რას იწვევს რკინის დეფიციტი? - ნიშნები იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს უფრო მეტი რკინა სჭირდება
- 18.09.2017
რკინის დეფიციტი კვები ნორმის დარღვევით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ადამიანების ნაწილმა ისიც კი არ იცის რკინის რა დონე აქვს ორგანიზმში, ან როგორ უნდა მიხვდეს რკინის დეფიციტს განიცდის თუ არა.
გთავაზობთ მეცნიერულად დამტკიცებულ იმ 7 ნიშანს, რომელიც რკინის დეფიციტზე მეტყველებს:
1. თუ გრძნობთ სისუსტეს - რკინა აუცილებელია იმისთვის, რომ ჟანგბადი მთელ ორგანიზმზე გადანაწილდეს, როცა ეს ვერ ხერხდება, ორგანიზმი დასუსტებულია. ამგვარად, თუ გაწუხებთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ეს რკინის დეფიციტზე მეტყველებს.
2. ცივი ხელები, ან ფეხები - გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ცივი ხელები და ფეხები არის ნიშანი რკინის ნაკლებობის. იმისთვის, რომ სხეული იყოს თბილი აუცილებელია მას ჰქონდეს საკმარისი რაოდენობით რკინა.
3. ხართ ფერმკრთალი - რკინის დეფიციტი იწვევს სისხლში წითელი უჯრედების დონის შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაფერმკრთალება. თუ თქვენი სახე, ტუჩები, ხელები ფერმკრთალია და ქვედა ქუთუთოები განსაკუთრებით ღია ფერისაა, ეს რკინის დაბალ შემცველობაზე მიუთითებს.
4. გაქვთ გამომშრალი და გაყოფილი ფრჩხილები - რკინა აუცილებელია ფრჩხილის ჯანსაღი ქსოვილისთვის. თუ შენიშნეთ, რომ ფრჩხილები იყოფა და ადვილად გტყდებათ, ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენ ორგანიზმს რკინის დეფიციტი აქვს.
5. თუ ენა გამოიყურება უცნაურად - თუ ენა არის გაფერმკრთალებული, ეს მეტყველებს სისხლში ჰემოგლობინის ნაკლებობაზე, რაც რკინის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული.
6. სუნთქვა გიხშირდებათ - თუ მალე იღლებით და სუნთქვა გიხშირდებათ, ესეც რკინის ნაკლებობაზე მეტყველებს.
7. თუ თმა გცვივათ - რკინა არის მთავარი მინერალი, რომელიც ჯანსაღი თმისთვისაა აუცილებელი და თუ შეამჩნიეთ, რომ თმის ცვენა გაგიხშირდათ და იმაზე მეტად გცვივათ, ვიდრე ჩვეულებივ, ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი რკინის დეფიციტია.
ახლა კი გავეცნოთ ცხოვრების იმ 4 წესს, რომელიც ორგანიზმში რკინის ნაკლებობას განაპირობებს:
1. თუ რეგულარულად გასცემთ სისხლს - სისხლის ხშირი დონაცია ორგანიზმში რკინის ნაკლებობას იწვევს. ასე რომ არ მოხდეს, უნდა მიირთვათ რკინის მაღალი შემცველობის მქონე საკვები - მაგ: ხორცი, ბოსტნეული. მათი საშუალებით სისხლის დონაციის შემდეგ ორგანიზმში რკინის დონის აღდგენას შეძლებთ.
2. თუ ხშირად ვარჯიშობთ - ვარჯიშის დროს ორგანიზმი იყენებს დაბატებით რკინას, რომელიც ორგანიზმს ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება. თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, თქვენ გესაჭიროებათ ყოველდღიურად 30%-ით მეტი რკინის მიღება, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც არ ვარჯიშობენ.
3. თუ ბევრ ჩაის მიირთმევთ - კვლევამ აჩვენა, რომ ჩაის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. თავი აარიდეთ ჩაის დალევას რკინის შემცველი პროდუქტების მირთმევის შემდეგ.
4. თუ ვეგეტარიანელი ხართ - ორგანიზმი რკინის ძირითად ნაწილს იღებს ხორცით და მისი საშუალებით 3-ჯერ უფრო მეტ რკინას იღებს, ვიდრე მცენარეული საკვებით. ამის გამო, ადამიანები, რომლებიც ვეგეტარიენელები არიან ხშირად უჩივიან რკინის ნაკლებობას.
და ბოლოს - როდის ხართ რკინი დეფიციტის განსაკუთრებული რისკის ქვეშ?
1. კრიტიკული დღეების პერიოდში - ამ დროს ქალი ბევრ სისხლს კარგავს და დიდი რისკის ქვეშაა, რომ რკინის დეფიციტი შეაწუხებს.
2. თუ ხართ ორსულად - ფეხმძიმობის დროს ქალებს სჭირდებათ გაორმაგებულად უფრო მეტი რკინის შემცველობის პროდუქტი, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ორგანიზმს სჭირდება უფრო მეტი რკინა, რათა ნაყოფი ჟანგბადით უკეთესად მომარაგდეს.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საკვები, კალორიები
<a href="http://www.prima.co.uk">http://www.prima.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია