მშობლები

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის აღზრდაში - ცხოვრება „საპნის ბუშტში“

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის აღზრდაში - ცხოვრება „საპნის ბუშტში“

ბავშვის დაცვა ყოველგვარი ზიანისგან მშობლის ნორმალური სურვილია, თუმცა, ხშირად, გადაჭარბებული მზრუნველობა უფრო მეტ ზიანს აყენებს ხოლმე შვილს, ვიდრე სიკეთეს.

2017 წელს, Reason-ის ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ლენორ სკენაზისა და ჯონათან ჰაიდტის სტატია იმის შესახებ, თუ როგორ ზრდიან ზედმეტად მზრუნველი მშობლები შვილებს, რომლებიც მზად არ არიან ზრდასრულობის სირთულეებისთვის.

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან სამყაროში, სადაც მათი სხეული „ბამბაშია გახვეული“, არ შეუძლიათ წარმატების მიღწევა მოზრდილობაში. მათ მიაჩნიათ, რომ სამყარო საშიშია და ამიტომ ეშინიათ კომფორტის ზონიდან გასვლის. სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი თაობა სრულწლოვანებაზე გადასვლისას სირთულეებს განიცდის:



ადვილად სწყინთ, ვერ ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას და ნაკლებად არიან მზად რისკზე წასასვლელად
მშობლის გადაჭარბებული კონტროლი არ არის მხოლოდ სიფხიზლე და ზრუნვა. ეს არის ბავშვის ცხოვრებაში და გადაწყვეტილებებში გადაჭარბებული ჩარევა. აი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას:

გვიანი ზრდასრულობა

პრობლემა ის არის, რომ შვილების დავალებებს ხშირად მშობლები ასრულებენ. შედეგად, ისინი აფერხებენ მათ სწავლას, სიმწიფის განვითარებას და დამოუკიდებლობას.
როდესაც ვცდილობთ დავეხმაროთ იმ მიზნით, რომ რაღაც ცუდს მოვარიდოთ, ბავშვს ვართმევთ უფლებას, გამოუმუშავდეს გამოწვევებთან დაპირისპირების უნარი. თუ მათ არ მოუწევთ ბრძოლა იმისთვის, რაც სურთ, როგორ იგრძნონ თავი თავდაჯერებულად? როგორ ისწავლონ შედეგის მიღწევა?

პასუხისმგებლობის განვითარება

ბავშვების სახლში დახმარების აკრძალვით, გაუცნობიერებლად ვამცირებთ მათ თვითშეფასებას. ბევრ ბავშვს სიამოვნებს ოჯახურ საქმიანობაში მონაწილეობა, რადგან ეს ეხმარება მათ თავი საჭირო ადამიანად იგრძნონ. მშობლებმა უბრალოდ უნდა იპოვონ დავალებები, რომლებიც შეესაბამება მათ შესაძლებლობებსა და ასაკს. ამ გზით მათ განვუვითარებთ პასუხისმგებლობის გრძნობას.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი გაიზრდება მშობლებზე დამოკიდებული, რომელსაც არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების. გაუჭირდება კომუნიკაცია, აზრის გამოხატვა და ინიციატივის აღება. ეს არის ზედმეტად  მზრუნველი მშობლობის მთავარი უარყოფითი შედეგი.

სოციალური იზოლაცია

ბავშვებისთვის, რომლებიც მიჩვეულები არიან, მშობლებისგან მუდმივ დაცვას, მარტო ძილიც კი შეიძლება გამოწვევად ჩათვალონ.

როდესაც ბავშვს ვუბიძგებთ მონაწილეობა მიიღოს სოციალურ აქტივობებში, როგორიცაა სასკოლო მოგზაურობები, პიკნიკები, ვეუბნებით მას, რომ სამყარო საშიშია, რომ უსაფრთხოდ არ არის და ამით საკუთარ შიშებს გადავცემთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაუცველობა და სოციალიზაციის სირთულეები.



არდა ამისა, ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად ბევრი მეამბოხე ტოვებს ოჯახს. სხვები თავშესაფარს პოულობენ ალტერნატიულ სამყაროებში, როგორიცაა ვიდეო თამაშები და ინტერნეტი.

ცხოვრება „საპნის ბუშტში“

გადაჭარბებული მეურვეობა, მზრუნველობა, იწვევს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ცხოვრობენ "საპნის ბუშტში", რეალურ სამყაროსთან კონტაქტის გარეშე, სათბურის პირობებში, მათთვის რეალობა ტრავმულია: ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ჩვენი კონტროლის ზონაში არ არის და მიღწევები ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს. უფრო მეტიც, ასეთი ბავშვები და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ნების შესრულება გარშემომყოფების ფუნქციაა. ისინი ადანაშაულებენ სხვებს საკუთარ პრობლემებში და არათუ არ ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას, არამედ, ვერც ხვდებიან საკუთარ შეცდომებს.