ჰოროსკოპი

ეჭვიანების ჰოროსკოპი - ვინ არის ყველაზე მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ეჭვიანების ჰოროსკოპი - ვინ არის ყველაზე მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

12-ე ადგილი - მერწყული

მერწყულები არა მხოლოდ არ არიან ეჭვიანები - მათ შეუძლიათ არ მიაქციონ ყურადღება ღალატს, რომელიც მათ ცხვირწინ ხდება. იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე უფრო საინტერესო რაღაცები არსებობს. ასე რომ თუ მერწყული არ ეჭვიანობს, ბოროტად არ ისარგებლოთ მათი ამ თვისებით. 

BO-1 Coub Video

11-ე ადგილი - ქალწული

ქალწულებს არ შეუძლიათ ეჭვიანობა, იმიტომ რომ ეჭვიანობა ყოველთვის ეჭვებით იწყება, ქალწულს კი არანაირი ეჭვები არ გააჩნია. ქალწულმა იცის საყვარელი ადამიანის გულში რა ხდება და დარწმუნებულია მის ღალატში დიდი ხნით ადრე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელს შეუშლის, არა. უბრალოდ დააკვირდება, და თუ უღალატებენ, ის დედობრივი სინაზით აკოცებს მოღალატეს შუბლში და გაუშვებს ოთხივე მხარეს. მაგრამ უკან არ მიიღებს.

BO-2 Coub Video

10-ე ადგილი - სასწორი

სასწორები თვლიან, რომ ეჭვიანობა - არ არის ლამაზი: დევნა, პირადი წერილების წაკითხვა, სკანდალები, ცრემლი. ასე რომ სასწორი - ერთადერთი ქალია ასტროლოგიაში, რომელსაც შეუძლია დაპატიჟოს მეტოქე ჩაიზე და საყვარლად ესაუბროს. მაგრამ ჩვენ გვეჩვენება, რა თქმა უნდა, რომ ეს მზაკვრული განზრახვაა: სინამდვილეში ვის შეუძლია სერიოზულად გაუწიოს მეტოქეობა სასწორებს?

BO-3 Coub Video

9-ე ადგილი - კურო

ეჭვიანობა კუროების ცხოვრებისეულ პარადიგმაში პრინციპში არ არსებობს, იმიტომ რომ რომელი იდიოტი შეხედავს სხვა ქალს, როცა მის გვერდით კუროა? - შესანიშნავი საყვარელი, გენიალური დიასახლისი, ჭკვიანი და მზეთუნახავი. და თუ მოულოდნელად მამაკაცი შეხედავს სხვა ქალს, კურო საერთოდ არ დაიბნევა, მას ხომ არა ნაკლები ღირსებები აქვს ვიდრე სხვა ქალებს.

BO-4 Coub Video

8-ე ადგილი - ტყუპები

როგორც ვარსკვლავური ბანქო გვეუბნება, ტყუპები ძალიან ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან. რეალურად კი ეჭვიანი ტყუპები არავის უნახავს. იმიტომ კი არა, რომ ისინი ასე კარგად მალავენ საკუთარ გრძნობებს - უბრალოდ ვერ ასწრებენ ეჭვიანობის დაწყებას, რადგან მათზე უფრო ადრე იწყებენ ეჭვიანობას.

BO-5 Coub Video

7-ე ადგილი - კირჩხიბი

კირჩხიბები საკმაოდ ეჭვიანები არიან, მაგრამ არ ამჟღავნებენ, იმიტომ რომ ბავშვობიდან აითვისეს მთავარი ცხოვრებისეული წესი: რაც არ უნდა მოხდეს - შეინარჩუნე ქალური სიამაყე! კირჩხიბმა ღალატი შეიძლება გარკვეულ დრომდე აიტანოს. იმიტომ რომ მისი მეორე ცხოვრებისეული წესია: თავისუფლების შეზღუდვამ, პიროვნული მე დაუკარგა. ასე რომ, თუ ჩათვლის, რომ მისი საკუთრება მას უფრო მეტ საზრუნავს ანიჭებს, ვიდრე სარგებელს, მაშინვე მოიშორებს.

