ჰოროსკოპი

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

1. ვერძი - თქვენ მოგწონთ მამაკაცი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია თქვენგან. დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ხართ და გსურთ, რომ ურთიერთობაში თავად იყოთ დომინანტი. იხიბლებით ისეთი მამაკაცით, რომელიც თქვენსავით ცეცხლოვანი და ვნებიანი არ არის.

2. კურო - ყოველთვის იხიბლებით არასტაბილური ადამიანებით. თავად საკმაოდ რთული ნატურა ხართ, თუმცა როცა სხვა ადამიანს ეხება საქმე, არ გიყვართ სირთულეები, ეძებთ მარტივი ხასიათს ადამიანს და სწორედ ასეთი მამაკაცით იხიბლებით. მოგწონთ მამაკაცი, რომელსაც ჰარმონია და სიმშვიდე სჭირდება.

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

3. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნებს ხიბლავენ იდუმალი კაცები. არ არსებობს მეორე ისეთი არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი, როგორიც ტყუპებია. ის შეიძლება იყოს მხიარული და ბედნიერი ერთ მომენტში, მაგრამ უცებ საშინელ ხასიათზე დადგეს და ვერავინ მიხვდეს, თუ რა დაემართა. ტყუპები იხიბლება მამაკაცით, რომელიც არის თავგადასავლების მოყვარული, შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია და ამავდროულად, არის იდუმალი. 

4. კირჩხიბი - ხართ მზრუნველი და მოსიყვარულე და სამწუხაროდ, მოგწონთ ისეთი კაცები, რომლებიც თქვენ მიმართ ინტერესს არ იჩენენ.

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

5. ლომი - იხიბლებით იმ მამაკაცით, რომელიც მზადაა საკუთარი თავი მთლიანად მოგიძღვნათ და მხოლოდ თქვენთვის იცხოვროს, ყველა თქვენი ახირება შეასრულოს.

6. ქალწული - ზოდიაქოს ეს ნიშანი იხიბლება იმ მამაკაცით, რომელსაც მისი დახმარება და ზრუნვა, ან თუნდაც გამოსწორება სჭირდება. ასეთი მამაკაცის გამოსწორებას ის ცხოვრების გამოწვევად მიიჩნევს. 

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

7. სასწორი - ზოდიაქოს ეს ნიშანი იხიბლება იმ მამაკაცით, რომელსაც შეუძლია ბალანსი დაიცვას გრძნობებსა და ფაქტებს შორის. სასწორებისთვის ბალანსის დაცვა ყველაზე მთავარია, სწორედ ამიტომ, მას დაბალანსებული და გაწონასწორებული მამაკაცები მოსწონს.

8. მორიელი - მას მოსწონს მამაკაცი, რომელსაც მარტოობა უყვარს, ასევე იხიბლება მამაკაცით, რომელიც მორიელის დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ხასიათს პატივს სცემს. 

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ეს ნიშანი გამოირჩევა თავგადასავლების სიყვარულით და თავზეხელაღებული ბუნებით. მშვილდოსანი ქალები არიან აქტიურები და მუდამ მოძრაობენ. საკვირველია, მაგრამ დაუმორჩილებელ მშვილდოსანს მორჩილი მამაკაცები მოსწონს. ისინი იხიბლებიან კაცებით, რომლებსაც სამოგზაუროდ წასვლას სახლში დარჩენა და ფილმების ნახვა ურჩევნიათ.

10. თხის რქა - ზოდიაქოს ეს ნიშანი იმ მამაკაცით იხიბლება, რომელსაც მისი გულიანად გაცინება შეუძლია, თუმცა ეს არც ისე მარტივი საქმეა. თხის რქის გაცინება მხოლოდ განსაკუთრებული იუმორის მქონე მამაკაცს შეუძლია. 

როგორი მამაკაცები მოსწონთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ნარცისი და საკუთარ თავზე შეყვარებული მამაკაცები მოსწონთ.

12. თევზები - ისინი იხიბლებიან იმ მამაკაცებით, რომლებსაც მათი ყურადღება სჭირდებათ, თუმცა თავად კაცებში ყურადღებიანობას არ ეძებენ. თევზი მაშინვე ხედავს მამაკაცს, რომელსაც მისი ყურადღება სჭირდება და მარტივად იხიბლება ასეთი ადამიანით.



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>