1. ტონი ბრექსტონი
იმისათვის რომ ვალები გადაეხადა, 90-იანების ერთ-ერთ წარმატებულ მომღერალს ყველაფრის გაყიდვა მოუწია, საკუთარი ჯილდოების ჩათვლით. თანაც ეს მის ცხოვრებაში ორჯერ მოხდა: 1998 და 2011 წლებში. მაგრამ ვერც გაკოტრებამ და ვერც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ვერ აიძულეს ტონი უარი ეთქვა მუსიკალურ კარიერაზე: მან გააგრძელა გამოსვლები, თამაშობდა ბროდვეის მიუზიკლებში, და ასევე შექმნა წარმატებული ოჯახური შოუ.
2. ბრენდან ფრეიზერი
როგორც გამოვარკვიეთ, წარმატებული მსახიობური კარიერა ყოველთვის არ იძლევა ფინანსური პრობლემების არარსებობას. ბრენდან ფრაიზერს მტკივნეული განქორწინების პროცესის გადატანა მოუწია. გარდა ამისა, მან 2012 წელს ქარიშხალი „სენდის“ დროს ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდით იძულებული იყო უარი ეთქვა სამსახურზე. ახლა მსახიობს დენი ბოილის სერიალში “Trust” იღებენ, რომელიც ეკრანებზე 2018 წელს გამოვა.
3. ლინდსი ლოჰანი
2007 წელს ჟურნალმა Maxim ლოჰანი მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალად აღიარა, და ამავე წელს ის არაერთხელ დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარებისთვის. მას შემდეგ მსახიობის კარიერას ბოლო მოეღო და ის უსახსრობის გამო საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი შესვენებისა და ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან მკურნალობის შემდეგ ლინდსიმ ისევ მიიღო მონაწილეობა გადაღებებში.
4. ბრიტნი სპირსი
თანამედროვე პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევ ფიგურას ცოტა დააკლდა „ჩამქრალი ვარსკვლავი“ გამხდარიყო. 2007 წელს ნერვული შეტევის გამო, მან დროებით შეწყვიტა მუშაობა. საბედნიეროდ, ბრიტნიმ შეძლო საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდთან გამკლავება, და ახლა ის ისევ აქტიურად გამოდის სცენაზე და წერს ახალ სიმღერებს.
5. მაიკ ტაისონი
ტაისონი სამართლიანად ითვლება მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოკრივედ. მდიდრულ სახლებზე, ეგზოტიკურ ცხოველებსა და მდიდრული ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე მან იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე საჭირო იყო, და გარდა ამისა, არაერთხელ აღმოჩნდა ციხეში. შემდგომ მაიკმა გაიაზრა საკუთარი ქმედებები და ახლა ფულს ფილმებსა და ტელეშოუში მონაწილეობით შოულობს.
6. პამელა ანდერსონი
პამელამ, 90-იანების ერთ-ერთმა მთავარმა სექს-სიმბოლომ, ვერ შეძლო საკუთარი შემოსავლების გონივრული განკარგვა. საგადასახადო სამმართველოს ვალი იმდენად დიდი იყო, რომ პამელას მალიბუსა და სიდნეიში საკუთარი სახლის გაყიდვა მოუწია. ბოლო წლებში მსახიობი იშვიათად მონაწილეობს გადაღებებში, სამაგიეროდ დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებასა და ცხოველების დაცვას.
7. კორტნი ლავი
კურტ კობეინის ქვრივი უამრავი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან, რაც არ შეიძლებოდა არ ასახულიყო მის ფინანსურ მდგომარეობაზე. შედეგად მას მოუწია საკუთარი სახლის დატოვება და ქმრის მუსიკალური მემკვიდრეობის 25 %-ის გაყიდვა. ბოლო წლებში კორტნიმ, როგორც იქნა, შეძლო საკუთარი ცხოვრების აწყობა: ის ცდილობს აღადგინოს სოლო კარიერა, წერს ნახატებს და მუშაობს საკუთარ ავტობიოგრაფიაზე.
8. MC Hammer
რეპერი MC Hammer (ნამდვილი სახელი - სტენლი კერკ ბერელი), ცნობილია როგორც 90-იანების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი. სინგლმა «U Can’t Touch This» მსოფლიოში გაუთქვა სახელი, მაგრამ 1996 წელს ის იძულებული გახდა თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა. შემდგომი მცდელობა დაბრუნებულიყო მუსიკალურ ოლიმპზე წარმატებით არ დასრულდა, მაგრამ ის კვლავ გამოდის და ჩნდება ტელეშოუებში.
9. სტივენ ბოლდუინი
სტივენს 90-იან წლებში პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან. მაგრამ ის დროულად შეჩერდა და „აღორძინებული ქრისტიანიც“ კი გახდა. მაგრამ 2009 წელს მას მაინც მოუწია იპოთეკური კრედიტების დაფარვის შეუძლებლობის გამო თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა. მიუხედავად ამისა, მსახიობი აგრძელებს გადაღებებს და ყოველკვირეულად ჩნდება რელიგიურ თოქ-შოუში რადიოზე.
10. ლინა ჰიდი
თითქოს, ისეთ პროექტში მონაწილეობა, როგორიც იყო „სამეფო კარის თამაშები“, გარანტიას აძლევდა მსახიობს მდიდრული ცხოვრებისთვის. მაგრამ მძიმე განქორწინების პროცესმა კინაღამ გააკოტრა. ვალების დასაფარად ლინამ საკუთარი სახლი გაყიდა. მაგრამ ყველა უსიამოვნება ადრე თუ გვიან მთავრდება - ის შეხვდა ახალ სიყვარულს და გააჩინა კიდევ ერთი ბავშვი.
თემები: სიმდიდრე, ვარსკვლავები, სიღარიბე
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>