მშობლები

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

ბრიტანელმა მეცნიერებმა, გამოკითხეს დაახლოებით 2 000 მშობელი 5-7 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად და საბავშვო კითხვების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც ყველაზე მეტად აშინებენ მშობლებს. ამ კითხვებზე პასუხები ყველა მშობელს გამოადგება, რომლებსაც არ უნდა, რომ მათ პატარამ, მორიგი მცდელობის დროს შეიცნოს სამყარო და მოისმინოს კატეგორიული „იმიტომ“.

1. რატომ ანათებს მზე?

ტემპერატურა მზის ზედაპირზე 6000˚C-ს აღწევს. ასეთ ტემპერატურაზე მეტალი და ქვები აირად გადაიქცევიან. მზე კი სწორედ აირის ბურთია! ის შედგება წყალბადის (75 %) და ჰელიუმისგან (25 %). მზე გამოიმუშავებს ენერგიას წყალბადის ჰელიუმში გადაქცევის გზით.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

2. რატომ ღამდება?

ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, სად იმალება ღამით მზე. მშობლებს შეუძლიათ აუხსნან თავის პატარებს, რომ მზე სინამდვილეში უძრავია, მის გარშემო კი ჩვენი პლანეტა მოძრაობს. დედამიწა ტრიალდება მზისკენ ხან ერთი მხარით, ხან მეორეთი. და იმ მხარეს, რომელიც მიტრიალდა მზისკენ - დგება დღე, საწინააღმდეგო მხარეს კი - ბნელი ღამეა.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

3. რატომ არის ცა ცისფერი?

მზის შუქი დედამიწის ატმოსფეროში იფანტება. თეთრი ფერი გარდაიქმნება, რის შემდეგ ხდება მისი დაყოფა ცისარტყელას შვიდ ფერად. ლურჯი ფერი კი სხვა ფერებზე უფრო ძლიერად იფანტება, ამიტომაც ცას უღრუბლო ამინდში გამოხატული ცისფერი ფერი აქვს. რატომ არ არის ცა ლურჯი? იმიტომ რომ ლურჯი ფერის შერევა ხდება სხვა ფერებთან.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

4. რატომ არის ბორბალი მრგვალი?

საქმე იმაშია, რომ ბორბლის ყველა წერტილი იმყოფება თანაბარ მანძილზე მისი ღერძიდან. სწორ გზაზე მოძრაობის დროს ღერძი რჩება მუდმივ სიმაღლეზე. აი, წებოვან ზედაპირზე კი უფრო მოხერხებული იქნებოდა მოძრაობა ოთხკუთხედ ბორბლებზე.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

5. რამდენს იწონის ჩვენი პლანეტა?

დედამიწის მასა პირველად 1774 წელს განსაზღვრა ნევილ მეკელინმა პერტშირიდან (შოტლანდია). ახლა ჩვენი დედამიწა იწონის 5 976 000 000 000 000 000 000 ტონას. გასაკვირია, მაგრამ ყოველწლიურად დედამიწა უფრო მძიმე ხდება. მის ზედაპირზე ყოველ წელს ილექება დაახლოებით 30 000 ტონა კოსმიური მტვერი.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

6. რატომ არ სტკივა თავი კოდალას?

იმისათვის რომ გამოკვებოს საკუთარი თავი და ბარტყები, ეს ფრინველი წამში 20-50 დარტყმას აკეთებს. მაგრამ ასეთი დატვირთვისას კოდალებს მაინც არ ემართებათ არც ტვინის შერყევა, და არც თავის ტკივილი. ბიოლოგების აზრით, კოდალას ქალა და ნისკარტი მკაცრად სწორ ხაზზე ბრუნვითი მოძრაობების გარეშე მოძრაობენ, რომლებიც გაზრდიდნენ დატვირთვას და ფრინველს კისერსაც კი დაუზიანებდნენ.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

7. რატომ არა აქვთ ადამიანებს ლურჯი და მწვანე თმა?

ნატურალური ლურჯი და მწვანე თმა არ არსებობს. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თმაში მხოლოდ ორი საღებავია, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ყვითელზე, წითელზე, ყავისფერსა და შავ ფერზე. და კიდევ თმის სტრუქტურაში არის ჰაერის ბუშტები. დამოუკიდებლად ფერებისა და ბუშტების რაოდენობისა იქმნება ინდივიდუალური ფერი. ლურჯი და მწვანე ფერები კი ვერ გამოვა თმაში არსებული საღებავების შერევის პროცესში.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

8. რატომ არის კოსმოსში უწონადობა?

კოსმოსში არ მოქმედებს მიზიდულობის ძალა. უწონადობის მდგომარეობა ჩნდება წრიულ ორბიტაზე კოსმიური ხომალდის მუდმივი ვარდნის შედეგად პირველი კოსმიური სიჩქარით 7,9 კმ/სთ-ში. ახლა თანამედროვე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა შეიგრძნონ უწონადობა ფრენის დროს კეპლერის მრუდეზე.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

9. რატომ ვარდება ვარსკვლავი?

ეს არის მცირე ზომის ქვები, რომლებიც მოფრინავენ კოსმოსიდან. როდესაც უახლოვდებიან დედამიწას, ქვები ეჯახებიან პლანეტის ჰაეროვან გარსს და ძლიერად ხურდებიან, რაც იწვევს ზუსტად იმ კაშკაშს. „ვარსკვლავებს“, რომლებიც იწვებიან ატმოსფეროში, უწოდებენ მეტეორებს, მათ შორის მეტად კაშკაშებს - ბოლიდებს. მეტეორის ნაწილებს, რომლებმაც დედამიწის ზედაპირამდე მიაღწიეს, მეტეორიტებს უწოდებენ.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

10. რატომ არის წყალი გამჭირვალე?

წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადისგან, ეს აირები კი - უხილავია. ბუნებაში წყლის ფერის შეცვლა კი მასში გახსნილი ნაწილების (წყალმცენარეების, თიხის, ფოთლების და ა.შ.) გამო ხდება.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

11. რატომ დადიან საათის ისრები საათის მიმართულებით და არა პირიქით?

მზის საათი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში გამოიგონეს, იქ კი გნომონის ჩრდილი მზეს საათის ისრის მიმართულებით მიყვება. ამიტომ, როცა მექანიკურ საათს ქმნიდნენ, გადაწყვიტეს ციფრების მდებარეობა და ისრების მოძრაობის მიმართულება შეინარჩუნონ.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო

12. რატომ არის თვითმფრინავი ჩამოკიდებული ჰაერში და არ ვარდება?

ბავშვებს უკვირთ, როდესაც ხედავენ, რომ მსუბუქი ბუმბულიც კი ვარდება მიწაზე, თვითმფრინავი კი მშვიდად „კიდია“ ცაში. მართალია, „ბოინგ-747“ იწონის, მაგალითად, 162 ტონას და მიფრინავს დედამიწის თავზე. ამ საიდუმლოს მეცნიერული ახსნა გააჩნია: ჰაერის ნაკადი რკალად ეფინება ფრთებს ქვემოდან და ზემოდან, რაც თვითმფრინავს ასაფრენად უბიძგებს. თვითმფრინავის დიდი სიჩქარე კი მჭიდროს ქმნის ჰაერს მის ქვემოთ, რაც მას ცაში იჭერს.

12 მარტივი პასუხი ბავშვების ეშმაკურ კითხვებზე - მშობლის სამახსოვრო