1. „უბის წიგნაკი“/ The Notebook - რთული წარმოსადგენია, რომ ეს ფილმის ვინმეს ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ნანახი, თუმცა ადამიანებს რეიჩელ მაკადამსისა და რაიან გოსლინგის ტანდების კიდევ ერთხელ ხილვა არასოდეს ბეზრდებათ. ფილმი უპირობო სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელსაც ოჯახების ჩარევა და ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია.
2. „ბინძური ცეკვები“/Dirty Dancing - პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის მონაწილეობით ეს რომანტიკული ფილმი დღემდე ბევრი ადამიანისთვის საკულტო ფილმად რჩება. ფილმი გვიჩვენებს, რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული, პრესტიჟი და რეპუტაცია.
3. „ტიტანიკი“/Titanic - არის რაღაც მაგიური, განსაცვიფრებელი და დაუვიწყარი ფილმში მოთხრობილ სასიყვარულო ისტორიაში. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, ტიტანიკი დღემდე გამოირჩევა მრავალრიცხოვანი ფანით და მაყურებელთა დიდი აუდიტორიით. ფილმში აღწერილია მდიდარი როუზისა და ღარიბი ჯეკის სიყვარულის ისტორია. მათი სასიყვარულო ამბავი გემზე ვითარდება, წყვილი მზადაა ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს.
4. “ნოტინგ ჰილი”/Notting Hill - ეს არის მარტივი რომანტიკული კომედია ჰიუ გრანტისა და ჯულია რობერთსის მონაწილეობით, რომელიც ვფიქრობთ ძალიან უხდება შემოდგომის წვიმიან დღეებს.
5. „ქარწაღებულნი“/Gone With The Wind – 1939 წელს გადაღებული ფილმი დღემდე ბევრი ადამიანის საყვარელი სასიყვარულო თავგადასავალია.
6. „გრიზი“/Grease - ეს არის ფილმი, რომელიც დატვირთულია მუსიკით, ცეკვებით და ბევრი სასიამოვნო გრძნობით. ფილმი ერთი შეხედვით „ცუდი ბიჭისა“ და „კარგი გოგოს“ სიყვარულის ტრადიციული ისტორიაა, თუმცა მასში ბევრ საინტერესო ნიუანსს ნახავთ.
7. „ლამაზმანი“/Pretty Woman - დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფილმი ყველას გაქვთ ნანახი, მაგრამ ყოველ ჯერზე დიდი ინტერსით უყურებთ. რიჩარდ გირისა და ჯულია რობერთსის გმირები სხვადასხვა სოციალურ ფენას განეკუთვნებიან. ვივიენისთვის შემოსავლის წყარო პროსტიტუციაა, თუმცა ნამდვილი სიყვარული ყველაფერს ცვლის.
8. “მოჩვენება“/Ghost - ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელსაც სიკვდილიც ვერ ამარცხებს. ფილმში დემი მურისა და პატრიკ სუეიზის ტანდემს ნახავთ. ფილმი კლასიკადაა ქცეული.
9. „შემოდგომის ლეგენდები“/Legends Of The Fall - ფილმი გამორჩეულად სევდიანია. აქ ყველაფერია - სიყვარული, სიბრაზე, ომი, ყოველდღიური ოჯახური ცხოვრება.
10. „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“/How To Lose A Guy In10 Days - ქეით ჰადსონისა და მეთიუ მაკქონაკის ტანდემი მართლაც შთამბეჭდავია და შეუძლებელია ამ ფილმის ნახვის შემდეგ საუკეთესო განწყობაზე არ დადგე. რომანტიკულ კომედიაში ჟურნალისტი ენდი რედაქტორის დავალების შესრულებას ცდილობს. ამ მიზნით კი, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თაყვანისმცემელი 10 დღეში მოიშოროს.
11. „მულენ რუჟი“/Moulin Rouge - ფილმში მთავარ როლებს ევან მაკგრეგორი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ. წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, თუმცა ბევრი წინააღმდეობის გადალახვა უწევთ.
12. „ოთახი ხედით“/A Room With a View - ეს არის წყვილის სასიყვარულო ისტორია, თუმცა შეძლებს კი მათი სიყვარული გადარჩენას. დიდი გამოცდის ჩაბარება უწევთ.
13. „ისე, როგოც ცაში“/Just Like Heaven – ფილმში მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და მარკ რუფალო ასრულებენ. მათი გმირები აანალიზებენ, რომ ერთმანეთის მიმართ გრზნობები აქვთ, თუმცა დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან - გასარკვევია, მთავარი გმირი, ელიზაბეტი ცოცხალია თუ - არა.
14. „კუზიანი მთა“/Brokeback Mountain - ფილმი სრულიად განსხვავდება დანარჩენი რომანტიკული ფილმებისგან. ის მოგვითხრობს შეყვარებული „ქაუბოებისა“ და მათი ურთიერთობის შესახებ. ფილმს სამი ოსკარი აქვს მიღებული.
15. „დედინაცვალი“/Stepmom - ჯულია რობერთსი ათი წლის ანასა და ექვის წლის ბენის დედინაცვლის როლს ასრულებს, ხოლო სიუზან სარანდონი ბავშვების ბიოლოგიური დედაა, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს დედინაცვალს ბავშვებთან დაახლოებაში, მაგრამ როცა ერთ-ერთი მათგანი ავად ხდება, ყველაფერი იცვლება.
<a href="http://allwomenstalk.com">http://allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია