ეძებეთ ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი. ისინი არიან ყურადღებიანები, მზად არიან ნებისმიერ სიტუაციაში მხარდაჭერა გამოგიცხადონ და გაგიგონ.
2. მგელი (19 თებერვალი - 20 მარტი) - ფერები- მწვანე და ცისფერი, პირადი მახასიათებლები - გალანტური და სულგრძელი, ეთავსება - გველს, დათვს, კოდალას, საუკეთესო დღე - ხუთშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი დღის 1:00-დან დღის 3:00 საათამდე.
თუ ამ პერიოდში დაიბადეთ, ემოციური და ვნებიანი ნატურა ხართ, სიყვარულის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული. თქვენ თანდაყოლილად იცით გრძნობების ფილოსოფია. ემოციური მდგრადობისთვის გჭირდებათ, რომ გარშემომყოფებმა თქვენ მიმართ ხშირად გამოხატონ სიყვარული.
მგელმა იცის, რომ ჩვენ ყველას სიყვარული გვჭირდება და თავად მუდამ სიყვარულითაა სავსე და ამ სიყვარულს დიდი დოზით გასცემს.
3. შევარდენი (21 მარტი - 19 აპრილი) - ფერები - ყვითელი და მწვანე, პირადი მახასიათებ;ები ძლიერი და სპონტანური, კარგად ეთავსება - ბუს და ორაგულს, საუკეთესო დღე - სამშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - შუაღამის 3:00-დან 5:00 საათამდე.
ხართ ლიდერობის უნარით დაჯილდოებული, გამოირჩევით ნათელი გონებით. თქვენთვის მარტივია გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევაში მართებულია. ყოველთვის პრაგმატული ხართ, ყოველთვის ისწრაფვით მიზნისკენ და არასოდეს კარგავთ დროს.
4. თახვი (20 აპრილი-20 მაისი) - ფერები - ყვითელი და ცისფერი, პირადი მახასიათებლები - მეთოდური და პრაგმატული, ეთავსება - კოდალას, დათვს და ბატს, საუკეთესო დღე - ოთხშაბათი. დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - შუაღამის 5:00 -დან დილის 7:00 საათამდე და დღის 5:00 საათიდან საღამოს 7:00 საათამდე.
ხართ პასუხისმგებლობით სავსე და მოხერხებული. ადვილად ეგუებით ნებისმიერ სიტუაციას. თქვენი ნებისმიერი საქმიანობა წარმატებულია. ხართ ჯიუტი, თუმცა სანამ რამეს გადაწყვეტთ წინასწარ გაქვთ ყველაფერი გაანალიზებული და გათვლილი გაქვთ თითოეული ნაბიჯი. ძვირფასი ადმიანებისთვის ხართ მოსიყვარულე, გულუხვი და კეთილი.
5. ირემი (21 მაისი - 20 ივნისი) - ფერები - ყვითელი და ცისფერი, პირადი მახასიათებლები - ჭკვიანი და კომუნიკაბელური, ეთავსება - ყორანს და წავს, საუკეთესო დღე - ოთხშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დილის 7:00-დან დილის 9:00 საათამდე და საღამოს 7:00 - დან საღამოს 9:00 საათამდე.
ზოდიაქოს ეს ნიშანი შემოქმედებითი უნარებითაა დაჯილდოებული, მას ასევე აქვს იუმორის საოცარი გრძნობა და შეუძლია, რომ ყველა გააღიმოს. ყოველთვის მზად არის საუბრისთვის, არის საუკეთესო მოსაუბრე. განათლებისა და სასიამოვნო საუბრის უნარის კომბინაცია მას ყველაზე სასიამოვნო ადამიანად აქცევს თქვენ გარშემო.
6. კოდალა (21 ივნისი - 21 ივლისი) - ფერი - ვარდისფერი, პერსონალური მახასიათებლები - სურს ყველას გამოექომაგოს და დაიცვას, კარგად ეთავსება - გველს, მგელს და თახვს, საუკეთესო დღე - ორშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დილის 9:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 9:00-დან ღამის 11:00 საათამდე.
ეს ზოდიაქოს ნიშანი მზრუნველი ხასიათით გამოირჩევა, რომელიც მუდამ მზადააა დახმარება გაგიწიოთ, ისინი ყველა სიტუაციაში მხარდაჭერას გამოგიცხადებენ. არიან კარგი მსმენელები. არიან საუკეთესო მშობლები, შესანიშნავი მეგობრები და ბრწყინვალე პარტნიორები. ამავდროულად, კოდალა ძალიან რომანტიკული ნიშანია.
7. ორაგული (22 ივნისი - 21 აგვისტო) - ფერი- წითელი, პირადი მახასიათებლები - ამაყი და თავდაჯერებული, ეთავსება - ბუს და შევარდენს, საუკეთესო დღე -შაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დილის 11:00-დან დღის 1:00 საათამდე და ღამის 11:00-დან შუაღამის 1:00 საათამდე.