BO-6 Coub Video

6-ე ადგილი - თხის რქა

თხის რქას წინააღმდეგობრივი გრძნობები აწუხებს. ერთის მხრივ, ის ხომ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ქალია: ეჭვიანობა კი ისეთი სიმდაბლეა, რომ ამაზე მაღლა დგას! მეორეს მხრივ - ვინ არის ის შეღებილი ძუკნა? აუტანელია არ იცოდე! ამიტომ ეჭვიანობა ცდილობს სადღაც ღრმად შეინახოს და დარწმუნებულია, რომ ეს გამოსდის. სინამდვილეში კი ისეთი სახე აქვს, რომ ცოტა ვინმეს უნდება წაართვას ქმარი.

BO-7 Coub Video

5-ე ადგილი - მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალიან ეჭვიანები არიან, მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ არასოდეს ლაპარაკობენ. ისინი იბუტებიან, ჩხუბობენ, ეკიდებიან წვრილმანებს. დიახ, მშვილდოსანი ეჭვიანობს და ძალიან უნდა ჩაუყაროს მეტოქეს ლატეში დაფშვნილი შუშა. მაგრამ არასოდეს არავითარ გარემოებაში ის ამას არ გააკეთებს. იმიტომ რომ მეტოქეს მისთვის არანაირი ფიცი არ მიუცია, აი მამაკაცს კი - ძალიან ბევრი. ამიტომ საქმე მხოლოდ მოღალატე მამაკაცთან ექნება.

BO-8 Coub Video

4-ე ადგილი - ვერძი

ვერძები თავის საყვარელ მამაკაცზე მდედრობითი სქესის ყველა გამვლელთან ეჭვიანობენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ღალატის ფაქტი ჯერ არ ყოფილა, ვერძები მოღალატესა და მეტოქეს ერთად უწყობენ სკანდალს, ამავე დროს ვერძს არ აინტერესებს აპირებდა თუ არა ის ქალი მის მამაკაცთან ფლირტს. მეორეს მხრივ, ვერძები ისევე სწრაფად მშვიდდებიან, როგორც ვარდებიან მძვინვარებაში. და მერე ძალიან ვნებიანად სთხოვენ პატიებას უსამართლოდ ბრალდებულ შეყვარებულს.

BO-9 Coub Video

3-ე ადგილი - ლომი

ლომები გულწრფელად არიან დარწმუნებულები, რომ მამაკაცი, რომელსაც ნება მისცეს მიუახლოვდეს მის მეფურ პერსონას, სიცოცხლის ბოლომდე აგდებს საკუთარ თავს ნებაყოფლობით მონობაში. ასე რომ, მზერა, რომელიც მიმართული იყო უცხო ქალზე, - ეს უბრალოდ ლომური ქალური სიამაყის შეურაცხყოფა არ არის. ეს ფაქტიურად ღალატია.

BO-10 Coub Video

2-ე ადგილი - მორიელი

მორიელები უბრალოდ კი არ ეჭვიანობენ, ისინი ეჭვიანობით ტკბებიან. ეჭვიანობა - ეს ასეთი ვარჯიშია დილის ყავისა და ვიღაცის უღირსი სულის განადგურების სეანსს შორის. ან გართობის ხერხია, როცა მოწყენილი ხარ. მორიელები ასე ეჭვიანობენ, როცა არ არსებობს საბაბი. მაგრამ თუ საბაბი არსებობს - ის გულს გამოგგლეჯს, და შემდეგ წავა, რომ მეტოქეს გაუსწორდეს.

BO-11 Coub Video

1-ლი ადგილი - თევზები

საპატიო ადგილი და მთავარი ზოდიაქალური ეჭვიანის წოდება ერგო თევზებს. და გახსოვდეთ მთავარი: თევზი ჩუმად არის. თევზი არ აწყობს ეჭვიანობის სცენებს. ის არაფრით გაგრძნობინებთ, რომ ეჭვიანობს. მაგრამ ის ამ დროს ფიქრობს. იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ რადგან თევზი ხმას არ იღებს და მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად იყურება - ასე იქნება ყოველთვის. ის ტყუილად არ დუმს. ის ემზადება შურისძიებისთვის.

BO-12 Coub Video



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>