LIFE

რომელია ქორწინების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წელი

რომელია ქორწინების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წელი

3 წელი

არსებობს აზრი, რომ სიყვარული 3 წელი ცოცხლობს. შემდეგ კი წყვილი ერთმანეთს შორდება ან ურთიერთობები არც ისე იდეალური ხდება. მაგრამ ურთიერთობების 3 წლის შემდეგ ადამიანები უფრო ხშირად ეგუებიან პარტნიორის ნაკლოვანებებს და თავს კომფორტულად გრძნობენ. ხშირად ოჯახური ცხოვრების მესამე წელიწადს წყვილი აჩენს ბავშვს, და მათი ოჯახი უფრო მყარი ხდება. სწორედ ქორწინების მე-3 წელი ითვლება ყველაზე ბედნიერად.

რომელია ქორწინების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წელი

5 წელი

სერიოზული პრობლემები იჩენენ თავს ოჯახური ცხოვრების მე-5 წელიწადს. ამ დროს შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან და ბევრ ზრუნვას საჭიროებენ, რისი შეთავსებაც რთულია სამსახურის პრობლემებთან. ოჯახური საზრუნავი კი დიდ დატვირთვას მოითხოვს. სწორედ ერთობლივი ცხოვრების 5 წლის შემდეგფიქრობენ წყვილები განქორწინებაზე. ეს ყველაზე რთულ წლად ითვლება.

რომელია ქორწინების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წელი

7 წელი

თუ დაქორწინებიდან 5 წლის შემდეგ წყვილი არ დაშორდება ერთმანეთს, წინ მას კიდევ ერთი დაბრკოლება ელოდებათ. ერთობლივი ცხოვრების მე-7 წელს სპეციალისტები თავისებურ კედელს უწოდებენ, რომელიც წყვილმა უნდა გადალახოს. ამ დროისთვის ოჯახური ცხოვრება რუტინად იქცევა. ამას დავუმატოთ ფინანსური პრობლემები, შვილებზე ზრუნვა და კამათი პასუხისმგებლობის გადანაწილების თაობაზე. ეს რთული პერიოდია, მაგრამ თუ წყვილი ამასაც გაუმკლავდება, წინ მას მყარი და ბედნიერი ქორწინება ელოდებათ.

რომელია ქორწინების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წელი

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები და შევინარჩუნოთ ქორწინება

რომელია ქორწინების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წელი

· გაუმართლებელი მოლოდინი. გაირკვა, რომ წყვილებს ხშირად შეაქვთ განცხადება განქორწინებაზე გაზაფხულისა და შემოდგომის დასაწყისში. მანამდე ისინი მეორენახევარს ახალ შანსს აძლევენ. თუ არ გაამართლა, განქორწინება გარდაუვალია.

· პრობლემებზე თვალის დახუჭვა. სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ახალგაზრდა წყვილებს შორის, რითიც დაამტკიცეს, რომ ურთიერთობების შესახებ ფილმების განხილვასაც კი შეუძლია ორჯერ შეამციროს განქორწინების რისკი. ასევე კარგია ისაუბროთ ოჯახური პრობლემების შესახებ.

· შეუძლებლობა ან სურვილის არარსებობა ააწყოთ ურთიერთობები. დებისა და ძმების დიდი რაოდენობა ამცირებს განქორწინების რისკს, როდესაც ადამიანები ზრდასრულები ხდებიან. მეცნიერები ამას იმას უკავშირებენ, რომ დიდ ოჯახებში ბავშვებიახლობლებთან ურთიერთობების დამყარების დიდ გამოცდილებას იღებენ. მომავალში ეს მათ ეხმარებათ ქორწინების შენარჩუნებაში.

· არ გინდა მოსმენა. განქორწინების რიცხვი იზრდება ისეთ წყვილებს შორის, სადაც მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორია კონსტრუქტიულად განწყობილი და მზად არის მოუსმინოს მეორეს კამათის დროს.

· „ცხოვრება“ სოციალურ ქსელში. ადამიანები, რომლებიც ზედმეტად აქტიურობენ სოცქსელებში, შეიძლება ამის გამო სერიოზულ პრობლემებს შეეჩეხონ, რასაც ხშირად განქორწინება მოყვება.

· ფინანსური პრობლემები. წყვილები, რომლებიც ხშირად კამათობენ ფულის გამო, იზრდება განწორწინების ალბათობა, თუნდაც ორი პარტნიორს მაღალი შემოსავალი ჰქონდეთ.

· განათლების არქონა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები უმაღლესი განათლებით უფრო იშვიათად განქორწინდებიან, დამოუკიდებლად სქესის ან ქვეყნის, სადაც ისინი ცხოვრობენ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>