LIFE

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

“ჩემთვის ფილმებში სტილსა და კოსტიუმებს ორი მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - ამბობს რეჟისორი პედრო ალმოდოვარი ნიუ-იორკ თაიმსისთვის 1994 წელს მიცემულ ინტერვიუში. „ერთი მხრივ, მას ესთეტიკური გამომხატველობა აქვს. ფერთა პალიტრა რეჟისორისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრისთის. მეორე მხრივ, კოსტიუმები გვაძლევენ ინფორმაციას გმირის შესახებ - მათი სამუშაზე, მდგომარეობასა და გრძნობებზე“, - ამბობს რეჟისორი.

გთავაზობთ პედრო ალმოდოვარის ფილმებს, რომლებიც სხვა ღირსებებთან ერთად, შესანიშნავი კოსტიუმებით გამოირჩევა.

1. „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“ /Women on the Verge of a Nervous Breakdown (1988) - ეს ალმოდოვარის პირველი ნამუშევარია, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. “მსურდა, პასტელური ფერებით ფერთა პალიტრა შემექმნა. კოსტიუმების დიზაინერი ხოსე მარია დე კოსიოა. ფილმში ნახავთ მდიდრულ სამოსს და დიდი ზომის სამკაულებს. განსაკუთრებით შესამჩნევია დიდი ზომისა და უჩვეულო ფორმის საყურეები. 

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

2. „კიკა“/Kika, 1993 - მთავარ როლს ფილმში ვერონიკა ფორკე ასრულებს. ეს ეს არის ალმოდოვარის პირველი თანამშრომლობა ჟან პოლ გოტიესთან. სწორედ გოწიეა ამ ფილმის გმირების კოსტიუმების ავტორი. 

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები
პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

3. „შეწყვეტილი ამბორი“/Broken Embraces, 2009 - ეს არის ფილმი რეჟისორსა და სცენარისტზე, რომელიც მხედველობას კარგავს და ამის გამო აღარ შეუძლია ფილმების გადაღება, თუმცა ყველაფერი იცვლება 14 წლის შემდეგ, როცა თავის ისტორიას ის მომვლელ ქალს უყვება.

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

ნამუშევარში თვალშისაცემია მსახიობების კოსტიუმები, რომლითაც რეჟისორი ცდილობს თავისი გმირების სულიერი მდგომარეობა გამოხატოს. ერთ-ერთ ეპიზოდში პენელოპე კრუსის გმირს, ლენას ვხედავთ სარკის წინ, ულამაზესი ოქროსფერით გაფორმებული კოქტეილის კაბით, საყურეებით. კადრში ჩანს, როგორ იკეთებს ლენა ოქროსფერ ყელსაბამს. ამ ფილმის კოსტიუმებისთვის ალმოდოვარმა შანელის მოდის სახლთან ითანამშრომლა.

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

4. „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“/The Skin I live In, 2011 - ეს არის ფსიქოლოგიური დრამა იმ კავშირზე, რომელიც ადამიანის ვიზუალს, ჩაცმის სტილსა და მის იდენტობას შორისაა. კოსტიუმების დიზაინზე ალმოდოვარი ამ ფილმისთვის კვლავ ჟან პოლ გოტიესთან თანამშრომლობს. ფილმში ასევე რეჟისორი ერთ-ერთ გმირს, ვერას,„შანელის“ კოსმეტიკითა და „დოლჩე და გაბანას“ კაბით წარმოგვიდგენს.

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები

5. ხულიეტა/Julieta, 2016 - ფილმში სვადასხადასხვა პერიოდში მიმდინარე მოვლენებია აღწერილი და სხვადასხვა ეპოქას აღწერს. ეს, რა თქმა უნდა, გამოხატულია სამოსშიც. 1980-იანი წლების სტუდენტი გოგონას ჩაცმის სტილი სხვაა, წლების შემდეგ კი სულ სხვაგვარი. ფილმის მთავარი კოსტიუმების დიზაინი დიორის მოდის სახლს ეკუთვნის.

პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები
პედრო ალმადოვარის ყველაზე მოდური ფილმები



<a href="http://www.anothermag.com">http://www.anothermag.com</a>