თუ ორაგულის ნიშნით დაიბადეთ, კრეატიულობა თქვენი სავიზიტო ბარათია. გაქვთ ინტუიციის საოცარი გრძნობა და გამოირჩევით ენერგიულობით. ხართ თავდაჯერებული და მუდამ აფრქვევთ სიყვარულს. ბევრი მეგობარი გყავთ, რომელიც ეთაყვანება თქვენს ინტელექტს, ინტუიციას და გულუხვ ბუნებას.
8. დათვი (22 აგვისტო - 21 სექტემბერი) - ფერები - ყავისფერი და მუქი წითელი, პერსონალური მახასიათებლები - თანამედროვე და პრაქტიკული, ეთავსება ბატს და თახვს, საუკეთესო დღე - ოთხშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დღის 1:00-დან დღის 3:00 საათამდე.
პრაგმატული და მეთოდური დათვი ყოველთვის მზადაა საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, მიდრეკილია გულუხვობისკენ. როგორც წესი, ამ ნიშნის ადამიანები ძალიან მოდურები არიან და ცოტა მორცხვები. ისინი მუდამ შეყვარებულები არიან.
9. ყორანი (22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - ფერები - ცისფერი და ნაცრისფერი, პირადი მახასიათებლები - მომხიბვლელი და მეგობრული, ეთავსება - წავსა და ირემს, საუკეთესო დღე - პარასკევი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დღის 3:00-დან დღის 5:00 საათამდე.
არის ძალიან მომხიბველი და გამოირჩევა ენთუზიაზმით. არის მუდამ პოზიტიურ განწყობაზე, მარტივია მასთან ურთიერთობა, არის საოცრად რომანტიკული და წყნარი მოსაუბრე. სასიყვარულო ურთერთობებში ის ინტუიციურად მოქმედებს და ძალიან ჯიუტია.
10. გველი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - ფერები - იისფერი და ფორთოხლისფერი, პერსონალური მახასიათებლები - ამბიციური და იმპულსური, ეთავსება - კოდალას და მგელს, საუკეთესო დღე - სამშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - შუაღამის 5:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე და დღის 5:00 საათიდან საღამოს 7:00 საათამდე.
ამ ნიშნის ადამიანები სამყაროსთან მჭიდრო კავშირს ავლენენ. ისინი არიან შეუდარებელი სულიერი ლიდერები, ასევე წარმატებას აღწევენ მედიცინის დარგში. მათ აქვთ იუმორის გრძნობა, საყვარელი ადამიანებისადმი მზრუნველები არიან და ხშირად უჭერენ მათ მხარს.
11. ბუ (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - ფერები - ოქროსფერი და შავი, პერსონალური მახასიათებლები - დამოუკიდებელი და თავგადასავლების მოყვარული, ეთავსება - შევარდენს და ორაგულს, საუკეთესო დღე - ხუთშაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დილის 7:00-დან დილის 9:00 საათამდე და საღამოს 7:00-დან საღამოს 9:00 საათამდე.
როგორც წესი, ამ ნიშნის ადამიანები მარტივად ახერხებენ ყველანაირ სიტუაციაში ადაპტაციას, არიან მარტივად საურთიერთობო ნატურები, ბუნებრივები, თბილები და მეგობრულები. ბუ არის ყველას მეგობარი. მას უყვარს ცხოვრების შეგრძნება, მხიარულება, თავგადასავლები, მოგზაურობა.
ბუს ნიშნის ადამიანები შესანიშნავი მსახიობები და მასწავლებლები არიან. თუმცა განსაკუთრებული წარმატება მათ სააღმზრდელო საქმიანობაში ელით, ვინაიდან მგრძნობიარეები, საუკეთესო მსმენელები, კონცენტრირებული და ენთუზიაზმით სავსენი არიან. მათ ყველა ის თვისება აქვთ, რაც ბავშვების აღზრდისთვის არის საჭირო.
12. ბატი (22 დეკემბერი-19 იანვარი) - ფერები - თეთრი და ვერცხლისფერი, პერსონალური მახასიათებლები - სერიოზული და სანდო, ეწყობა დათვს, ყორანს და თახვს, საუკეთესო დღე - შაბათი, დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი - დილის 9:00-დან დილის 11:00 საათამდე და ღამის 9:00-დან ღამის 11:00 საათამდე.
თუ გინდათ, რომ რაღაც რთული საქმე მოგვარდეს, ეს საქმე აუცილებლად ამ ნიშნის ადამიანს უნდა მისცეთ და იყოთ მშვიდად - ნებისმიერი სირთულის დავალებას ის შესანიშნავად გაართმევს თავს. არის საოცრად ამბიციური და ყოველთვის აღწევს მიზანს. ის საუკეთესოა ბიზნესში და სპორტში. ამ ნიშნის ადამიანების შეჩერება შეუძლებელია. სასიყვარულო ურთიერთობებში ის საოცრად ვნებიანი და რომანტიკულია.
<a href="https://en.playbrain.me">https://en.playbrain.me</a>